TI: ეგვიპტეში საქართველოს დესპანი დეკლარაციაში არ ასახავს, რომ ოჯახი 20 კომპანიაში ფლობს წილს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) ცნობით, სახელმწიფო უწყებებმა აჭარაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები მისცეს კომპანიას, რომელსაც ფლობს და ხელმძღვანელობს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის, მიხეილ თიგიშვილის ცოლი ნარგიზა ჭავჭანიძე. TI წერს, რომ მიხეილ თიგიშვილი და მისი ცოლი ასევე, ჩართულნი არიან 20 კომპანიის საქმიანობაში, ფლობენ წილებს და ხელმძღვანელობენ მათ საქმიანობას, მაგრამ არცერთი მათგანის […]
ლიბანის პრემიერი გაერო-ს და გავლენიან ქვეყნებს ისრაელის შეკავებისკენ მოუწოდებს

ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნაჯიბ მიქატიმ გაერო-ს მოუწოდა, ზეწოლა მოახდინოს ისრაელზე, რომ მისი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია შეწყვიტოს. მიქატიმ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ისრაელი ლიბანის სოფლებისა და ქალაქების განადგურებას გეგმავს და მან გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და გავლენიან ქვეყნებს ჩარევა სთხოვა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ ისრაელ დესტრუქციული გეგმა აქვს და ლიბანის წინააღმდეგ გამანადგურებელ ომს აწარმოებს. შეგახსენებთ, […]
სოფო ჯაფარიძე პენსიონერებს – 26 ოქტომბრის შემდეგ, 1-ელ დეკემბრამდე, 400 000 პენსიონერს გაუუქმდება კაბალური საპენსიო სესხი, თქვენ გექნებათ ისეთი ღირსეული სიბერე, როგორსაც იმსახურებთ

26 ოქტომბრის შემდეგ, 1-ელ დეკემბრამდე, 400 000 პენსიონერს გაუუქმდება კაბალური საპენსიო სესხი. თქვენ გექნებათ ისეთი ღირსეული სიბერე, როგორსაც იმსახურებთ. 26 ოქტომბერს ჩვენ ერთად ვიზეიმებთ თქვენს უზრუნველ მომავალს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ პენსიონერებთან შეხვედრისას განაცხადა. სოფო ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა […]
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

23 – 25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
ევროპაში პირველი ფილიალის გახსნაზე ვმუშაობთ – „ზარაფხანა“

ქართული ისტორიით და კულტურით შთაგონებული ძვირფასი სამკაულის და სასუვენირო პროდუქციის მწარმოებელი ქართული კომპანია “ზარაფხანა” საზღვარგარეთ გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე სამხარაძემ “საქმიან საღამოში” განაცხადა, კომპანიას ორი ფილიალის გახსნა აქვს დაგეგმილი – ევროპაში და თბილისში. „საწარმოო ბაზის გადაიარაღება დავასრულეთ და ახლა მთელი დატვირთვით ვმუშაობთ. აქტიურად ვმუშაობთ ევროპაში “ზარაფხანას” ფილიალის გახსნაზე და ვფიქრობთ, რომ შეიძლება […]
ერთი ყურძნის საკრეფი მანქანა 250 მუშახელს ანაცვლებს – „თბილღვინოს“ თანამედროვე მიდგომები მევენახეობაში

„თბილღვინო“ რთველის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს, რაც მოსავლის აღებას უფრო ამარტივებს და ხარჯების ოპტიმიზაციას ახდენს. უკვე მეორე წელია, რაც ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ რთველის პროცესში, ყურძნის კრეფაში მანქანა „ჰარვესტერი“ ჩართო, რომელმაც ბაზარზე გამოწვევად ქცეული მუშახელის დეფიციტი გადაჭრა. მევენახეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე „თბილღვინოს“ მმართველმა პარტნიორმა ზურაბ მარგველაშვილმა BMG tv-ის გენერალურ პროდიუსერთან გიორგი ისაკაძესთან, მისი კომპანიის შაშიანის […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა 2024/25 სასწავლო წელი ახალი საგანმანათლებლო პროგრამებით დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი 2024-2025 სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლეებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით ხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. კერძოდ, სტუ-ს ინფორმაციით, წელს, პირველად განხორციელდა მიღება ორ ახალ პროგრამაზე – ბაკალავრიატის “კომპიუტერული საინფორმაციო ტექნოლოგიები” და ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „ინფორმაციული ტექნოლოგიები ბირთვულ ინჟინერიაში“. მათივე ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, ინფორმატიკისა და მართვის […]
შტეგენის უმძიმესი ტრავმა და “ბარსელონას” დიდი ანგარიშით გამარჯვება

22 სექტემბერს, კატალონიის “ბარსელონა” “ვილიარეალს” ესტუმრა და ანგარიშით 5:1 დაამარცხა. “ბლაუგრანას” შემადგენლობაში დუბლი ორმა ფეხბურთელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ და რაფინიამ გაიფორმეს. გოლის გატანა ასევე ახალგაზრდა ესპანელმა, პაბლო ტორომ შეძლო. ავტორიტეტული სპორტული საიტის Sofascore-ს მიხედვით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი 17 წლის გარემარბი, ლამინ იამალი გახდა. “ლურჯ-ბროწეულისფერების” ლიდერმა ხსენებულ დაპირისპირებაში 1, ხოლო სეზონში უკვე მეხუთე საგოლე გადაცემა მიითვალა, რითაც […]
„პიქსელ აუთდორმა“ „სოლასთან” ერთად სარეკლამო ბილბორდებზე სტატისტიკის მთვლელი კამერები განათავსა

ქართულ ბაზარზე სიახლეა. სარეკლამო კომპანია „პიქსელ აუთდორმა“, ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია „სოლასთან” ერთად სარეკლამო ბილბორდებზე სტატისტიკის მთვლელი კამერები განათავსა. ტექნოლოგია, რომელიც ადგილობრივი სარეკლამო ბაზრისთვის ახალი შესაძლებლობაა, გარე სარეკლამო ინდუსტრიის ეფექტურობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. “პიქსელ აუთდორის“ და „სოლას” წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ინოვაცია outdoor რეკლამის ციფრული მარკეტინგის დონეზე აყვანის შესაძლებლობას იძლევა. მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც გარე […]
პრეზიდენტი ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს. პრეზიდენტი განცხადებას ორბელიანების სასახლეში, 20:00 საათზე გააკეთებს. სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი თავდაპირველად 17:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა მოგვიანებით, განცხადების გაკეთება რამდენიმე საათით გადაიდო.