გზებზე გამონაბოლქვზე დახარვეზებულ ავტომობილებს შესაძლოა, ტექინსპექტირების გავლის ვალდებულება გაუჩნდეთ

„გზებზე გამონაბოლქვზე დახარვეზებულ ავტომობილებს ტექინსპექტირების გავლის ვალდებულება შესაძლოა, გაუჩნდეთ,“ – ამის შესახებ „თბილისის აგლომერაციისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმაშია აღნიშნული. „გზებზე გამონაბოლქვზე დახარვეზებულ ავტომობილებს ტექინსპექტირების გავლის ვალდებულება შესაძლოა, გაუჩნდეთ,“ – ამის შესახებ „თბილისის აგლომერაციისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმაშია აღნიშნული. დოკუმენტში გაწერილია რამდენიმე პუნქტი, რაც თბილისის აგლომერაციაში აზოტის დიოქსიდის (NO2) გაფრქვევების […]
საქართველოს რომელი აეროპორტი მოემსახურა ყველაზე მეტ მგზავრს?

საქართველოს აეროპორტებმა 2024 წლის იანვარ-აგვისტოში პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 36%-იანი ზრდა აჩვენეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 5 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურა, რაც 27%-ით მეტია 2023 წლის 8 თვის მონაცემებთან შედარებით, ხოლო 75%-ით მეტი ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში. სტატისტიკური მონაცემების […]
ეკა გიგაური – ის აგრესიული კამპანია, რასაც მმართველი გუნდი წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობოების მიმართ ეწევა, ჩვენს საქმიანობას ართულებს – შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მოქალაქეების ხმები დაცული იყოს

მმართველი გუნდის მხრიდან ვხედავთ ძალიან აგრესიულ კამპანიას ჩვენს მიმართ – შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების ხმები, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ის აგრესიული კამპანია, რასაც მმართველი გუნდი წინასაარჩევნო პერიოდში მესამე სექტორის მიმართ ეწევა, არასამთავრობოების […]
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ექვსკაციან დელეგაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ლევან ნატროშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ისინი დელეგაციას ამ ეტაპზე არსებულ დაკვირვების შედეგებს გააცნობენ. „ეს არის სტანდარტული შეხვედრა, რომელიც ყველა არჩევნების წინ იმართება ხოლმე. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია არის და ცხადია, […]
24 სექტემბრიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით დამატებით 25 ახალი ავტობუსი იმოძრავებს

24 სექტემბრიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 25 ახალი ავტობუსი იმოძრავებს. პრეზენტაცია დღეს რუსთავის ცენტრში გაიმართა. ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ პრეზენტაციაზე თქვა, რომ 17-ადგილიანი ავტობუსები ე.წ. ძველი რუსთავიდან გავა. საბოლოო გაჩერება თბილისში იქნება სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია. ახალი ტრანსპორტი თბილისში „ბასლაინზე“ ივლის. ავტობუსების მწარმოებელია ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანია „ოტოკარი“. ამ კომპანიის ავტობუსები ორი წელია, რუსთავის შიდა მარშრუტებზე მოძრაობს. […]
რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს საქართველო საწვავს?

2024 წლის რვა თვეში საქართველომ უცხოეთიდან 881 მილიონი დოლარის ღირებულების 1.04 მილიონი ტონა ნავთობი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით თანხობრივად 23%-ით, რაოდენობრივად კი 37%-ით მეტია. საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ საქართველომ წელს 16%-ით შეამცირა ნავთობის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან რამაც 365 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ კლების მიუხედავად, საქართველოს ნავთობის იმპორტის მთავარი ბაზარი კვლავ რუსეთის ფედერაციაა, რაც მთლიანი […]
ალეკო ელისაშვილი – ჩვენ პრეზიდენტის პოზიციას პატივს ვცემთ – გულწრფელად ვიყავი ამ ერთობის მომხრე არა იმიტომ, რომ გახარია მიყვარს ან შემიყვარდა, უბრალოდ, ქვეყანას ასე სჭირდებოდა, რომ გავერთიანებულიყავით

ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას პატივს ვცემთ. გულახდილად ვიტყვი, გულწრფელად ვიყავი ამ ერთობის მომხრე არა იმიტომ, რომ გახარია მიყვარს ან შემიყვარდა, უბრალოდ, ქვეყანას ასე სჭირდებოდა, რომ გავერთიანებულიყავით, – ასე შეაფასა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ გაერთიანების შესახებ მოლაპარაკების ჩაშლა. როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამწუხაროა, რომ გიორგი გახარიამ შეთანხმების გაფორმება […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპმა სინამდვილეში არ იცის, როგორ შეაჩეროს ომი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა არ იცის, როგორ შეაჩეროს ომი უკრაინაში. გამოცემა The New Yorker-თან ინტერვიუში, ზელენსკის დაუსვეს შეკითხვა, რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რომ საპრეზიდენტო დებატების დროს მოდერატორებმა დონალდ ტრამპს ჰკითხეს, სურდა თუ არა ომში უკრაინის გამარჯვება, მან კი შეკითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემას თავი აარიდა და განაცხადა, რომ სურს, […]
ნინო წილოსანი აშშ-ს სენატში დაგეგმილ განხილვაზე – არჩევნებამდე მეგობრულობის სახელით შეფარული უამრავი რეზოლუცია და აქტი დაინიცირდება, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, თუ რაოდენ დიდია გარედან ჩარევის მცდელობა

„მეგობრობის აქტი“ თუ „ქართველი ხალხის აქტი“ კარგად არის დაბრენდილი იმისთვის, რომ ადამიანებს თვალი აუხვიონ და მოგვაჩვენონ, თითქოს და ეს ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ კეთდება, – ასე ეხმაურება აშშ-ს სენატში დაგეგმილ განხილვას პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი. წილოსანის განცხადებით, „არჩევნებამდე მეგობრულობის სახელით შეფარული უამრავი რეზოლუცია და აქტი დაინიცირდება, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, თუ რაოდენ დიდია გარედან ჩარევის მცდელობა“. […]
ზუგდიდში, სოფელ შამგონაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ზუგდიდში, სოფელ შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი ააშენა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ახალი საბავშვო ბაღი ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, პირველ მოადგილე კონსტანტინე კაკავასთან ერთად გახსნა. მამუკა წოწერიამ მუნიციპალური განვითარების ფონდს, პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კიდევ 6 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. […]