ირანის პრეზიდენტი – ისრაელს სურს, ირანის კონფლიქტში ჩართვის გზით, ახლო აღმოსავლეთი ომში ჩაითრიოს, რომლის შედეგები შეუქცევადი იქნება

ისრაელს სურს, ახლო აღმოსავლეთი სრულ ომში ჩაითრიოს ირანის პროვოცირებით, ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის კონფლიქტში ჩაერთოს, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში განუცხადა, სადაც ის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ჩავიდა. „ჩვენ არ გვინდა ვიყოთ არასტაბილურობის მიზეზი ახლო აღმოსავლეთში, რადგან მისი შედეგები შეუქცევადი იქნება. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ მშვიდობიანად, არ გვინდა ომი. სწორედ ისრაელია ის, […]

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ყველა დანაშაულზე კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები აუცილებლად დადგება

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ყველა დანაშაულზე კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები აუცილებლად დადგება. „ოკუპანტთან ბოდიშის მომხდელი ანტიქართული ივანიშვილის “ქართული ოცნების” ყველა დანაშაულზე, მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დანაშაულზე, 20 ივნისზე აუცილებლად დადგება კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი მასშტაბით. ის ადამიანები, რომლებიც არიან დაზარალებულები, […]

გაეროში გამოსვლამდე ზელენსკი აშშ-ს “გადამწყვეტი” მოქმედებისკენ მოუწოდებს ომის დასასრულებლად

მიმდინარე კვირაში გაეროში მნიშვნელოვანი სიტყვით გამოსვლამდე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის მხრიდან გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმაზე მოწოდებით გამოვიდა. უკრაინის ლიდერი აშშ-ში გაეროს ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე (UNGA) იმყოფება. ზელენსკიმ შეხვედრა გამართა აშშ-ის კანონმდებლების ორპარტიულ დელეგაციასთან და მათ მადლობა გადაუხადა, მისი თქმით, ამერიკის მხრიდან ურყევი მხარდაჭერისთვის. ზელენსკიმ ასევე ისაუბრა შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანეს როლზე უკრაინის თავისუფლების დაცვაში. აშშ-მა – […]

“რამდენი გოლიც უნდა გაიტანოს, ამ ბიჭმა ფეხბურთის თამაში არ იცის” – კასანო რონალდოზე

ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-სთან ინტერვიუში მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა. იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გააკრიტიკა. “არ მაინტერესებს, სულ რომ 3000 გოლი გაიტანოს, მაინც ყოველთვის ვიტყვი, რომ ამ ბიჭმა ფეხბურთის თამაში არ იცის. 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ იმაზე ფიქრობს, გოლი როგორ გაიტანოს. იგუაიანს, აგუეროს, ბენზემას ლევანდოვსკის, იბრაჰიმოვიჩსა […]

დიმიტრი პესკოვი – სპეციალური სამხედრო ოპერაცია მაშინ დასრულდება, როგორც კი რუსეთი თავის მიზნებს მიაღწევს

სპეციალური სამხედრო ოპერაცია მაშინ დასრულდება, როგორც კი რუსეთი თავის მიზნებს მიაღწევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა. „ნებისმიერი ომი, ასე თუ ისე, მშვიდობით სრულდება. ჩვენთვის, ჩვენს მიერ დასახული მიზნების მიღწევას ალტერნატივა არ აქვს. როგორც კი ამ მიზნების, ამა თუ იმ გზით, მიღწევა მოხდება, სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასრულდება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. […]

ბადრი ჯაფარიძე – ის დრო უნდა დამთავრდეს, როდესაც მთავრობა კომპლექტდება არა პროფესიონალური ნიშნით, არამედ პოლიტიკური ნიშნიდან გამომდინარე – გვეყოფა არაკომპეტენტური მთავრობები!

ის დრო უნდა დამთავრდეს, როდესაც მთავრობა კომპლექტდება არა პროფესიონალური ნიშნით, არამედ პოლიტიკური ნიშნიდან გამომდინარე. გვეყოფა არაკომპეტენტური მთავრობები! – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, პროფესიონალებით და კვალიფიციური ადამიანებით დაკომპლექტებული მთავრობა უნდა შეიქმნას. „რა თქმა […]

„ტურიზმი და მშვიდობა“ – საქართველო პირველად მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს

2024 წლის 27 სექტემბერს, საქართველო გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, პირველად უმასპინძლებს მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. „მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემაა „ტურიზმი და მშვიდობა.“ მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ეწვევიან. მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში გაიმართება […]

„გვექნება ბევრი შემთხვევა, როდესაც სტომატოლოგები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებენ“ – სტომატოლოგიური კლინიკები მომსახურებაზე ფასების ზრდას აანონსებენ

სტომატოლოგიური კლინიკები მომსახურებაზე ფასების ზრდას აანონსებენ. 700-ზე მეტი სტომატოლოგი ფასის სავარაუდო მატებას იმ რეგულაციებს უკავშირებს, რომლის ამოქმედებაც 1-ელი იანვრიდანაა დაგეგმილი და რომელიც სტომატოლოგების უწყვეტ სამედიცინო განათლების სისტემაში ჩართვას და ტრენინგებზე დასწრებას გულისხმობს. ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგაში, რომელსაც 700-ზე მეტმა სტომატოლოგმა მიმართა, განმარტავენ, რომ მედიკოსების ტრენინგებში მონაწილეობა წელიწადში დაახლოებით 10 000 ლარის ფარგლებში მერყეობს, […]

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, რომელიც მე-4 დღეა შიმშილობს, გლდანის მე-8 დაწესებულებაში მისმა ადვოკატმა მოინახულა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, რომელიც მე-4 დღეა შიმშილობს, გლდანის მე-8 დაწესებულებაში მისმა ადვოკატმა მოინახულა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის უფლებადამცველმა დიმიტრი ნოზაძემ განუცხადა, მან აფგან სადიგოვს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტს ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. „ძირითადად, საქმეზე ვისაუბრეთ, დეტალებს ვერ მოგახსენებთ. შიმშილობის დაწყება მისი გადაწყვეტილებაა, ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ შიმშილობა არ გააგრძელოს, შეწყვიტოს, მაგრამ […]

კონსტანტინ ზატულინი – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოში დაბრუნება არ მოხდება – ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებას თავიანთ დამოუკიდებლობას არ შესწირავენ, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა. მისი თქმით, თბილისი, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, კვლავ საუბრობს სოხუმთან და ცხინვალთან არსებული სიტუაციის მოგვარებაზე. “არჩევნების წინ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ახალი მიდგომის გამოცხადება გადაწყვიტა. კერძოდ, ბოდიშის მოხდა ოსებისთვის […]