ცესკო მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნამდე რამდენიმე დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელებს ყველა პროცედურას, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, დაინტერესებული მხარეები ამ საკითხით მანიპულირებენ და ამომრჩეველი შეჰყავთ შეცდომაში. კეთდება განცხადებები, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც ზედმიწევნით იცავს კანონმდებლობას, რაიმე სახის დანაშაულს ჩადის. სამწუხაროა, რომ […]

30-ჯერ მეტი PLUS ქულა – საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები განსაკუთრებულ შეთავაზებას შექმნიან

საქართველოს ბანკი, Ads მენეჯერის კამპანიის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, Ads მენეჯერის დახმარებით, ბიზნესს შეუძლია, საკუთარ მომხმარებლებს 30-ჯერ მეტი PLUS ქულის დაგროვება შესთავაზოს. ხოლო ბიზნესის მიერ გაწეულ ხარჯს 30-ჯერ მეტ პლუს ქულას, რომელიც მომხმარებელს უნდა გადაეცეს, AmEX და საქართველოს ბანკი დაფარავენ. ინფორმაციისთვის, კამპანიის ფარგლებში ბიზნესების მომხმარებლებს მაქსიმუმ 10000 პლუს ქულის დაგროვება შეუძლიათ. […]

easyJet და JetZero 2030 წლისთვის წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავის შექმნას გეგმავენ

გაერთიანებული სამეფოს ავიაკომპანია easyJet-მა დადო პარტნიორობის ხელშეკრულება ამერიკულ სტარტაპ JetZero-სთან, რათა რევოლუცია მოახდინოს საჰაერო მოგზაურობის ინდუსტრიაში. ორივე კომპანია, მათ მრავალ პარტნიორთან ერთად, იმუშავებს წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავის შექმნაზე. ცნობილია, რომ ტრადიციულ თვითმფრინავებს აქვთ მაღალი ნახშირბადის ემისიები და ასევე შეზღუდული აეროდინამიკური ეფექტურობა. 2018 წელს კომერციულმა ავიაციამ სათბურის გაზების გლობალური ემისიების თითქმის 6% შეადგინა. ეს წვლილი ანთროპოგენურ გლობალურ […]

მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება – ETERNITY 2024 დაიწყო

საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის სამწყობრო მოედანზე მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლების – ETERNITY 2024 გახსნის ოფიციალური ცერემონიალი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სწავლების საშტაბო და საველე კომპონენტებში სამი ქვეყნის – საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები […]

რომან გოცირიძე – ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა და მანდატი იმისა, რასაც სჩადის, არ გააჩნია

როდესაც ანტიკორუფციული ბიურო იქმნებოდა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ ის მორიგი რეპრესიული აპარატი იქნებოდა – როგორც კი პირველივე შანსი მიეცათ, ის ხელისუფლების სასარგებლოდ და არასამთავრობო სექტორში რეპრესიებისთვის გამოიყენეს, – ასე აფასებს „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას, რომელმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „აირჩიე ევროპა“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო. გოცირიძის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს […]

მაია ომიაძე – ჩვენი ქვეყნიდან მსოფლიოს გავუგზავნით გზავნილს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას ტურიზმის განვითარებისთვის და მოგზაურებისთვის

თბილისში მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავად ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 27 სექტემბერს, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, საქართველო პირველად უმასპინძლებს მასშტაბურ ღონისძიებას. წლევანდელი მსოფლიო ტურიზმის დღის თემატიკაა „ტურიზმი და მშვიდობა“. მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში გამართვის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. „27 სექტემბერს მსოფლიო ტურიზმის დღეს აღნიშნავს, რომელიც გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის […]

საია და ISFED: ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უკანონოა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ, რადგან მათივე შეფასებით, ის არ შეესაბამება “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ცნების განმარტებას. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია ქმნის სახიფათო პრეცედენტს იმისთვის, რომ იგი გამოიყენონ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების […]

ანა დოლიძე – რაჟდენ კუპრაშვილმა „ქართული ოცნების“ გამილიონერებულ დეპუტატებს, მთავრობის წევრებს შორის ვერცერთი კაცი ვერ ნახა, რომ მათ შემოსავლებზე კითხვა დაესვა და შუკა-შუკა ოპოზიციონერებს და არასამთავრობოების წარმომადგენლებს დასდევს

მას შემდეგ, რაც რაჟდენ კუპრაშვილმა თანამდებობა დაიკავა, ასეულობით გამილიონერებულ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, მთავრობის წევრებს, ჩინოვნიკებს შორის ვერცერთი კაცი ვერ ნახა, რომ მათ შემოსავლებზე კითხვა დაესვა და შუკა-შუკა, შარა-შარა, გზა-გზა ოპოზიციონერებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს დასდევს, – ასე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ ეკა გიგაურისა და ხათუნა […]

მამუკა ხაზარაძე – მთავრობის კომპლექტაცია მოხდება პრეზიდენტთან მჭიდრო კონსულტაციით – ასევე, მთავარი ამოცანაა, ლუსტრაციის კანონის მიღება, რათა რუსების მსახურები ვერასდროს მოვიდნენ ხელისუფლებაში

მთავრობის კომპლექტაცია მოხდება პრეზიდენტთან ძალიან მჭიდრო კონსულტაციით – დღეს რაც უნდა გავაკეთოთ, არის არჩევნების ძალიან დიდი უპირატესობით მოგება, რაც მოხდება 26 ოქტომბერს,- ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით. როგორც ხაზარაძემ განმარტა, „ქართული ქარტიის“ მიზანია, რომ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა მოახდინოს ამომრჩევლებთან ერთად “რუსული ოცნების” […]

ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები შეწყვიტონ

ცესკო მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ მხარეებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები. ცესკოს ინფორმაციით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნამდე რამდენიმე დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელებს ყველა პროცედურას, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფს. „მიუხედავად ამისა, დაინტერესებული მხარეები ამ საკითხით მანიპულირებენ და ამომრჩეველი შეჰყავთ შეცდომაში. კეთდება […]