ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ყველა დანაშაულზე კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები აუცილებლად დადგება

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ყველა დანაშაულზე კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები აუცილებლად დადგება.
„ოკუპანტთან ბოდიშის მომხდელი ანტიქართული ივანიშვილის “ქართული ოცნების” ყველა დანაშაულზე, მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დანაშაულზე, 20 ივნისზე აუცილებლად დადგება კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი მასშტაბით.
ის ადამიანები, რომლებიც არიან დაზარალებულები, მათ შორის პატრიოტი ადამიანები, რომლებიც იყვნენ ანტისაოკუპაციო აქციაზე და დაშავდნენ, მიიღებენ შესაბამის კომპენსაციას. რა თქმა უნდა, ოკუპანტებთან ბოდიშის მომხდელი და კოლაბორანტი, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვის ჩამსმელი “ოცნების” ხელისუფლება 26 ოქტომბრის არჩევნებზე საკადრის პასუხს აუცილებლად მიიღებს “. – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან