შალვა პაპუაშვილი – დღეს 400 წელი შესრულდა წმინდა დედოფლის ქეთევანის მარტვილობიდან, რომელმაც შეძრა მისი თანადროული მსოფლიო, ხოლო ჩვენ, დაგვიტოვა გმირობის, თავდადების და ერთგულების სულისშემძვრელი მაგალითი

დღეს 400 წელი შესრულდა წმინდა დედოფლის ქეთევანის მარტვილობიდან, რომელმაც შეძრა მისი თანადროული მსოფლიო, ხოლო ჩვენ, დაგვიტოვა გმირობის, თავდადების და ერთგულების სულისშემძვრელი მაგალითი, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, წმინდა დედოფალი ქეთევანის ცხოვრება, მმართველობა, სიბრძნე, ღვაწლი და სიმტკიცე არის საქართველოს ნამდვილი სახე, მაგალითი და ძნელბედობის […]
ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 75-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 75-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მოიერიშე თვითმფრინავებმა ლიბანის სამხრეთში „ჰეზბოლას“ იარაღის საცავებს, სარაკეტო გამშვებ პუნქტებსა და ინფრასტრუქტურას დაარტყეს. ცნობისთვის, აშშ-მა და მოკავშირეებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ისინი მხარეებს ცეცხლის 21-დღიანი შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
ენერგეტიკის სექტორში ქალების ხელშეწყობის მიზნით სემეკში მიმდინარე მენტორობის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული ქალების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) მიმდინარე მენტორობის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათი ცნობით, პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ გადასცა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე მონაწილეებმა პროგრამის მნიშვნელობაზე, ენერგეტიკის სექტორში ქალების როლის გაძლიერებაზე ისაუბრეს. ასევე, პანელური დისკუსია გაიმართა, სადაც ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და […]
ვახტანგ გომელაური პოლიციის აკადემიაში გამართულ ძიუდოს შიდა ტურნირს დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მოადგილეებთან – იოსებ ჭელიძესთან, გიორგი ბუთხუზთან და ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, პოლიციის აკადემიაში ძიუდოს შიდა ტურნირს დაესწრო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ტურნირს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. ძიუდოს შიდა ტურნირში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის 170-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ტურნირი ძიუდოს […]
საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მემორანდუმის მიზანია, ისეთი ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართული იქნება ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრთა შორის (მათ შორის, შშმ ვეტერანებს შორის) ფრენბურთის პოპულარიზაციისა და ფრენბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და […]
ეკატერინე მიქაბაძემ ალმატიში სტატისტიკის საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ ალმატიში საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (CCAMTAC) ორგანიზებულ სტატისტიკის საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა ინტერაქტიული სესიები, სადაც მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს სტატისტიკის ეროვნული სტრატეგიები და იმსჯელეს სწრაფად განვითარებად ციფრულ ლანდშაფტში მონაცემების შეგროვებასთან და დამუშავებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. […]
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის თანახმადაც, 30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ ჰონგ-კონგში უვიზოდ იმოგზაურონ

2024 წლის 25 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს ოფიციალურად გადასცა ნოტა ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც, 30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ, უვიზოდ იმოგზაურონ ჰონგ კონგში და დაყონ რეგიონში 30 დღე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, […]
მარიამ კიკნაძე სწავლას G. d’Annunzio Chieti – Pescara-ში ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს

ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული მარიამ კიკნაძე სწავლას იტალიაში, G. d’Annunzio Chieti – Pescara-ში ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს. მან სწავლის 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს. მარიამს სურს ცოდნა საერთაშორისო ფინანსური რეპორტინგის, ფინანსური მენეჯმენტისა და ანალიზის, მონაცემთა ანალიტიკისა თუ პროექტების ბიუჯეტირების კუთხით გაიღრმაოს. ეს პროგრამა კი ამ მიმართულებით კარგი შესაძლებლობაა.
„ჩვენში ცოდნას, წიგნსა, ყოველთვის სდებია დიდი წმინდა ევროპული პატივი“

იაკობ გოგებაშვილი ― ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე იყო. ადამიანი, რომელმაც განუზომლად დიდი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში. ეს არის ნაწყვეტი მისი 1883 წელს დაწერილი წერილიდან „ახალი ნაბიჯი ხალხის განათლებაში” (წერილი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში) რომელიც მიუხედავად იმისა რომ ასზე მეტი წლის წინ დაიწერა დღემდე აქტუალურ და მნიშვნელოვან […]
ჯილდოს მფლობელ მასწავლებელს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, კონტრაქტი არ გაუგრძელეს

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, როლანდ შავაძე აცხადებს, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, 6-წლიანი უწყვეტი თანამშრომლობის შემდეგ, შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა და ამით “ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა”. როგორც შავაძე Facebook-ზე წერს, ის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა. “ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, (ჩემმა მშობლიურმა უნივერსიტეტმა) 6-წლიანი უწყვეტი თანამშრომლობის შემდეგ, შრომითი ხელშეკრულება აღარ გამიგრძელა და ფაქტობრივად, ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა […]