ვახტანგ გომელაური პოლიციის აკადემიაში გამართულ ძიუდოს შიდა ტურნირს დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მოადგილეებთან – იოსებ ჭელიძესთან, გიორგი ბუთხუზთან და ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, პოლიციის აკადემიაში ძიუდოს შიდა ტურნირს დაესწრო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ტურნირს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.
ძიუდოს შიდა ტურნირში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის 170-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.
აღნიშნული ტურნირი ძიუდოს საერთაშორისო წესების მიხედვით, სხვადასხვა წონით კატეგორიაში გაიმართა და გამარჯვებულები საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მსაჯთა კოლეგიამ გამოავლინა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და თანამშრომელთა წახალისების მიზნით, სხვადასხვა სახის სპორტულ ღონისძიებას პერიოდულად მართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს