ჯაფარიძე კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებაზე: დასტურია, რომ ოცნება იზოლაციაში გვაქცევს

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გია ჯაფარიძის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ პრემიერმინისტრისთვის ირაკლი კობახიძისთვის მოწვევის გაუქმება კიდევ ერთი დასტურია, რომ ქართული ოცნება ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს. გია ჯაფარიძის თქმით, ეს არის პასუხი აშშ-ის მხრიდან ქართული ოცნების ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიდასავლურ პოლიტიკაზე. “არაერთხელ გვითქვამს, რომ ქართული ოცნება აქცევს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში, ამის კიდევ ერთი დასტურია, […]

პოლიციამ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ა.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო წარსულში ნასამართლევი პირები: 1969 წელს დაბადებული თ.ზ. და 1993 წელს დაბადებული ბ.ჯ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ […]

ქართული ბანკების მიერ გაცემული სესხები ₾57.68 მილიარდამდე გაიზარდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 538.45 მლნ ლარით (0.94%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.09%-ით გაიზარდა) და აგვისტოს ბოლოს 57.68 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 495.62 მლნ ლარით (1.56%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 42.83 მლნ ლარით (0.17%-ით) […]

ენერგეტიკის სექტორში ქალების ხელშეწყობის მიზნით სემეკში მიმდინარე მენტორობის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული ქალების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) მიმდინარე მენტორობის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ. შემაჯამებელ ღონისძიებაზე მონაწილეებმა ისაუბრეს პროგრამის მნიშვნელობაზე, ენერგეტიკის სექტორში ქალების როლის გაძლიერებაზე, გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და სემეკის წარმომადგენლებმა განიხილეს ენერგეტიკის სექტორში ქალების ხელშეწყობისა და […]

ამერიკაში იპოთეკური განაკვეთები ზედიზედ მერვე კვირა შემცირდა

იპოთეკური სესხის საშუალო განაკვეთები შეერთებულ შტატებში 20 სექტემბერს დასრულებულ კვირაში 2 საბაზისო პუნქტით დაეცა 6.13%-მდე, განაცხადა იპოთეკური ბანკირების ასოციაციამ (MBA). ეს მაჩვენებელი ზედიზედ რვა კვირაა მცირდება და ყველაზე დაბალია 2022 წლის სექტემბრის შემდეგ. იმავდროულად, შეერთებულ შტატებში იპოთეკურ სესხებზე განაცხადების რაოდენობა გასულ კვირას 11%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალია 2022 წლის ივლისის შემდეგ. ახალი სახლის შესაძენად განაცხადების […]

ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის განცხადება

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე კვირაა საქართველოს პარლამენტის შენობასთან ჭიათურის სოფელ შუქრუთის რამდენიმე მცხოვრები საპროტესტო აქციას მართავს და ითხოვს თანხას, რომელიც კომპანიას მათი უმრავლესობისათვის უკვე გადახდილი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ჩვენი მხრიდან არაერთხელ ჰქონდათ შეთავაზება, პრობლემა ცივილური ფორმებით გადაწყვეტილიყო და მოლაპარაკების გზით გამოსავალი მოგვეძებნა, მათთვის ყველანაირი წინადადება მიუღებელია. ცალსახაა, რომ ადამიანთა ამ ჯგუფის […]

ცესკო საზღვარგარეთ მხოლოდ 60 საარჩევნო უბნის გახსნას განიხილავს

პარლამენტის არჩევნებისთვის ცესკო საზღვარგარეთ მხოლოდ 60 საარჩევნო უბნის გახსნას განიხილავს. ცესკოს ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული განახლებული მონაცემების მიხედვით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმყოფება. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ცესკო დღეს განიხილავს 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის გახსნის საკითხს. ცესკოს ცნობით, წელს საარჩევნო უბნები გაიხსნება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფინეთის […]

პიანიჩმა რუსეთის მიმართ შეხედულება შეიცვალა? – ბოსნიელი ამბობს, რომ ცსკ-ში გადასვლით ბედნიერია, მისმა მეგობარმა კი ტრანსფერის შესახებ განმარტება გააკეთა

პიანიჩმა რუსეთის მიმართ შეხედულება შეიცვალა? – ბოსნიელი ამბობს, რომ ცსკ-ში გადასვლით ბედნიერია, მისმა მეგობარმა კი ტრანსფერის შესახებ განმარტება გააკეთა რუსულ მედიაში მირალემ პიანიჩის ცსკ-ში გადასვლის შემდეგ ვნებათაღელვა არ ცხრება. რა თქმა უნდა, ამის მთავარი მიზეზი ბოსნიელის მიერ 2022 წელს ნათქვამი სიტყვებია. მაშინ “ბარსელონასა” და “იუვენტუსის” ყოფილმა ფეხბურთელმა რუსეთში ჩასვლასა და ამხანაგური მატჩის გამართვაზე უარი განაცხადა […]

Chiatura Management Company პარლამენტთან, ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის საპროტესტო აქციას ეხმაურება

Chiatura Management Company საქართველოს პარლამენტთან, ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის მიერ მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება. როგორც კომპანია CMC-ში აღნიშნავენ, ისინი მზაობას გამოთქვამენ ინდივიდუალურ სამუშაო შეხვედრებზე, ამიტომ საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებს სამუშაო შეხვედრებზე იწვევენ. კომპანიაში განმარტავენ, რომ „ადამიანთა რადიკალური ჯგუფი, რომელიც ხელმძღვანელობს სოფელ შუქრუთში მიმდინარე დესტრუქციულ პროცესს, ასევე პარლამენტის შენობასთან მართავს აქციას სრულად არის მართული […]

“3 დღის წინ გამოაგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ გაუქმდა, არასერიოზულია“ – ირაკლი კობახიძე ბაიდენის მიღებაზე გაუქმებულ მიწვევაზე

“3 დღის წინ გა­მო­აგ­ზავ­ნეს მო­საწ­ვე­ვი და შემ­დეგ გა­უქ­მდა, რაც არა­სე­რი­ო­ზუ­ლია“, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ნიუ-იორკში, ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის ჯო ბა­ი­დე­ნის მი­ღე­ბა­ზე მიწ­ვე­ვის გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნუ­ცხა­და. პრე­მი­ე­რის შე­ფა­სე­ბით, ეს იყო ერ­თგვა­რი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი აქტი ოპო­ზი­ცი­ის სა­სარ­გებ­ლოდ, თუმ­ცა ვე­რა­ვი­თა­რი პრაქ­ტი­კუ­ლი ეფექ­ტი ამას ვერც ოპო­ზი­ცი­ის­თვის ვერ ექ­ნე­ბა. “გან­სა­კუთ­რე­ბულ კო­მენ­ტარს ამა­ზე ვერ გა­ვა­კე­თებ. […]