„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევას ეკომეგობრული ტექნოლოგიების განვითარებით აგრძელებს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევას ეკომეგობრული ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებით აგრძელებს, რითაც არა მხოლოდ იზიარებს ტოიოტას გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებს, არამედ უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის ტოიოტას ბრენდის იმ მოდელებსა და ორიგინალი წარმოების ავტონაწილებზე ხელმისაწვდომობას, რომელთა ექსპლუატაცია გარემოზე მავნე ზემოქმედებას ამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს. საქართველოში ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერის ცნობით, ცენტრი მომხმარებელს უზიარებს ინფორმაციას ახალი, […]
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა, რაზეც სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან […]
ეს იყო პატარა ქვეყნის პრემიერის ღირსეული სიტყვა, მსოფლიოს გასაგონად, მაღალი ტრიბუნიდან
დღევანდელი მსოფლიოს გამოწვევების ფონზე მართლაც ურთულესია ის გზა, რასაც გადის ჩვენი ხელისუფლება, მაგრამ ეს მათ შეძლეს, რასაც ქართველი ხალხი თვალნათლივ ხედავს, ამის დაგვირგვინება კი ჩვენ უნდა მოვახდინოთ 26 ოქტომბერს, საბოლოოდ რომ გავაფორმოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით! – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, “არასდროს აგვირჩევია მარტივი […]
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გაეროშიც ხმამაღლა თქვა – აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება ერთიან, განვითარებულ საქართველოში უალტერნატივოა
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გაეროშიც ხმამაღლა თქვა – აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება ერთიან, განვითარებულ საქართველოში უალტერნატივოა. დროებითი საოკუპაციო ხაზები გაქრობადია, ხოლო ურთიერთმიტევების, ნდობის აღდგენისა და საერთო განვითარებაზე ზრუნვის ხიდები აღდგენადია,- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე გაეროში საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლას. მისივე თქმით, გლობალურ ორომტრიალში საქართველო არ გადაუხვევს იმ ისტორიული პრიორიტეტებიდან, რასაც ეწოდება სახელმწიფოებრიობა, […]
პრემიერ-მინისტრის გაეროში გამოსვლა ზუსტად ასახავს ჭეშმარიტად ეროვნულ ინტერესებს – ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქართველოსაც აქვს საკუთარი სტრატეგიული მიზნები, რაც ღირსეულ და მშვიდობიან პოლიტიკაზე გადის
პრემიერ-მინისტრის გაეროში გამოსვლა ზუსტად ასახავს ჭეშმარიტად ეროვნულ ინტერესებს – ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქართველოსაც აქვს საკუთარი სტრატეგიული მიზნები, რაც ღირსეულ და მშვიდობიან პოლიტიკაზე გადის “ქართული ოცნების” დეპუტატი, მაია ბითაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლას აფასებს და აღნიშნავს, რომ პრემიერის სიტყვაში ჭეშმარიტად ეროვნული ინტერესები იყო ასახული. მისი თქმით, ირაკლი კობახიძის გამოსვლით […]
კიდევ ერთი დებიუტანტი უკრაინის ნაკრებში? – საქართველოსთან მატჩში რებროვი სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს

ჟურნალისტ იგორ ბურბასის ინფორმაციით, უკრაინის ნაკრებს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ შესაძლოა, კიდევ ერთი დებიუტანტი ჰყავდეს. ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი სერგეი რებროვი “შახტარის” 23 წლის ნახევარმცველის დმიტრო კრისკივის მიწვევას აქტიურად განიხილავს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში დონეცკელთა ფორმა ყველა ტურნირზე 9 შეხვედრაში მოირგო, სადაც 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. შეხსენებისთვის, გუშინ Sport.ua-მ თავის წყაროებზე დაყრდნობით […]
დიდ დიღომში მამაკაცის დაჭრის საქმეზე პოლიციამ 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ა.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო წარსულში ნასამართლევი პირები: 1969 წელს დაბადებული თ.ზ. და 1993 წელს დაბადებული ბ.ჯ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, […]
ინოვაციური პროექტი AI4Globe: როგორ ცვლის ქართული უნივერსიტეტი AI წიგნიერებას გლობალურად

AI4Globe ახალი, საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების ზრდას გლობალურად. პროექტი მნიშვნელოვნად ცვლის საგანმანათლებლო გამოცდილებას და ქმნის ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის რეალიზების ახალ შესაძლებლობებს. ინიციატივა აერთიანებს უნიკალურ და ყოვლისმომცველ საგანმანათლებლო აქტივობებს, საერთაშორისო პარტნიორებს, მულტიმედია რესურსებს და სხვადასხვა დემოგრაფიულ ჯგუფს მოიცავს, მათ შორის ბავშვებსა და ახალგაზრდებს, ქალებს, აკადემიურ სივრცეს და მცირე და საშუალო ბიზნესს. პროექტი […]
თამარ კორძაია – ყველგან, სადაც ჩვენმა ემიგრანტებმა მოითხოვეს საარჩევნო უბნების გახსნა, გახსნან! – წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ემიგრანტების კონსტიტუციური უფლების შებღალვა იქნება

ყველგან, სადაც ჩვენმა ემიგრანტებმა მოითხოვეს საარჩევნო უბნების გახსნა, გახსნან! – წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მათი კონსტიტუციური უფლების შებღალვა იქნება, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თამარ კორძაიამ, უცხოეთში საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი განცხადებით, მიუხედავად მოთხოვნისა, მოლოდინი არ აქვს, რომ ცესკო მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს. „ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს იღებს გადაწყვეტილებას, თუ სად გახსნის […]
საია – დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია პოლიტიკური პლურალიზმი და ოპოზიციური პარტიების თავისუფალი მოქმედების უფლება – მათი აკრძალვის მუქარა საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ სისტემას

დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია პოლიტიკური პლურალიზმი და ოპოზიციური პარტიების თავისუფალი მოქმედების უფლება. მათი აკრძალვის მუქარა კი პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ პრინციპს და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ სისტემას, – ამის შესახებ სიას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის II შუალედურ ანგარიშში ნათქვამი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს. „ანგარიში ასახავს ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის გამოცხადებამდე (ივლისი-აგვისტო) საიას გრძელვადიანი საარჩევნო მონიტორების […]