კამალა ჰარისი – წინადადებები უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებით არ არის სამშვიდობო წინადადებები, ეს არის წინადადებები კაპიტულაციისთვის, რაც მიუღებელია

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის და „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის განცხადებით, წინადადებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინამ ომის დასრულების სანაცვლოდ ტერიტორიის ნაწილი დათმოს, მიუღებელია. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ ჰარისმა განაცხადა, რომ შვეიცარიაში გამართულ მშვიდობის პირველ სამიტზე მან ზელენსკის უთხრა, რომ შეერთებული შტატები იზიარებს უკრაინის ხედვას ომის დასრულების შესახებ. კერძოდ, მისი თქმით, […]

ენტონი ბლინკენი – ვლადიმერ პუტინის განცხადებები რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით სრულიად უპასუხისმგებლოა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებები რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით სრულიად უპასუხისმგებლოა. „მსოფლიოში ბევრი საუბრობს ამაზე, როდესაც ის ბირთვულ იარაღს აჟღარუნებს, მათ შორის წარსულში ჩინეთში. ამის გაკეთება ახლა, როცა მსოფლიო შეიკრიბა ნიუ-იორკში, მათ შორის მეტი განიარაღების, გაუვრცელებლობის აუცილებლობაზე საუბრისთვის, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ცუდად ითამაშებს მთელ მსოფლიოში“, – […]

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს გააცნო

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდა და უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ გააცნო. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლიდერებმა განიხილეს გეგმის დიპლომატიური, ეკონომიკური და სამხედრო ასპექტები და თავიანთ გუნდებს დაავალეს კონსულტაციების გამართვა სამომავლო ნაბიჯებზე. ჯოზეფ ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები ყველა საჭირო მხარდაჭერას გაუწევს უკრაინას იმისთვის, რომ გაიმარჯვოს. „პირველ რიგში, ახლა ჩვენ უნდა გავამტკიცოთ […]

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

აშშ-ის “რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, – ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის ზელენსკის დღეს, ნიუ-იორკში Trump Tower-ში შეხვდება. “სირცხვილია, რაც უკრაინაში ხდება: ამდენი სიკვდილი, ამდენი ნგრევა. ეს საშინელებაა. ერთ-ერთი, რაც ძალიან მაწუხებს, არის ის ფაქტი, რომ ევროპა იხდის იმ ფულის მხოლოდ მცირე ნაწილს, რომელსაც […]

კვარაცხელიას გადაცემა ლუკაკუმ ვერ გამოიყენა – “ნაპოლიმ” “პალერმო” გაანადგურა

იტალიის თასის 1/16-ფინალში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე სერია B-ს „პალერმო“ 5:0 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ სათადარიგო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე და მაინც ადვილად სძლია მეტოქეს. ხვიჩა კვარაცხელია 76-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. შეხვედრის ბოლოს კვარაცხელიას კარგი გადაცემა რომელუ ლუკაკუმ ვერ გამოიყენა. “ნაპოლი” მერვედფინალში სტუმრად “ლაციოს” დეკემბერში” შეხვდება. „ნაპოლი“ სერია A-ში 5 […]

ტრამპმა უკრაინას “დანგრეული” ქვეყანა უწოდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 25 სექტემბერს ჩრდილოეთ კაროლინაში ამომრჩეველთან შეხვედრისას უკრაინა მუქ ფერებში და ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია, თქვა რა, რომ იქ “ხალხი” მკვდარი და “ქვეყანა დანგრეულია, “ რამაც კითხვები გააჩინა იმასთან დაკავშირებით, თუ უკრაინის მომავალზე მოლაპარაკებებში რამდენად დათმობს უკრაინის პოზიციებს, თუ პრეზიდენტი გახდება. ტრამპს ადრეც უთქვამს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, უკრაინა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან […]

“ტორპედომ” და “სამტრედიამ” მოიგეს, ერთი მატჩიც ფრედ დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 26-ე ტური დაიწყო და სამი მატჩი გაიმართა. იმერულ დერბიში “ტორპედომ” “სამგურალს” მოუგო, “სამტრედიამ” “თელავს” აჯობა, ხოლო “იბერია 1999”-მა და “გაგრამ” ფრედ ითამაშეს. ტორპედო 1:0 სამგურალი ქუთაისელებმა ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვეს და ამ დროისთვის ლიდერობენ. “სამგურალი” კი მეხუთე ადგილზე რჩება. არადა, მე-16 წუთზე “ტორპედო” ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან კაპიტანი მერაბ გიგაური უხეშობისთვის გააძევეს. არბიტრმა […]

კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მინისტრმა 25 სექტემბერს, გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე მსოფლიო ლიდერებს მიმართა და გააცნო საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური განვითარების, მედეგობის და სხვა არაერთი მიმართულებით. მან ასევე აღნიშნა საქართველოს განსაკუთრებული ადგილი ევროპისა და აზიის ტრანზიტული დერეფნისთვის ისევე როგორც ქვეყნის როლი შუა აზიაში და ფართო ევრაზიულ კონტექსტში. ნახსენები იყო ომი უკრაინაში […]

ევროპა ლიგა. I ტური: წაგების მიუხედავად ოდიშარია ერთ-ერთი საუკეთესო იყო

ევროპა ლიგის პირველი ტურის მეორე სათამაშო დღეს 9 მატჩი გაიმართა. “რიგასი” გასვლაზე “სტიაუასთან” 1:4 დამარცხდა. სტუმართა რიგებში ლაშა ოდიშარიამ 84-ე წუთამდე ითამაშა, ლუკა სილაგაძე კი 70-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. ოდიშარია მწვრთნელმა ვიკტორს მოროზსმა მისთვის უჩვეულო, მარცხენა მცველის პოზიციაზე დააყენა და ის თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო – შეფასებები: whoscored 7.0, flashscore 7.0, sofascore 6.7. ანალიტიკურმა […]

თეთრ სახლში გაიმართა მოლაპარაკება ზელენსკის, ბაიდენსა და ჰარისს შორის

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თეთრს სახლში შეხვდა ვაშინგტონში სტუმრად მყოფ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი გააძლიერებს უკრაინის პოზიციებს მომავალ მოლაპარაკებებში ფინანსური დახმარების დაჩქარების მიზნით, მისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, რომელიც მომავალი წლის იანვარში სრულდება. ბაიდენმა თქვა, რომ აშშ იზრუნებს უკრაინის სამომავლო თავდაცვისთვის. ამერიკის ლიდერმა ზელენსკის მიღებისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს“. […]