გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს

თბილისში საქმიანობის დაწყებიდან ჩემი პირველი თვეების განმავლობაში მომიწია მკაფიოდ გამომეხატა ჩვენი შეშფოთება დემოკრატიის უკუსვლისა და ანტიდასავლური რიტორიკის შესახებ – ასე აფასებს ბრიტანელი დიპლომატი გარეტ უორდი თბილისში გაერთიანებული სამეფოს ელჩად მუშაობის პირველ თვეებს. „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმდინარე წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა ქვეყნის დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა მკვეთრად გააუარესა. მისი თქმით, ოფიციალური ლონდონი […]
დღეს წმიდა დიდმოწამენის, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინე მხეიძეების ხსენების დღეა

წმიდა მოწამენი დავით და კონსტანტინე მხეიძეები არგვეთის მთავრები იყვნენ. „მეცნიერნი ძუელისა და ახალისა სჯულისა, ჭეშმარიტნი მორწმუნენი და გამოცდილნი და ახოვანნი წყობათა შინა და ბრძოლათა“. დავითი იყო „ჰაეროვან და სპეტაკ ხორცითა, მოწაბლე თმითა, შუენიერ გუამითა და ხშირ წვერითა“, კონსტანტინე – „შუენიერ გუამითა, მოწაბლე თმითა… წვერ გამო“. როცა ძმებმა უსჯულო მურვან-ყრუს შემოსევა შეიტყვეს, შემწეობა სთხოვეს უფალს, შეკრიბეს […]
“ჩინეთთან მჭიდრო კავშირი გვაქვს და ვვარაუდობთ, რომ მოთხოვნა გაიზრდება” – Winery Chaduna

ყვარელში მდებარე საოჯახო ბიზნესი „მეღვინეობა ჩადუნა“, რომელსაც ღვინო ექსპორტზე ჩინეთში გააქვს, ამ ბაზრიდან მოთხოვნილების ზრდას ელის. მეღვინეობის დამფუძნებელი, გიორგი შიუკაშვილი BM.GE – სთან აცხადებს, რომ ჩინეთში ქვევრის ღვინოზე მოთხოვნა მზარდია. ადგილზე კომპანიას პარტნიორი ჰყავს, რომელიც „მეღვინეობა ჩადუნას“ ღვინის მაღაზიებში ყიდის. ამ მიმართულებით 3 000 ბოთლი ღვინო უკვე გაიტანეს და მათი მხრიდან დადებითი შეფასებაც მიიღეს. „ჩინეთის […]
ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე გერმანიის დელეგაცია საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს

ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე გერმანიის დელეგაცია, დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს. ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომა 15 ოქტომბერს ლუქსემბურგში გაიმართება და მას ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრი, იანოშ ბოკა უხელმძღვანელებს. ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული დღის წესრიგის თანახმად, გერმანიის დელეგაცია მოახლოებული არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს. ასევე, მინისტრები 17-18 ოქტომბერს გასამართი ევროპული საბჭოს სამიტისთვის მოემზადებიან. […]
დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 15 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების, საქჰიდრომშენის დასახლების, ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), საავიაციო ქარხნის დასახლების, მელითონეთა დასახლების, ლითონკონსტრუქციების დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ლოჭინის ხევის დასახლების, აფრიკის დასახლების (ნაწილობრივ), ლილოს […]
ისრაელმა ღაზასა და ლიბანში 230-ზე მეტი ობიექტს დაარტყა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ლიბანსა და ღაზას სექტორში 230-ზე მეტი ობიექტს დაარტყეს, – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. „ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებენ ოპერაციებს სამხრეთ ლიბანსა და ღაზას სექტორში, ბოლო 24 საათის განმავლობაში დარტყმა განხორციელდა ტერორისტების 230-ზე მეტ ობიექტზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო თავდასხმას ქალაქ აიტუში 20-ზე […]
უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე სარაკეტო შეტევა იყო, არის მსხვერპლი

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქ ნიკოლაევზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად. ამის შესახებ გამთენიისას ტელეგრამ-არხზე დაწერა ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა. ოლქის ხელისუფლება დარტყმის კონკრეტულ ადგილს ჯერჯერობით არ ასახელებს. მანამდე, ადგილობრივი დროით 03:32 საათზე ნიკოლაევის მერმა, ოლექსანდრ სენკევიჩმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქში აფეთქებები იყო საჰაერო განგაშის […]
ნიკოლაევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ნიკოლაევის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიტალი კიმზე დაყრდნობით ავრცელებს „ამჟამად ცნობილია 11 დაშავებულის შესახებ, ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი გარდაცვლილია“, – აღნიშნა კიმმა. მანამდე, ნიკოლაევის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა განაცხადა, რომ ქალაქში აფეთქებების მოხდა, რის […]
ვლადიმერ პუტინმა დუმას ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო პარტნიორობის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი 2024 წლის 19 ივნისს ფხენიანში, ჩრდილოეთ კორეასთან ხელმოწერილი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. მედიის ინფორმაციით, დოკუმენტი რუსეთის პარლამენტის ონლაინ ბაზაში გამოქვეყნდა. ხელშეკრულების ერთ-ერთ მუხლში ნათქვამია, რომ „თუ რომელიმე მხარე დაექვემდებარება შეიარაღებულ თავდასხმას რომელიმე სახელმწიფოს ან რამდენიმე სახელმწიფოს მიერ და ამით აღმოჩნდება საომარ მდგომარეობაში, მეორე მხარე დაუყოვნებლივ […]
ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი – ისრაელი ირანის მიმართ საპასუხო ქმედებას საკუთარი ინტერესების შესაბამისად განახორციელებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, ირანის მიერ 1-ელ ოქტომბერს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე საპასუხო ქმედების გეგმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ისრაელის საჭიროებიდან გამომდინარე, მისი ინტერესების გათვალისწინებით მოხდება. ნეთანიაჰუს ოფისმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ ისრაელი თავს არ დაესხმება ირანის ნავთობ და ბირთვულ ობიექტებს. […]