ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე გამარჯვების გეგმას წარადგენს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 17-18 ოქტომბერს ევროკავშირის სამიტზე ისაუბრებს, სადაც ის გამარჯვების გეგმას წარადგენს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან კომუნიკაციით დავიწყეთ, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ და კომენტარი გააკეთა გამარჯვების გეგმის ელემენტებზე, რომელსაც […]
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზე – გზავნილები ბრიუსელიდან

მსგავსი შინაარსის იყო გასულ კვირას, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციაც, რომელშიც საუბარია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასა და საპასუხოდ, ევროკავშირისგან გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ. ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ რეზოლუციაში რამდენიმე რეკომენდაციაა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წევრის დასანქცირება, ვიზალიბერალიზაციის შესაბამისობის გადახედვა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დროებით შეჩერება. რეზოლუციას ნეგატიურად შეხვდნენ საქართველოს მთავრობაში. მაგალითად, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა […]
ლუკა ლოჩოშვილი: ვფიქრობ, ფრეს მაინც ვიმსახურებდით

ერთა ლიგის მეოთხე ტურში ალბანეთთან წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა გააკეთა: „იმედგაცრუებულები ვართ, რადგან მთელი თამაშის განმავლობაში ვდომინირებდით და ერთი კონტრშეტევა გამოგვეპარა. მეტოქეს მეორე ტაიმში სხვა მომენტი არც ჰქონია. თამაში ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა. ვფიქრობ, ფრეს მაინც ვიმსახურებდით. თუმცა, ეს ფეხბურთის ნაწილია. ალბანეთი კომპაქტურად იცავს თავს, და მიუხედავად ამისა, მომენტები მაინც […]
ჩეხეთმა უკრაინასთან ქულები გაიყო და გალიდერდა [VIDEO]
ერთა ლიგის B1 ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, უკრაინა და ჩეხეთი დაზავდნენ – 1:1. მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა, პირველ ტაიმში სტუმრები „პლზენის“ ნახევარმცველმა ლუკაშ ჩერვიმ დააწინაურა, საპასუხო გოლი კი შესვენების შემდეგ პენალტით „რომას“ თავდამსხმელმა არტიომ დოვბიკმა გაიტანა. ჯგუფში 7 ქულით ლიდერია ჩეხეთია, საქართველო 6 ქულით მეორე ადგილზეა, ალბანეთი ამდენივე ქულით მესამეზეა, ხოლო მეოთხეზე 4 ქულით […]
U21. ნიდერლანდებმა შვედეთს მოუგო და საქართველოს ნაკრებს პლეი-ოფში გასვლის შანსი აქვს

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში ნიდერლანდების ნაკრებმა, რომელსაც პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა და უმოტივაციოდ იყო, საკუთარ მოედანზე შვედეთი 3:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები შვედეთს 1 ქულით ჩამორჩება და თუ ხვალ ქუთაისში ჩრდილოეთ მაკედონიას მოუგებს, ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს და პლეი-ოფში გავა. ნიდერლანდები – შვედეთი 3:0 გოლები: 1:0 ემეგა (2), 2:0 ვან დენ ბერგი (17), 3:0 […]
მთელს უკრაინაში დაიგზავნა მუქარის წერილები შენობების “დანაღმვის” შესახებ

14 ოქტომბერს ხელისუფლების ორგანოებმა, სკოლებმა, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, ბიზნესცენტრებმა, სასტუმროებმა, მედიის რედაქციებმა (მათ შორის, რადიო თავისუფლებამ) მთელ უკრაინაში, ისევე როგორც უკრაინის დიპლომატიურმა უწყებებმა საზღვარგარეთ, მიიღეს წერილები ტერორისტული აქტების განხორციელების მუქარით. შეტყობინებაში ლაპარაკი იყო, რომ შენობები დანაღმულია. რამდენიმე შენობა, ძირითადად სკოლები, ევაკუირებულ იქნა. უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიებას აწარმოებს. მან არ გამორიცხა, რომ ამ გზით […]
პიტერ ფიშერმა არაგონივრული შეფასება გააკეთა, კიდევ ერთხელ მოახდინა საქართველოს პოლიტიკაში ღია ჩარევა – ფიშერი და მისი კოლეგები დიდი ხანია ელჩის კომპეტენციას გასცდნენ და ღიად ერევიან ქართულ პოლიტიკაში

პიტერ ფიშერმა არაგონივრული შეფასება გააკეთა, კიდევ ერთხელ მოახდინა საქართველოს პოლიტიკაში ღია ჩარევა – ფიშერი და მისი კოლეგები დიდი ხანია ელჩის კომპეტენციას გასცდნენ და ღიად ერევიან ქართულ პოლიტიკაში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა არაგონივრული შეფასება გააკეთა, მან ჩვეული რიტორიკით, კიდევ ერთხელ მოახდინა საქართველოს პოლიტიკაში ღია ჩარევა, სამწუხაროდ, ფიშერი და მისი კოლეგები დიდი ხანია ელჩის კომპეტენციას გასცდნენ და […]
ოთარ კიტეიშვილი: სექტემბრის თამაშების შემდეგ მოლოდინი გვქონდა, რომ ჯგუფის ფავორიტები ვიყავით

ერთა ლიგის მეოთხე ტურში ალბანეთთან წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა: „სექტემბრის თამაშების შემდეგ მოლოდინი გვქონდა, რომ ჯგუფის ფავორიტები ვიყავით, მაგრამ გამოჩნდა, რომ ძალიან თანაბარი ჯგუფია და ყველა გუნდს თანაბარი შანსი ექნება ჯგუფის მოგების. შეცდომები უნდა გავაანალიზოთ, შევისწავლოთ, რას არ ვაკეთებთ სათანადო დონეზე და გამოვასწოროთ ნოემბრის მატჩებში. აუცილებელია კარგი შედეგის […]
ვილი სანიოლი: ჩვენი შანსების 10-15 პროცენტი მაინც რომ გამოგვეყენებინა, თამაშს მოვიგებდით

ერთა ლიგის მეოთხე ტურში ალბანეთთან წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა: „განსხვავებული ტაქტიკით ვითამაშეთ. ბევრი შემტევი ფეხბურთელით, რომლებსაც შეზღუდულ სივრცეებში შეუძლიათ თამაში. ვიცოდით, რომ ალბანეთის თავს დიდი ძალებით დაიცავდა და სივრცეს არ დაგვიტოვებდა. ფეხბურთელებმა ალღო აუღეს ამ ტაქტიკას, თუმცა ბოლო მოძრაობა, ბოლო პასი ან დარტყმა გვაკლდებოდა. ჩვენი შანსების 10-15 პროცენტი მაინც […]
სილვინიო: თანაბარი ჯგუფია და შანსი ბოლომდე ყველას ექნება

ერთა ლიგის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებთან მოგებული მატჩის (1:0) შემდეგ პრესკონფერენციაზე ალბანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სილვინიომ ისაუბრა: „თანაბარი ჯგუფია და ნებისმიერს ნებისმიერის დამარცხება შეუძლია. სანიოლი აქამდე გუნდს ხუთმცველიანი დაცვით ათამაშებდა, მაგრამ ჩვენი გამარჯვების მიზეზი არა ტაქტიკა, არამედ ისაა, რომ ჩენ მათგან განსხვავებით შანსი გამოვიყენეთ. მოგებით გახარებული ვარ და იმედია, ბოლო ორ საშინაო შეხვედრაშიც მივაღწევთ მიზანს. […]