„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები სამეგრელო-ზემო სვანეთში გაგრძელდება

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები სამეგრელო-ზემო სვანეთში გაგრძელდება. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დღეს, მოსახლეობასთან შეხვედრა ზუგდიდში გაიმართება, სადაც მმართველი პარტიის ლიდერები გამოვლენ სიტყვით. მმართველი პარტიის ცნობით, ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა ნიკოლაევს რაკეტებით ყირიმიდან დაარტყა

რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე დღევანდელი დარტყმისთვის გამოიყენეს ეს-300/400 ტიპის შვიდი საზენიტო მართვადი რაკეტა. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება. მის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ნიკოლაევზე სარაკეტო შეტევა ანექსირებული ყირიმიდან განხორციელდა. ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი და 16 დაიჭრა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურის ობიექტი, სახლები, რესტორანი და სავაჭრო პავილიონები. უკრაინის […]

16 წლის არასრულწლოვანის სექსუალური შევიწროება და ქალების გაუპატიურება – P Diddy-ს ახალი ბრალდება წაუყენეს

ამერიკელ რეპერს, შონ კომბსის, იგივე P Diddy-ს, ახალი ბრალდება წაუყენეს. Skynews-ის ცნობით, გავლენიან რეპერს ბრალად დამატებით ექვს ადამიანზე სექსუალური ძალადობა ედება, მათ შორისაა 16 წლის ბიჭის სექსუალური შევიწროება. ახალი სარჩელი 14 ოქტომბერს, ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში ანონიმურად შეიტანეს. ბრალდებები 1995-2021 წლამდე მომხდარ ინციდენტებს ეფუძნება. სავარაუდო მსხვერპლები ამტკიცებენ, რომ ზოგიერთი თავდასხმა P Diddy-ს წვეულებებზე მოხდა. ერთ-ერთი მოსარჩელე […]

გარეტ უორდი – შეშფოთებული ვიყავით, როცა არასამთავრობოების შემზღუდველი კანონი მიიღეს, იმედგაცრუებული დავრჩით, როცა პარტნიორების შესახებ შეთქმულების თეორიები დაიწყო და შოკირებული ვიყავით, როცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დაანონსდა

ჩვენ შეშფოთებული ვიყავით, როცა პარლამენტმა მიიღო სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შემზღუდველი კანონი, იმედგაცრუებული დავრჩით, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაიწყეს შეთქმულების თეორიების პროპაგანდა დასავლელ პარტნიორებთან დაკავშირებით და შოკირებული ვიყავით, როცა „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროგრამის დაპირებად ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დასახელდა, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გარეტ უორდმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს, […]

თორნიკე შენგელიას ლიდერობით “ვირტუსმა” გიგა ჯანელიძის “ვენეცია” დაამარცხა

შენგელია შეუჩერებელი იყო – მისი ლიდერობით “ვირტუს ბოლონიამ” ვენეციაში “უმანა რეიერი” დაამარცხა – 76:68. ეს მოხდა იტალიის სერია A-ს მე-3 ტურში. ბოლონიელებმა ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვეს და “ტრიესტესა” და “ტრენტინოსთან” ერთად იტალიის ჩემპიონატს ლიდერობენ. “ვენეციაში” ითამაშა ქართველმა კალათბურთელმა, გიგა ჯანელიძემ, რომელიც ამ გუნდში მესამე სეზონია, ირიცხება, თუმცა სათამაშო დრო იშვიათად ეძლეოდა. ჯანელიძე მოედანზე 16 წუთით […]

როგორ ვითარდება BWH Hotels-ის ჯგუფის ქსელები საქართველოში? – ინტერვიუ BWH Hotels-ის ჯგუფის ქსელების ოფიციალურ დეველოპერთან

საქართველოში სასტუმროების საერთაშორისო ჯგუფი BWH Hotels-ი Capitol Management-ის პორტფელური კომპანიების სიაში შემავალმა Capitol HPS-მ შემოიყვანა. Capitol Management-მა ქვეყნის მასშტაბით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და რეგიონალური სასტუმროების მშენებლობა, პრიორიტეტად ჯერ კიდევ 2013 წელს დაისახა და შესაბამისად, Capitol HPS-ის BWH℠ Hotels-თან წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ, Capitol HPS-ი საქართველოში ამ ჯგუფის ქსელების ოფიციალური დეველოპერი გახდა. საქართველოში ოფიციალური დეველოპერის 11 წლიანი, […]

დანიის ქალაქ ორჰუსში, პერსონალის გარეშე, პირველი სუპერმარკეტი გაიხსნა

დანიის ქალაქ ორჰუსში ქვეყნის პირველი სასურსათო სუპერმარკეტი გაიხსნა მოლარეებისა და სხვა თანამშრომლების გარეშე. „ეევროპულსის“ ინფორმაციით, სუპერმარკეტი მუშაობს 24 საათის განმავლობაში და იყენებს ხელოვნურ ინტელექტს (AI). ობიექტზე შესვლისთვის მყიდველმა უნდა დაასკანეროს თავისი გადახდის ბარათი. ამის შემდეგ ჭერის კამერა ჩაიწერს იმას, რაც მან თაროებიდან აიღო. როდესაც მყიდველი შეაგროვებს ყველა საჭირო საქონელს, მას შეუძლია უბრალოდ დატოვოს სუპერმარკეტი, ხოლო […]

მარკ რუტე – ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ და არა თავდასხმითი – ვლადიმერ პუტინის მიმართ გზავნილი არის ის, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის თავისას ვერ მიაღწევს და უკრაინა გაიმარჯვებს

ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ და არა თავდასხმითი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა. „ჩვენ ნატო ვართ. ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ და არა თავდასხმითი. ნატო-ს ტერიტორიის მიღმა მდებარე რომელიმე სხვა ქვეყნის ნაწილის ხელში ჩაგდებით დაინტერესებული არ ვართ. ეს დემოკრატიული ალიანსი, მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ძლიერი სამხედრო ალიანსია, რომელიც 1 მილიარდ ადამიანს ემსახურება. მზად ვართ, […]

გაერთიანებული სამეფოს ელჩი – გადავწყვიტეთ გაგვეყინა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“, ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი დონის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად მოხდა დიალოგის ფორმატის დაარსებიდან. ჩვენ ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გარეტ უორდმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების […]

ჩეხეთმა რუსულ ნავთობსა და გაზში ხუთჯერ მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე უკრაინის დასახმარებლად

ჩეხეთმა, რომელიც ევროპაში უკრაინის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია, ჯერჯერობით ვერ შეძლო რუსულ საწვავზე უარის თქმა. ამას აჩვენებს ორი ევროპული კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიში. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის ივნისის ჩათვლით ჩეხეთმა რუსულ ნავთობსა და გაზში გადაიხადა 7 მილიარდი ევრო. ამის შესახებ საუბარია ენერგიის და სუფთა ჰაერის კვლევითი ცენტრის და დემოკრატიის […]