საქართველო იქნება პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ამას ამბობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი – პრემიერი

საქართველო იქნება პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ამას ამბობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ეს არის მთავარი ჩვენი საზოგადოებისთვის და არა ის პოლიტიკური კინკლაობა, რომელსაც ჩვენ რადიკალური ოპოზიცია გვთავაზობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პერიოდია ქვეყანაში, მთავრობა, თითოეული სამინისტრო მუდმივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა. […]

“ჩხარტიშვილის “ზონდერები” რუსულნომრიანი მანქანებით დადიან” – რა ხდება ოზურგეთში?

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თათია ნიკოლაშვილმა ოზურგეთში ბრიფინგი გამართა და დაასახელა პირები, რომლებიც ამომრჩევლების დაშინებას ცდილობენ. მისი თქმით, ეს “ზონდერები” პირადად ვანო ჩხარტიშვილის მიერ არიან მობილიზებული. “გურიაში ზონდერი მოჭიდავეების მხრიდან ადგილი აქვს ძალადობას ამომრჩევლებზე და ამ ყველაფერს ძმები გეგეშიძეები და გურიაში მათი წარმომადგენელი გუგა ცინცაძე ახორციელებენ. გუშინ საღამოს მათ ჩამოხიეს ჩვენი კოალიციის საარჩევნო პლაკატები. […]

“ეს ორი დღე, ცალი ფეხით რომ მოგვიწიოს დაკიდება, მაინც გავძლებთ” – ლევან ყურაშვილი

ბლოგერი, ლევან ყურაშვილი: ორი დღე დარჩა ქოცები ახლა არიან შემოდგომის ბუზებივით, სუსხს რომ იგრძნობენ და იკბინებიან. ეს ორი დღე, ცალი ფეხით რომ მოგვიწიოს დაკიდება, მაინც გავძლებთ. ორ დღეში მორჩება 12 წლიანი დიდი ქოციანობა და ყველა ის მარაზმი, რაც ორღობის ავტორიტარიზმმა მოიტანა ამ ქვეყანაში. ვისაც ფიზიკურად შეუძლია, ყველა თუ მივა არჩევნებზე, თეორიული შანსიც კი არ ექნებათ […]

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარ სამმართველოს ახალი ბაზა აქვს

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს ახალ, თანამედროვე სტანდარტების ბაზას ეწვია. ირაკლი კობახიძემ და ვახტანგ გომელაურმა, ახლად აშენებული ბაზის ინფრასტრუქტურა, თანამშრომლების სამუშაო და საცხოვრებელი სივრცეები, განახლებული ავტოპარკი, თანამედროვე ტექნიკა და აღჭურვილობა, ასევე, სასადილო და სპორტული დარბაზები დაათვალიერეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ახალი ინფრასტრუქტურა, […]

როდესაც მიდიხარ არჩევნებზე და ხმას აძლევ კრიმინალურ რეჟიმს, ეს ნიშნავს, სრულად იზიარებ პასუხისმგებლობას მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე

„როდესაც მიდიხარ არჩევნებზე და ხმას აძლევ დამნაშავე, კრიმინალურ რეჟიმს და პარტიას, ეს ნიშნავს, რომ სრულად იზიარებ პასუხისმგებლობას მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე“-წერს ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში. გიორგი ზერეკიძე „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ შეკრებიდან ფოტოებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ „თითოეულმა ადამიანმა, ამ ფოტოზე რომ ჩანან და ტაშს უკრავენ კრიმინალებს, უნდა იცოდეს, რომ მათი დანაშაული სწორედ რომ საპირწონეა […]

კელი: მიანიშნებენ, რომ არჩევნების შემდეგ პროდასავლური ოპოზიციის ჩახშობის მუქარას აღასრულებენ

ორივეს [ეთო ბუზიაშვილსა და სოფო გელავას] მაღალი შეფასება აქვს საქართველოში რუსეთის მავნე ზეგავლენასთან ბრძოლაში გაწეული მუშაობის გამო. არჩევნებამდე ორი დღით ადრე. ვიღაც მიანიშნებს, რომ არჩევნების შემდეგ ისინი აღასრულებენ მუქარას ჩაახშონ ნებისმიერი პროდასავლური ოპოზიცია.

“ქვეყნის დემოკრატია ბეწვზეა” – მიხეილ სააკაშვილის მოსაზრება The Washington Post-ზე

“ჩემი ქვეყნის დემოკრატია ბეწვზეა ამ შაბათ-კვირას” – ამ სათაურით გამოცემა The Washington Post პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას აქვეყნებს. მიხეილ სააკაშვილი მოსაზრებაში ქართული ოცნების ანტიდასავლურ პოლიტიკასა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს. ის ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მომავლისთვის და შედეგებს გავლენა ექნება მათ შორის შავი ზღვის რეგიონზე, უკრაინის […]

სანდრო რაქვიაშვილი – „ქართულ ოცნებას“ წარსულში ბევრად უფრო შთამბეჭდავი მიტინგები ჩაუტარებია და გადამწყვეტ მომენტში, დამაგვირგვინებელი მიტინგი რომ ასეთი სუსტია, ძალიან პოზიტიური ამბავია

„ქართულ ოცნებას“ წარსულში ბევრად უფრო შთამბეჭდავი მიტინგები ჩაუტარებია და ასეთ გადამწყვეტ მომენტში, დამაგვირგვინებელი მიტინგი რომ ასეთი სუსტია, ძალიან პოზიტიური ამბავია, – ამის შესახებ „გირჩის” დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა „ქართული ოცნების“ გუშინდელ აქციაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „ეტყობოდათ, რომ ხალხი ვერ შეკრიბეს წესიერად“. „ბევრად უფრო ნაკლები ადამიანი მოიყვანეს რეგიონებიდან, ვიდრე, თეორიულად, სხვა შემთხვევაში შეძლებდნენ. მე ზოგადად, ამ […]

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის გავლის პროცესი ჯერ არ დაუწყია

რესპუბლიკურ საავადმყოფოს, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის გავლის პროცესი ჯერ არ დაუწყია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის გავლის პროცესი ჯერ დაწყებული არ გახლავთ, ცოტა სხვა სტატუსი ჰქონდა დაწესებულებას. სანამ კონცეფციის წარდგენა არ მოხდებოდა, ძალიან ძნელი იქნებოდა აკრედიტაციის წარდგენაზე საუბარი“,- აღნიშნა სარჯველაძემ. ინფორმაციისთვის, 2025 წლიდან სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ევალებათ. […]

გიორგი გახარია – ივანიშვილის მუქარა ლევან გოგიჩაიშვილზე ფიზიკური თავდასხმის წახალისება იყო – იმედი მაქვს, გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდება

საქართველოს მოქალაქეებმა მოუსმინეს ივანიშვილის მუქარას და მეორე დღეს „ოცნების“ ორგანიზებული მოძალადეების ჯგუფი, მეტროში, ლევან გოგიჩაიშვილს ფიზიკურად უსწორდება – ივანიშვილის ეს მუქარა ამ ფიზიკური თავდასხმის წახალისება იყო – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, იმედი აქვს, რომ ლევან გოგიჩაიშვილზე თავდასხმის ფაქტს სამართალდამცავები დროულად გამოიძიებენ. „აქ ყველაფერი ზედაპირზეა, საქართველოს მოქალაქეებმა […]