„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა

სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ ქ. ბათუმის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა გასცა. სამშენებლო ნებართვა მოიცავს შავი ზღვის სანაპიროზე ჯამურად 102 ჰექტარი მიწის ნაკვეთის და ნაპირდამცავი ჯებირების მოწყობას. გადაწყვეტილება დაეფუძნა 40-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევას, სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მიერ დამტკიცებულ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშსა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო […]
გაერო-ს გენერალური მდივანი BRICS-ის სამიტზე – მთელ მსოფლიოში მშვიდობა გვჭირდება – ჩვენ უკრაინაში მშვიდობა გვჭირდება

უკრაინაში მშვიდობა გვჭირდება, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა BRICS-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მთელ მსოფლიოში მშვიდობა გვჭირდება. ჩვენ უკრაინაში მშვიდობა გვჭირდება. სამართლიანი მშვიდობა გაერო-ს წესდების, საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად“, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა. ამასთან, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან ერთად მსოფლიოს მშვიდობა ღაზაში, ლიბანსა და სუდანშიც სჭირდება. […]
საქართველოს სახალხო დამცველმა ეუთოს დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ეუთოს სპეციალურ კოორდინატორს პასკალ ალიზარდის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა განიხილეს. „შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა […]
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი – უახლოეს დღეებში საავადმყოფო სრულად განაახლებს მუშაობას – ამ ეტაპზე ახალი 150 თანამშრომელი გვყავს, საერთო ჯამში, 600-მდე თანამშრომელია

უახლოეს დღეებში რესპუბლიკური საავადმყოფო სრულად განაახლებს მუშაობას – ამ ეტაპზე ახალი 150 თანამშრომელი გვყავს, – ამის შესახებ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ალექსანდრე მესხმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, კლინიკამ საქმიანობის ნებართვა მიიღო. „მივიღეთ საქმიანობის ნებართვა. უახლოეს დღეებში სრულად აღდგება, იმ მასშტაბით, რითაც კლინიკა ფუნქციონირებდა. რაც შეეხება კადრების დაკომპლექტებას, შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი ნაწილი დასრულებულია. უახლოეს […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მძლეოსანი მკლავჭიდში თბილისის ღია პირველობის ერთ-ერთი გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მძლეოსანმა, ჭაბუკებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონმა, ვალიკო იჩქითმა, მკლავჭიდში თბილისის ღია პირველობაზე იასპარეზა და რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, თბილისის ღია პირველობას მკლავჭიდში საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. საერთაშორისო ტურნირი, თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის მკლავჭიდელთა ფედერაციისა და საქართველოს მკლავჭიდელთა კავშირის […]
სერბეთმა გადაიფიქრა ომის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტის გაძევება

სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეცვალა მანამდე მიღებული გადაწყვეტილება, ქვეყნიდან გაეძევებინა ომის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტი ანტონ ბობრიშევი – აცხადებს “რუსეთის დემოკრატიული საზოგადოება”, ომის მოწინააღმდეგეთა ჯგუფი სერბეთის რუსული დიასპორიდან. ბობრიშევი, რომელიც ცოლთან ერთად სერბეთში რვა წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად, მონაწილეობდა ბელგრადში გამართულ ომის საწინააღმდეგო აქციებში. გასული წლის ივნისში, მან ბელგრადიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ პანცევოში მოაწყო აქცია ოპოზიციონერი […]
ოფიციალურად: “რეალს” “ელ კლასიკოში” როდრიგოც ვერ დაეხმარება

როგორც უკვე ვწერდით, “რეალის” შემტევმა როდრიგომ ჩემპიონთა ლიგაზე “დორტმუნდთან” მოგებულ 5:2 შეხვედრაში ტრავმა მიიღო და სავარაუდო იყო, რომ ის “ელ კლასიკოს” გამოტოვებდა. დღეს “ბლანკსოსის” გვერდმა გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ბრაზილიელს კუნთის ტრავმა აწუხებს და მინიმუმ 20 დღეს იუქმებს. ინფორმაციისთვის, 26 ოქტომბერს კარლო ანჩელოტის განკარგულებაში ტიბო კურტუაც არ იქნება.
ყველაზე პოპულარულმა საერთაშორისო საავიაციო პლატფორმამ „Just Planes” “ჯორჯიან ეარვეისის” შესახებ სერიები გამოაქვეყნა

მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა საავიაციო პლატფორმამ „Just Planes” “ჯორჯიან ეარვეისის” შესახებ სერიები გამოაქვეყნა. „Just Planes”-მა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ რამდენიმე ევროპული მიმართულებით იმგზავრა. „Just Planes” ყველაზე პოპულარული საერთაშორისო საავიაციო პლატფორმაა მრავალმილიონიანი აუდიტორიით მთელ მსოფლიოში. „Just Planes”-ის სხვადასხვა პლატფორმა 15 მილიონ გამომწერს აერთიანებს და არხის სერიებს ამ დრომდე 6 მილიარდ ნახვაზე მეტი აქვს. პლატფორმის მიზანია მაყურებელს შესთავაზოს ავიახომალდის […]
თბილისი მსოფლიოს 7 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა

ინდური ავიაკომპანია Vistara-ს საბორტო ჟურნალი მგზავრებსა და გამოცემის ონლაინ მკითხველებს საქართველოში დასვენებას ურჩევს. ჟურნალის წარმომადგენლებს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრესტურის ფარგლებში უმასპინძლა და საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო. სტატიაში საოჯახო დასვენებისთვის მსოფლიოს 7 საუკეთესო მიმართულებაა წარმოდგენილი. თბილისი შემდეგ მიმართულებებს შორისაა: ლოს-ანჯელესი(აშშ), სინგაპური, მიუნხენი(გერმანია) პარო (ბჰუტანი), ოკავანგო დელტა(ბოტსვანა) და ჯაისამლერი(ინდოეთი). თბილისზე საუბრის დასაწყისში, ჟურნალისტები ტაძრებს, ქვაფენილიან ქუჩებსა […]
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-26 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.