“რეალის” გამო საკუთარი ქორწილი გადადო, საცოლე კი აღარ ელაპარაკება – მექსიკელი ფანის უცნაური ისტორია

“რეალის” მექსიკელმა ფანმა ალან რეიესმა cadenaser-ის ეთერში უცნაური ისტორია მოჰყვა. როგორც მისი საუბრიდან ვიგებთ, რეიესმა თავისი ქორწილი გააუქმა, რათა თავისი საყვარელი გუნდის მატჩს დასწრებოდა. “დღეს ჩემი ქორწილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ როდესაც ბილეთი ვიყიდე, ვერ მივხვდი, რომ შეხვედრისა და ქორწილის თარიღები დაემთხვა. მაშინვე გავაკეთე ის, რასაც მადრიდის “რეალის” ნებისმიერი გულშემატკივარი გააკეთებდა. დავრეკე ეკლესიაში, გავაუქმე ქორწილი, საჭმელი, […]

„ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა „ფულის გათეთრებასა“ და “თაღლითობაზე“ გამოძიების ფარგლებში ჩატარდა

„ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა გამოძიების ფარგლებში, რომელიც ფულის ჯგუფურად გათეთრებისა და ჯგუფური თაღლითობის მუხლებით მიმდინარეობს. ამერიკული კვლევითი ცენტრის, „ატლანტიკური საბჭოს“ ორი ქართველი თანამშრომლის სახლებში ჩხრეკა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ხუთშაბათ დილას, 24 ოქტომბერს, ჩაატარეს. გელავას სახლიდან წაიღეს კომპიუტერული ტექნიკა. „მიაქვთ ოჯახიდან ყველა დივაისი [ტექნიკური, საკომუნიკაციო მოწყობილობა – […]

შალვა პაპუაშვილი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტის მონაწილეებს – ქართველები, ომის პირველივე დღიდან გვერდში ვუდგავართ უკრაინელ მეგობრებს და ასე გავაგრძელებთ, რადგან ჩვენზე უკეთ არავინ იცის ომის ტკივილი და მშვიდობის ფასი

ორ წელიწად-ნახევარზე მეტია, ჩვენ დამანგრეველი ომის მომსწრენი ვართ, ომის, რომელიც არავის ეგონა, რომ ევროპაში ოდესმე განმეორდებოდა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბურმა ომმა ბევრი შოკში ჩააგდო. ჩვენ, ქართველები, ომის პირველივე დღიდან გვერდში ვუდგავართ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და ასე გავაგრძელებთ, რადგან ჩვენზე უკეთ არავინ იცის ომის ტკივილი და მშვიდობის ფასი, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ყირიმის […]

გიორგი გახარია – თუ ივანიშვილი მოიკრეფს ძალას, მოუხმობს გონივრულობას და ჩაატარებს დემოკრატიულ არჩევნებს, ქართველი ხალხი დიდსულოვანია და მას ალბათ, ბევრ რამეს აპატიებს

თუ ივანიშვილი მოიკრეფს ძალას, ცოტა მოუხმობს გონივრულობას და ჩაატარებს სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დიდსულოვანია და მას ალბათ ბევრ რამეს აპატიებს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, თუ ქვეყანა არ დაუბრუნდება ნორმალური, დემოკრატიული განვითარების გზას და არ ჩაატარებს სამართლიან არჩევნებს, მაშინ პარტნიორებთან ურთიერთობის დალაგება არ მოხდება. […]

ვლადიმერ პუტინი BRICS-ის სამიტზე – მნიშვნელოვანია ალტერნატიული, საიმედო და ყოველგვარი დიქტატისგან თავისუფალი მრავალმხრივი ფინანსური მექანიზმების შექმნა

მსოფლიო ეკონომიკური აღდგენის შემდეგი ტალღა გლობალური სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებში ჩნდება, ამიტომ დროა ვიფიქროთ საკუთარი პლატფორმის შექმნაზე BRICS-ის ქვეყნების მზარდი ეკონომიკის პოტენციალის გასახსნელად, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა BRICS-ის სამიტის დასკვნით შეხვედრაზე განაცხადა. „მნიშვნელოვანია ალტერნატიული, საიმედო და ყოველგვარი დიქტატისგან თავისუფალი მრავალმხრივი ფინანსური მექანიზმების, საწარმოო და ლოგისტიკური ჯაჭვების შექმნა, ტექნოლოგიებისა და მოწინავე ცოდნის გაცვლის […]

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ბავშვთა ინფექციური ბლოკი. ასევე განთავსდება ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოწყობა GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტების მარაგების საწყობი. „აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით, […]

შინაგან საქმეთა მინისტრმა პრემიერ-მინისტრთან ერთად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზა დაათვალიერა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს ახალ, თანამედროვე სტანდარტების ბაზას ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ირაკლი კობახიძემ და ვახტანგ გომელაურმა, ახლად აშენებული ბაზის ინფრასტრუქტურა, თანამშრომლების სამუშაო და საცხოვრებელი სივრცეები, განახლებული ავტოპარკი, თანამედროვე ტექნიკა და აღჭურვილობა, ასევე, სასადილო […]

გიორგი გახარია პოლიციელებს მიმართავს

ძვირფასო პოლიციელებო, გთხოვთ და მოგიწოდებთ ემსახურეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს და არა პარტიას და პარტიულ ბოსებს – იმედი მაქვს, შეასრულებთ იმ დიდ მისიას, მივცეთ შესაძლებლობა მოქალაქეებს მშვიდ, დამოუკიდებელ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, მთავარია, პოლიციელებმა არ მიიღონ პოლიტიკური დავალებები. „უნდა მივმართო შსს […]

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გლდანის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, გლდანის VIII მ/რ-ში და ავჭალაში, წყალსადენის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე განიხილა განხორციელებული და სამომავლო პროექტები, ასევე, მუნიციპალურ საკითხებთან ერთად, აქტიურად განიხილეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური გამოწვევები, ისაუბრეს 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე. ვლადიმერ ბოჟაძემ მოისმინა მოქალაქეთა პრობლემები, რომელთა აღმოფხვრაშიც მოსახლეობას მხარდაჭერა აღუთქვა.

ზვიად შალამბერიძე – ვადგავართ სწორ გზას და ხალხთან ერთად, მათი მხარდაჭერით, ერთ მუშტად შეკრული ვივლით წინ, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ქვეყნის წარმატებისაკენ

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლების: აჯამეთის, ცხენთაროსა და როდინაულის მოსახლეობას შეხვდა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე შეაჯამა 12 წლის განმავლობაში სოფლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები და ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე. „მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი გუნდის მიერ გაკეთებულ საქმეს მოსახლეობა ხედავს, დადებითად აფასებს […]