ღაზაში ომი 100 დღეა მიმდინარეობს, “ჩვენ ვერავინ შეგვაჩერებს” – აცხადებს ნეთანიაჰუ

14 იანვარს 100 დღე შესრულდა ომის დაწყებიდან ისრაელსა და აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ ჰამასს შორის. “ჩვენ ვერავინ შეგვაჩერებს” ჰამასის განადგურებისგან – ამბობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ. ღაზის ჯანდაცვის მესვეურების განცხადებით, ისრაელის თავდასხმებს ომის განმავლობაში შეეწირა 23 000-ზე მეტი ადამიანი, მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. ომს მოჰყვა მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი, პალესტინელთა ტერიტორიის […]

ტეხასში აშშ-ის საზღვრის გადაკვეთისას 3 მიგრანტი დაიხრჩო

აშშ-ის ფედერალური მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ტეხასში სასაზღვრო პატრულს „ფიზიკურად შეუშალეს ხელი“, რომ გადაერჩინათ მიგრანტები, რომლებიც მდინარეში დაიხრჩვნენ. CBS-ის ცნობით, მდინარე რიო გრანდეში ქალი და ორი ბავშვი დაიხრჩო მაშინ, როცა ისინი ცდილობდნენ აშშ-ში შესვლას სამხრეთ საზღვრის იმ მონაკვეთიდან, სადაც ტეხასის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებმა ხელი შეუშალეს ფედერალურ სასაზღვრო პატრულ მიგრანტების შემოწმებაასა და გადარჩენაში. აშშ-ის ფედერალური ოფიციალური პირების […]

„გული მწყდება, რომ მასთან ბევრ დროს ვერ ვატარებდი. ჩემზე ნაწყენი არ იქნება, უბრალოდ ძალიან მენატრება“ – გვანცა დარასელია – Marao

ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ცოტა ხნის წინ თათია შარანგიას გადაცემას სტუმრობდა, სადაც ოჯახისა და ოჯახის წვრების შესახებ ისაუბრა. კითხვაზე, ვის ეტყოდა მადლობას, გვანცამ უპასუხა, რომ „დედას“, ხოლო, კითხვას, ვის ეტყოდა ბოდიშს, გვანცამ უპასუხა, რომ ბაბუას. ამ პასუხის დროს გვანცამ ცრემლები ვერ შეიკავა. „გული მწყდება, რომ მასთან ბევრ დროს ვერ ვატარებდი. ჩემზე ნაწყენი არ იქნება, უბრალოდ ძალიან […]

ბათუმი-ჩაქვის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ევროსაბჭოს კომისარი სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდებს იმუშაონ ყარაბაღელი ლტოლვილების უსაფრთხო დაბრუნებაზე

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე იმუშაონ იმ ადამიანთა უფლებების დაცვაზე, რომლებსაც შეეხო ორ მეტოქე ქვეყანას შორის ომი. 12 იანვრით დათარიღებულ განცხადებაში მიატოვიჩი ამბობს, რომ ოქტომბრის ბოლოს მთიან ყარაბაღში განხორციელებული ვიზიტით ნათელი გახდა 100 000-ზე მეტი ყარაბაღელი ლტოლვილის სირთულეები. აზერბაიჯანმა სექტემბერში განხორციელებული საომარი ოპერაციით დაიბრუნდა კონტროლი ეთნიკური სომხების მიერ […]

შაურმა საშუალოდ 10%-ით გაძვირდა – მიზეზები

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საკვები შაურმა გაძვირდა. ობიექტების უმრავლესობაში, ფასი საშუალოდ 1 ლარით გაიზარდა. კერძოდ, 9-ლარიანი პატარა შაურმა 10 ლარი, ხოლო 11-ლარიანი სტანდარტული 12 ლარი გახდა. კომპანიები პროდუქტის გაძვირების მიზეზად „ბიზნესპრესნიუსთან“ ხარჯების ზრდას ასახელებენ. მათი თქმით, მოიმატა როგორც ნედლეულის ისე ტრანსპორტირების ღირებულებამ. ამასთან გაზრდილია, ადმინისტრაციული ხარჯიც. „პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ კონკურენტებისგან განსხვავებით, ფასები ერთი […]

ვულოცავთ ქართველ პარტნიორებს და მეგობრებს საქართველოს ეროვნული დროშის დღეს – აშშ-ს საელჩო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს დროშის დღეს ულოცავს. „ვულოცავთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს და მეგობრებს საქართველოს ეროვნული დროშის დღეს!”, – წერია განცხადებაში. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება.

მედია: საბერძნეთში დააკავეს ქართველები, რომლებმაც ავსტრალიის არქიეპისკოპოსის ბინა გაქურდეს

ბერძნული მედიის ცნობით, საბერძნეთში დააკავეს ქართველები, რომლებმაც ავსტრალიის არქიეპისკოპოსის ბინა გაქურდეს. როგორც მედია წერს, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კრიმინალურმა დაჯგუფებამ სახლები და საწყობები 35-ჯერ გაძარცვა, მათ შორისაა პროკურორის სახლიც. წაღებულია, სულ მცირე, 200 000 ევროზე მეტი. ბერძნული მედიის ცნობით, 7 დაკავებულს შორის ერთ-ერთი ე.წ კანონიერი ქურდი იყო, რომელსაც ბოლო 7 წლის განმავლობაში ინტერპოლი ეძებდა. მათივე […]

ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქში ბათუმის თოჯინების თეატრი ჩამოვიდა

ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით დედაქალაქში ბათუმის თოჯინების თეატრი ჩამოვიდა. ნოდარ დუმბაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში უკვე გაიმართა საახალწლო სპექტაკლის, “გრინჩის” ჩვენება, რომლის პრემიერა 2023 წლის 15 დეკემბერს ბათუმში იყო. ბათუმის თოჯინების თეატრი ქართული თეატრის დღეს, ტრადიციულად, დედაქალაქში აღნიშნავს.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღის აღსანიშნად, რუსთავის ქუჩებში დროშები გამოფინეს

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღის აღსანიშნად მოირთო რუსთავი, სადაც ქვეყნის მთავარი სახელმწიფო სიმბოლო, ცენტრალურ ქუჩებზე, დილიდანაა გამოფენილი. დროშებით მოირთო ქალაქის გამყოფი ხიდი, მეგობრობის, შარტავას სახელობის გამზირები და გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაც.