ეროვნულმა ბანკმა”ბაზის ბანკი” 32, 800 ლარით დააჯარიმა – სებ-ის განცხადება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა AML/CFT ზედამხედველობის ფარგლებში 12 იანვარს ,,ბაზის ბანკი” 32 800 ლარით დააჯარიმა. სებ-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაჯარიმების მიზეზები შემდეგია: ორ შემთხვევაში შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენა;

მესამე მსოფლიო ომის საფრთხე არასდროს ყოფილა ასე ახლოს – დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო მესამე მსოფლიო ომთან ასე ახლოს ჯერ არ ყოფილა. აიოვას შტატში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას, დონალდ ტრამპმა ბაიდენი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ, მისი ადმინისტრაციის პირობებში, აშშ სუსტ და არაეფექტიან სახელმწიფოდ იქცა, რომელსაც ანგარიშს აღარავინ უწევს. ტრამპი ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მესამე მსოფლიო ომს შეაჩერებს.

სამხრეთ კორეის ცნობით, ჩრდილოეთმა კორეამ ბალისტიკური რაკეტა ისროლა ზღვისკენ

ჩრდილოეთმა კორეამ 14 იანვარს ბალისტიკური რაკეტა ისროლა ზღვისკენ, რაც ერთი თვის განმავლობაში მისი მხრიდან რაკეტის გამოცდის პირველი შემთხვევაა – აცხადებენ მეზობელი სახელმწიფოები. სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბი აცხადებს, რომ რაკეტის გაშვება განხორციელდა, თუმცა არ აკონკრეტებს რამდენად შორ მანძილზე იფრინა იარაღმა. იაპონიის თავდაცვის სამინისტროც აცხადებს, რომ აქვს ცნობა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბალისტიკური რაკეტის შესაძლო გაშვებაზე, დეტალები არც […]

სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება პრეზიდენტის სასახლეში | ათონელის რეზიდენციაში საქართველოს დროშა აღიმართა

პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს. ათონელის რეზიდენციაში საქართველოს დროშა საზეიმოდ აღიმართა. იქ შეკრებილ საზოგადოებას პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა. მანამდე, დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში, ის სტუდენტებსაც შეხვდა. “მე მინდა ახალგაზრდებს გითხრათ, რომ ეს დროშა თქვენ გეკუთვნით, თქვენი დასაცავია. თქვენ ეს დროშა იქ უნდა მიიტანოთ, სადაც ამ ქვეყნის მომავალია. არავის არ მისცეთ უფლება, რომ ჩვენი ფასეულობები […]

ვაკო ფელაინის თანაგუნდელი გახდა – ყაზაიშვილი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს

Geo Team-ის ინფორმაციით, 30 წლის ქართველი შემტევი ვაკო ყაზაიშვილი კარიერას ჩინეთის სუპერ ლიგის ბინადარ “შანდონგ ტაიშანში” გააგრძელებს. მოგეხსენებათ, ჩვენებურს გასული წლის მიწურულს “ულსან ჰიუნდაისთან” კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახლდათ. ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ვაკო უკვე ჩინეთში იმყოფება და 2-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა. ინფორმაციისათვის, “შანდონგ ტაიშანი” ჩინეთის მოქმედი ვიცე-ჩემპიონია. ამ კლუბში “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი მარუან […]

26,5-ჯერ ნაკლები ხელფასი – “იუვენტუსში” გადასვლის შემთხვევაში, ჰენდერსონის გასამრჯელო მნიშვნელოვნად შემცირდება

La Gazzetta dello Sport წერს, რომ “იუვენტუსი” მზადაა, “ალ-იტიფაქიდან” ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი იჯარით აიყვანოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ინგლისელს ხელფასი გვარიანად შეუმცირდება. 33 წლის ნახევარმცველი ამჟამად სეზონში 40 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, თუ ის “ვეკია სინიორას” მიაშურებს, გასამრჯელოს 26,5-ჯერ, ანუ 1,5 მილიონ ევრომდე შეუმცირდება. ტურინელებს ასევე სურთ, რომ კონტრაქტში შეიტანონ პუნქტი, რომელიც 2024 წელს ჰენდერსონსა და “ალ-იტიფაქს” […]

თბილისის სხვადასხვა რაიონში, გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა

დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, მოსული ნალექის გამო, ტექნიკური მარილის დაყრა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, გზებზე მნიშვნელოვანი შეფერხება არ ყოფილა. ტექნიკური მარილი დაიყარა შემდეგ დასახლებებსა და ქუჩებზე: წყნეთი, ბეთანია, ოქროყანა, წავკისი, შინდისი, ტაბახმელა, კოჯორი, კიკეთი, თბილისის ზღვის შემოვლითი გზა, მახათას აღმართი და მიმდებარე ტერიტორია, კუკიის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორია, მნათობის, ცაიშის ქუჩები, ვაზისუბნის მიკრორაიონები, ნიაბისა […]

გორში ძაღლი მოკლეს, დაწყებულია გამოძიება

გორში ძაღლი მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მომხდარაზე გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკი მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ცხოველის დაღუპვის შემთხვევაში სასჯელის სახედ ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ერთიდან ორ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან ოთხ წლამდე ვადით.

Tesla-ს მძღოლებს ავარიების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ, BMW-ს მძღოლები ყველაზე ხშირად ატარებენ მანქანას ნასვამ მდგომარეობაში – კვლევა

LendingTree-ის მიერ ჩატარებული 30 ავტომობილის ბრენდის კვლევის მიხედვით, შეერთებულ შტატებში Tesla-ს ელექტრო მანქანების მძღოლები შარშან უფრო ხშირად ხვდებოდნენ ავარიებში, ვიდრე ნებისმიერი სხვა მარკის ავტომობილის მძღოლები. ძნელია იმის დადგენა, თუ რატომ შეიძლება ჰქონდეს ზოგიერთ ბრენდს ავარიის მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე სხვებს. თუმცა, არსებობს ნიშნები, რომ გარკვეული ტიპის მანქანები იზიდავს უფრო სარისკო მძღოლებს, ვიდრე სხვები. 2022 წლის ნოემბრის […]

ვაშლიჯვრის ბაზაზე გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრებს გამოძიებასთან კითხვები აქვთ | თავდაცვის სამინისტრო დუმს

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა – 19 წლის ჯარისკაცის ბურუსით მოცულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოჯახს არაერთი კითხვა აქვს. რეზი ჩხეიძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია თვითმკვლელობაა, თუმცა ახლობლებს ამის არ სჯერათ და, 3 თვის შემდეგაც, არაერთ საეჭვო გარემოებაზე საუბრობენ. ისინი ითხოვენ, რომ დადგინდეს, რა მოხდა გასული წლის 26 ოქტომბერს ვაშლიჯვრის სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე. “გაუგებრობაში ვარ და მინდა გავიგო რა […]