შსს სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს. ეროვნულ სიმბოლოს დღესთან დაკავშირებით, დროშის აღმართვის ცერემონია უწყების სხვადასხვა დანაყოფში გაიმართა.
ეკვადორის ციხეებში, პატიმრების მიერ მძევლად აყვანილი ციხის ყველა თანამშრომელი გათავისუფლებულია – Reuters

ეკვადორის ციხეებში, პატიმრების მიერ მძევლად აყვანილი ციხის ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ, ქვეყნის პენიტენციურ სამსახურს, პოლიციასა და შეიარაღებულ ძალებს ციხის თანამშრომლების წარმატებით გათავისუფლება მიულოცა. ეკვადორის პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ჩატარდება გამოძიება მძევლების აყვანაზე პასუხისმგებელი პირების დასადგენად. შეგახსენებთ, გასული კვირის ორშაბათიდან, ეკვადორის სულ მცირე 7 ციხეში, […]
კოლუმბიაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა

კოლუმბიაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა. არიან დაშავებულებიც. CNN-ის ინფორმაციით, შემთხვევა პროვინცია ჩოკოში მოხდა. სტიქიას წინ უძღოდა ძლიერი წვიმა. შეგახსენებთ, რომ მეწყერმა 12 იანვარს დიდი ზიანი მიაყენა ჩრდილო-დასავლეთ კოლუმბიას. ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
ლაგოდეხში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნეს

ლაგოდეხში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნეს. დილიდან მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებში დროშები გამოიფინა. ახლად რეაბილიტირებული პარკიდან ეროვნულ სამოსში შემოსილმა ახალგაზრდებმა და ჩოხოსნებმა, “მრავალჟამიერის” ფონზე, ქართული დროშით მსვლელობა გამართეს და მერიის შენობის წინ, სახელმწიფო დროშის საზეიმო აღმართვის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, სახელმწიფო დროშის დღესთან ერთად, ქართული თეატრის დღე მიულოცა ლაგოდეხის დრამატული და საბავშვო თეატრის დასის […]
სანდუ: გაზაფხულზე რუსეთი კვლავ ეცდება მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას

მაია სანდუს თქმით გაზაფხულზე რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას კვლავ ეცდება. მოლდოვის პრეზიდენტმა რუმინეთში, ევროპული ფასეულობების ჯილდოს მიღებისას ილაპარაკა. “ჩვენ ვიცით ამ რისკების შესახებ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დესტაბილიზაცია თავიდან ავიცილოთ. ვესაუბრებით მოქალაქეებს ამ რისკების შესახებ, შარშან რუსეთი ეცადა ხელისუფლების დამხობას. მოქალაქეებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად რისკებისგან თავის დაცვას ვცდილობთ”. – განაცხადა პრეზიდენტმა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, […]
თბილისის გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა – მერია

დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, მოსული ნალექის გამო, ტექნიკური მარილის დაყრა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გზებზე მნიშვნელოვანი შეფერხება თბილისში არ ყოფილა. ტექნიკური მარილი დაიყარა შემდეგ დასახლებებსა და ქუჩებზე: წყნეთი, ბეთანია, ოქროყანა, წავკისი, შინდისი, ტაბახმელა, კოჯორი, კიკეთი, თბილისის ზღვის შემოვლითი გზა, მახათას აღმართი და მიმდებარე ტერიტორია, კუკიის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორია, მნათობის, ცაიშის ქუჩები, ვაზისუბნის მიკრორაიონები, ნიაბისა და მუჯირიშვილის […]
მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახები 2023-ში $1,5 ტრლნ-ით გამდიდრდნენ – Bloomberg

2023 წელს, მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახები კიდევ უფრო 1,5 ტრილიონი დოლარით, ანუ 43%-ით გამდიდრდნენ, – ამის შესახებ Bloomberg წერს. პირველი ადგილი, 2023 წლის შედეგების მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახის წარმომადგენელმა მოჰამედ ალ ნაჰიანმა დაიკავა. ის არაბეთის გაერთიანებული საამიროების დამფუძნებლისა და პრეზიდენტის მესამე ვაჟია და ეს თანამდებობა მამისგან მემკვიდრეობით მიიღო. ოჯახის ქონება $305 მლრდ-ია. ალ ნაჰიანების ოჯახი მართავს, […]
ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ – უკრაინის საელჩო ქართველებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს

უკრაინის საელჩო ქართველებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. „ძვირფასო ქართველო ძმებო! გულწრფელად გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს! ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ“, – ნათქვამია უკრაინის საელჩოს განცხადებაში. 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს.
ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო, გორში 65 წლამდე მამაკაცი დააკავეს

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო, გორში 65 წლამდე მამაკაცი დააკავეს. მისთვის ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ. ადვოკატ თამარ თედიაშვილის განცხადებით, თავის დაცვის ქვეშ მყოფი სინანულს გამოთქვამს მომხდარის გამო და ჰყვება, რომ მას ცხოველისთვის დამიზნებით არ უსვრია და მხოლოდ შეშინება უნდოდა. მისი აზრით, ცხოველი ანასხლეტმა ტყვიამ დაჭრა. შეგახსენებთ, შემთხვევა 3 დღის წინ, გორის მუნიციპალიტეტში მოხდა. ძაღლი ცოცხალია. […]
თბილისის მერია – სხვადასხვა რაიონში გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა

დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, მოსული ნალექის გამო, ტექნიკური მარილის დაყრა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, გზებზე მნიშვნელოვანი შეფერხება თბილისში არ ყოფილა. „ტექნიკური მარილი დაიყარა შემდეგ დასახლებებსა და ქუჩებზე: წყნეთი, ბეთანია, ოქროყანა, წავკისი, შინდისი, ტაბახმელა, კოჯორი, კიკეთი, თბილისის ზღვის შემოვლითი გზა, მახათას აღმართი და მიმდებარე ტერიტორია, კუკიის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორია, […]