“სანამ სატანის ფოტო იქნება სამებაში, მე იქ მიმსვლელი არ ვარ!” – სადღობელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი: – კოლექტიურმა პრორუსულმა ძალებმა “საშინაო დავალება” წარმატებით შეასრულეს! გუშინ გაძლიერდა სტალინის და შესაბამისად რუსული გავლენა ეკლესიაში! რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ეკლესიის დამოუკიდებლობის პირდაპირი საფრთხეა! რადიკალური პროვოსლავნი ელექტორატი ემთხვია არა მატრონას ხატს არამედ სტალინის ფოტოს! ტიპიური კერპთაყვანისმცემლობა! მათ უყვართ სტალინი, სწამთ ღმერთის, მისდევენ გამსახურდიას გზას და უნდათ აღმაშენებლის საქართველო – მარაზმი […]
ორბელიანების სასახლის ეზოში სახელმწიფო დროშის აღმართვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის ეზოში დროშის აღმართვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა და ეს დღე პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში სტუდენტებთან ერთად აღნიშნა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრმა შეასრულა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, სუხიშვილების ანსამბლმა კი სახელმწიფო დროშით ქართული ხალხური ცეკვის, ,,ხორუმი“ ფრაგმენტი – მხატვრული პერფორმანსი შეასრულა. სტუდენტემბა ორბელიანების ქუჩაზე საქართველოს გიგანტური დროშა გაშალეს. […]
“მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს, დროშა წარმოადგენს ყველაფერს, რაც საქართველოს შეადგენს” – პრეზიდენტის ემოციური მიმართვა

„სიამაყე, სიხარული, იმედი – ეს არის ის განცდები, რომლებიც მეუფლება მე და ალბათ თქვენც, როცა უყურებთ ამ დროშის შემოსვლას, აღმართვას. ეს დროშა წარმოადგენს ყველასთვის ძალიან ბევრს. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს სიმბოლო, მისი სუვერენობის, დამოუკიდებლობის, იმის, რისთვისაც ჩვენი წინაპრები ძალიან დიდხანს იბრძოდნენ, კვდებოდნენ, რათა ეს დროშა ყოფილიყო ჩვენთვის პატივსაცემი და ჩვენთვის წარმოადგენდეს სწორედ ხვალინდელი […]
ერთ წელში ტრევის შადრევანში ტურისტებმა 1,6 მლნ ევრო ჩააგდეს

რომში, ტრევის შადრევანში წელს რეკორდული თანხა შეგროვდა. საქველმოქმედო ორგანიზაცია Caritas-ის ინფორმაციით, რომელიც შადრევანში შეგროვილ თანხას განკარგავს, 2023 წელს 1,6 მლნ ევროს ფარგლებში შეგროვდა. 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 1.43 მლნ ევრო იყო. – მათი თქმით, თითქმის ყოველდღე, შეგროვილი მონეტები ილუქება ჩანთებში და დასახარისხებლად და კონვერტაციისთვის იგზავნება. მილიონ ნახევარი ევროს მონეტები მთელი მსოფლიოდან 33 ტონას იწონის, ხოლო […]
ბენდი The Tiger Lillies იუწყება, რომ მათი მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის გამო გაუქმდა ათენში დაგეგმილი კონცერტი

ცნობილი საკულტო ბრიტანული მუსიკალური ტრიო, The Tiger Lillies იუწყება, რომ მათი მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის გამო გაუქმდა ათენში დაგეგმილი კონცერტი. ბენდი ფეისბუკით წერს, რომ ათენში მიწვეული იყო ცენტრალური უბნის, ეგზარქიის მოედნის რეკონსტრუქციის მოწინააღმდეგე ადგილობრივი თემის მხარდასაჭერი კონცერტით, რომელიც გაუქმდა “ინდივიდებისა და ჯგუფების მხრიდან უარყოფითი რეაქციების” შედეგად – მათი, “ვისაც არ მოწონს, რომ ბენდი მხარს უჭერს უკრაინას, […]
“ვერ გადაიტანა… ნაცემი რომ არ იყოს, არ მოკვდებოდა ტყვიით… ვინ ესროლა, არ ვიცით” | გორში მოკლული ძაღლის პატრონი

“ვერ გადაიტანა… ნაცემი რომ არ იყოს, არ მოკვდებოდა ტყვიით… ვინ ესროლა, არ ვიცით”, – ამის შესახებ “მთავარ არხთან” გორში მოკლული ძაღლის პატრონი, ანჟელა მახარაძე საუბრობს. მისი თქმით, მას ჯერ სცემეს, შემდეგ კი ზურგში ტყვია ესროლეს. “ერთი ღამე კი გაძლო. ცუდად იყო ძალიან რომ შევიყვანეთ და გადასხმებით ცოტა მოძლიერდა. დილით წყალიც დალია, კარგად იყო მეგონა, დიდი […]
კოლუმბიაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა, მათ შორის უმეტესობა ბავშვია

კოლუმბიაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. კოლუმბიის ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანსია მარკესმა, განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის უმეტესობა ბავშვია. ცნობისთვის, ტერიტორიაზე მეწყერი 13 იანვარს ჩამოწვა. ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მინდინარეობს. ვარაუდობენ, რომ რამდენიმე ადამიანი მიწის მასის ქვეშაა მოყოლილი, თუმცა ძლიერი წვიმა სამუშაოებს აფერხებს.
საბერძნეთში დაკავებულ ქართველ მძარცველებს შორის ერთ-ერთი ე.წ კანონიერი ქურდია | დამნაშავეებს ჯამში 35-მდე ბინა აქვთ გატეხილი – ახალი დეტალები

საბერძნეთში დაკავებულ ქართველ მძარცველებს შორის ერთ-ერთი ე.წ კანონიერი ქურდია, დამნაშავეებს, 2 წლის განმავლობაში, დააახლოებით 35-მდე ბინა აქვთ გაძარცვული. საქმის ახალი მასალებიდან ირკვევა, რომ დაჯგუფების წევრები კონკრეტულ რაიონებში სამიზნეებს ირჩევდნენ, ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდნენ და ბინებსა და სხვა ობიექნტებს შეუმჩნევლად ძარცვავდნენ. საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება, გამოკითხვაზე დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირში მყოფი 13 ადამიან იმყოფება. შესაძლოა, გაიზარდოს ბრალდებულთა წრე. […]
ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გორში ერთი პირი დააკავეს

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გორში ერთი მოქალაქე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ძაღლს კისრის არეში სანადირო იარაღით გამჭოლი ჭრილობა მიაყენა. ვეტერინარებმა ძაღლის გადარჩენა შეძლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259 -ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას და სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
დანიას ახალი მეფე ჰყავს

დანიის დედოფალმა, მარგრეტე II-მ ტახტი ოფიციალურად დატოვა და დანიის ახალი მეფე ფრედერიკ X გახდა. მარგრეტე II-მ გადადგომის დოკუმენტს ხელი მოაწერა და გვირგვინი შვილს გადასცა. მას მეფედ კრისტიანსბორგის სასახლის აივნიდან გამოაცხადებენ. დანიას მხოლოდ ახალი მეფე არ ეყოლება, მისი ცოლი, პრინცესა მერი, დანიის დედოფალი-კონსორტი გახდება.