დაკავებულია კაცი, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტში ძაღლი დაჭრა

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულია კაცი, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტში, წინასწარი ინფორმაციით – ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებასა და სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. ამ შემთხვევაში სასჯელის მაქსიმალური ზომა 2-წლამდე პატიმრობას გულისხმობს. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა […]

ავარიაში მოყოლის შედეგად მოსკოვში გარდაიცვალა ცნობილი პოეტი, ლევ რუბინშტეინი

მოსკოვში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი რუსი პოეტი და ესეისტი, ლევ რუბინშტეინი – იუწყება მისი ოჯახი 14 იანვარს. მოსკოვის კონცეპტუალიზმის სკოლის დამაარსებლად მიჩნეული რუბინშტეინი საავადმყოფოში იყო მას მერე, რაც მას 8 იანვარს მანქანა დაეჯახა. პოეტმა მიიღო მრავალი ტრავმა, მას გაუკეთდა ოპერაცია და იმყოფებოდა მედიკამენტებით გამოწვეული ძილის მდგომარეობაში. ავარიაში მონაწილე მანქანის 63 წლის მძღოლის მიმართ აღძრულია […]

თბილისის ნაწილს წყალი დილამდე შეუწყდა | ქუჩების ჩამონათვალი და აღდგენის დრო

· საბურთალოს რაიონი: 14/01 17:30-დან 15/01 05:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა: პეტრე იბერის 6,8,10 და პეტრე იბერის შესახვევს. · სამგორის რაიონი: 14/01 16:15-დან 15/01 05:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა: ვარკეთილის მეურნეობას. · ვაკის რაიონი: 14/01 15:00-დან 15/01 03:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა: ჯურხა ნადირაძის ქუჩა ლევან ალექსიძის მე-2 შესახვევს, გიორგი ბარნაბიშვილის ქუჩას. · მთაწმინდის რაიონი: 1/15 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ოქროყანის, […]

დანიას ახალი მეფე ჰყავს | მარგრეტე II-მ ტახტი ოფიციალურად დატოვა

დანიის დედოფალმა, მარგრეტე II-მ ტახტი ოფიციალურად დატოვა და დანიის ახალი მეფე ფრედერიკ X გახდა. მარგრეტე II-მ გადადგომის დოკუმენტს ხელი მოაწერა და გვირგვინი შვილს გადასცა. მას მეფედ კრისტიანსბორგის სასახლის აივნიდან გამოაცხადებენ. დანიას მხოლოდ ახალი მეფე არ ეყოლება, მისი ცოლი, პრინცესა მერი, დანიის დედოფალი-კონსორტი გახდება.

დანიის ახალი მეფე ფრედერიკ X გახდა – დედოფალმა მარგრეტე II-მ ტახტი ოფიციალურად დატოვა

დანიის დედოფალმა მარგრეტე II-მ ტახტიდან გადადგომას ოფიციალურად ხელი დღეს, 14 იანვარს მოაწერა, რითაც დანიის ახალი მეფე, მისი ვაჟი, ფრედერიკ X გახდა. მარგრეტე II-მ სამეფო ტახტის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ 31 დეკემბერს, საახალწლო მილოცვისას პირდაპირ ეთერში გამოაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება 2023 წლის დასაწყისში ზურგზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში ფიქრის შედეგად მიიღო. 83 წლის დედოფალი დანიის […]

დნეპრში აღნიშნეს რუსეთის სარაკეტო დარტყმის წლისთავი, დავოსში მსჯელობენ უკრაინის “სამშვიდობო ფორმულაზე”

14 იანვარს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დნეპრში მოქალაქეებმა თავი მოიყარეს რუსეთის მხრიდან საცხოვრებელ სახლზე მიტანილი სისხლიანი დარტყმის წლისთავის აღსანიშნავად, შეტევას ერთი წლის წინ 46 სამოქალაქო პირი, მათ შორის ექვსი ბავშვი ემსხვერპლა. ადგილობრივმა ხალხმა ყვავილები, სათამაშოები და სხვა ნივთები მიიტანა 2023 წლის 14 იანვარს სარაკეტო დარტყმით განადგურებული სახლის ადგილას. პარალელურად, შვეიცარიის ქალაქ დავოსში უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები მსჯელობენ […]

ოლიგარქის შეუსრულებელი პროექტები | მწვანე კონცხზე 14 000 კვ.მ-ის ტერიტორია, სადაც 33 მლრდ ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო, კვლავ ცარიელია

ბიძინა ივანიშვილის შეუსრულებელი პროექტები. მწვანე კონცხზე 14 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი, სადაც ოლიგარქს ჯერ კიდევ ორი წლის უნდა განეხორციელებინა 33 მილიონის ინვესტიცია, კვლავ ცარიელია. არადა, ქვეყნის არაფორმალური მმართველი ხალხს პირდებოდა, რომ აჭარის ერთ-ერთი მიმზიდველ ტურისტულ ადგილას მრავალფუნქციური სასტუმრო 150 ნომრით, ავტოსადგომი, ღია და დახურული ტიპის აუზები, კვების ობიექტები და გამაჯანსაღებელი სპა-ცენტრები უნდა აეშენებინა. ოპოზიციაში ამბობენ, […]

თავდაცვის მინისტრი – საქართველოს ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის ჩვენი ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო

თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. ჯუანშერ ბურჭულაძის შეფასებით, საქართველოს ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო. „სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს! საქართველოს ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის ჩვენი ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო. ამ დღეს, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს საამაყო სამხედროებს, რომლებიც მუდამ მზად არიან სიცოცხლის ფასად დაიცვან სამშობლო, […]

“დავბრუნდები” – სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრი 2024 წლის პირველი პრემიერისთვის ემზადება

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრი 2024 წლის პირველი პრემიერისთვის ემზადება. “დავბრუნდები” – ასე ჰქვია დრამატურგ მაია მარუაშვილის მიერ დაწერილ პიესას, რომელსაც მსახიობები სცენაზე გაითამაშებენ. სპექტაკლი ემიგრაციაზე მოგვითხრობს. დაბრუნდებიან, თუ არა პერსონაჟები სამშობლოში, ამას მაყურებელი 16, 17 და 18 იანვარს პრემიერაზე გაიგებს.

“თქვენი შემცოდებლისა და დამტირებლის დედა ვატირე” – გოჩა მირცხულავა

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა: ვაიმე, ქართველი ბიზნესმენები სწუხან – რუსებმა ბიზნესი აგვახიეს, ბინები აქვთ ნაყიდი და აქირავებენ რუსებზე, გახსნილი აქვთ რესტორნები და ემსახურებიან რუსებს, რუს ტურისტებს რუსი გიდები ჰყავთო. ჰო და ამ ბიზნესმენებს უნდა ვუთხრა – ძალიანაც კარგი! გაუმაძღრები რომ ხართ, რამდენ პროცენტიანი ფასნამატი გაქვთ, გახსოვთ? ადგილობრივ მოსახლეობაზე რომ არ ხართ ორიენტირებული ეგეც ხომ ფაქტია. ერთი […]