შეწყვიტეთ ალიექსპრესის მაკიაველობა – ჩერგოლეიშვილი პოლიტიკურ სპექტრს

ამხელა რაღაც მოხდა, გასაჯაროვდა, რომ მთავარ საკათედრო ტაძარში სტალინია აღმართული. პოლიტიკურმა სპექტრმა ჩაიგუბა პირში წყალი და ნატა ფერაძემ, რომლის საქციელსაც მე არც ახლა ვამართლებ და არც არასდროს გავამართლებ, არ მომწონს ზოგადად სხვისი ნივთების დაზიანება იმიტომ, რომ ჩემს სახლშიც შეიძლება ეკიდოს ეგეთი ნივთები, რომლებიც ვიღაცას აღიზიანებს და ვერ უნდა შემომეჭრას სახლში. მიუხედავად იმისა, რომ ამას მე […]

გაზაფხულზე ფინეთი რუსეთთან საზღვარს გაამაგრებს

გაზაფხულზე ფინეთი რუსეთთან სახელმწიფო საზღვრის გამაგრებას გეგმავს. ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი Yle ქვეყნის პრემიერმინისტრზე, პეტერი ორპოზე დაყრდნობით ავრცელებს. ფინეთის მთავრობის მეთაურის თქმით ბოლო პერიოდში საზღვარზე სიტუაცია გამწვავდა. რუსეთიდან პირები არალეგალური გზით შემოსვლას ცდილობენ. პრობლემა იმაშია, რომ სასაზღვრო მონაკვეთი დიდია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საზღვარი არალეგალურად ოცმა ადამიანმა გადაკვეთა. “თუ საჭირო გახდა, მივიღებთ დამატებით ზომებს. უმოქმედოდ […]

ეროვნულმა ბანკმა „ბაზის ბანკი” 32 800 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა AML/CFT ზედამხედველობის ფარგლებში 12 იანვარს ,,ბაზის ბანკი” 32 800 ლარით დააჯარიმა. ეროვნული ბანკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაჯარიმების მიზეზები შემდეგია: 2 შემთხვევაში შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენა; 1 კლიენტთან მიმართებით კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის არასათანადოდ დადგენა; 2 შემთხვევაში ბანკის მხრიდან განხორციელდა […]

რა კავშირია შამპანურს, ბალისტიკასა და სარაკეტო მეცნიერებას შორის? – Wired

ცქრიალა ღვინო არა მხოლოდ დღესასწაულის ატრიბუტია, არამედ სერიოზული შესწავლის ობიექტიცაა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შამპანურის გარშემო მიმდინარე პროცესებში გარკვევა შეიძლება სასარგებლო იყოს ბალისტიკასა და სარაკეტო მეცნიერებაში. სამეცნიერო თვალსაზრისით შამპანურის განვითარებაზე Wired-ი წერს. ყველას, ვისაც ოდესმე მოხვედრია მფრინავი შამპანურის საცობი, წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რა წნევითაა შენახული სასმელი. ბოთლის შიგნით და გარეთ წნევამ ინოვატორების ყურადღება უკვე მიიპყრო. […]

ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა – “უოტფორდმა” “ქუინს პარკი” დაამარცხა

პირველ ტაიმში შეხვედრაში მომენტი ფაქტობრივად არ შექმნილა. მეორე ნახევარში “ირმები” გააქტიურდნენ და მე-60 წუთზე ჯეკ ლივერმორმა ულამაზესი შორეული დარტყმით სტუმრები დააწინაურა, გატანილი გოლიდან 4 წუთში კი ინგლისელმა ნახევარმცველმა კვლავ საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტმით დუბლი შეასრულა. 77-ე წუთზე “ქუინს პარკის” ფორვარდმა ლინდონ დაიკსმა “უოტფორდის” მცველების შეცდომით ისარგებლა და სხვაობა შეამცირა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა არაერთი სახიფათო მომენტი […]

მამუკელაშვილის 8 ქულა, 8 მოხსნა და 18 წუთი ვემბანიამას არყოფნაში

სანდრო მამუკელაშვილს სათამაშო დრო მიეცა და “სან ანტონიოს” ქართველმა ფორვარდმაც თავი კარგად წარმოაჩინა. ეს ამბავი ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში მოხდა, რომელშიც “სან ანტონიომ” “ჩიკაგო ბულსს” უმასპინძლა და 116:122 დამარცხდა. მამუკელაშვილმა მოედანზე 18 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 8 მოხსნა, 2 დაფარება, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ 4-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 […]

რა შეფასება მიიღო ჩაკვეტაძემ “ქუინს პარკთან” მატჩში?

უცხოურმა პორტალმა Flashscore-მა “ჩაკვეს” თამაში 7.2 ქულით შეაფასა, მეორე უცხოურმა გამოცემა Whoscored-მა 6.8, Sofascore-მა კი 6.9. შეგახსენებთ, “უოტფორდი” ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში 39 ქულით მე-8 ადგილზეა.

ვევედროთ უფალს, ისეთი კანონმდებლობას, მავანმა ვერ გაბედოს ასეთი რამ – მიტროპოლიტი შიო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს განცხადებით, კანონმდებლობა გასამკაცრებელია, რათა ვერავინ გაბედოს რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფა. ამის შესახებ მან დღეს, 14 იანვარს, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. „დღეს ვთხოვოთ უფალს, შეგვეწიოს, რომ აი, ამ ახალ წელს გამოვსწორდეთ, აღარ ვცოდოთ და ვიცხოვროთ უფლისთვის სათნო ცხოვრებით; რომ ჩვენი ხალხიც სულიერად უფრო ამაღლდეს; რომ აღარ განმეორდეს ჩვენში […]

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ბათუმის სტადიონი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

ბათუმის „აჭარაბეთ არენა“ საქართველოს დროშის ფერებში განათდა. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება.

საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით 7 ქართველი დააკავეს – მათგან ერთი ინტერპოლით ძებნილია

საბერძნეთის პოლიციამ, ქურდობის ბრალდებით, 7 ქართველი დააკავა, მათ შორის, ერთი ინტერპოლით ძებნილია, – ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულები ავსტრალიის არქიეპისკოპოსის ბინის ქურდობისთვის აიყვანეს. თუმცა, ეს ერთადერთი საქმე არ არის, რომელშიც ქართველები ფიგურირებენ. ასევე მედიის ცნობით, კრიმინალურმა დაჯგუფებამ 35-ჯერ გაძარცვა სახლები და საწყობები, მათ შორის – პროკურორის სახლიც. წაღებულია, სულ მცირე, 200 ათასი ევრო. ბერძნული […]