“ჩელსი” 16 წლის მესინიოში 60 მილიონს იხდის

“ჩელსი” 16 წლის ტალანტის ესტევაო ვილიანის შეძენას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს. “პალმეირასის” გარემარბს ბრაზილიაში მესინიოს სახელით იცნობენ. გამოცემის ინფორმაციით, “არისტოკრატები” ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს. ცნობილია, რომ ფეხბურთელის დამატებით კატალონიის “ბარსელონაც” ინტერესდება, თუმცა “ბლაუგრანას” “პალმეირასისთვის” ჯერჯერობით შეთავაზება არ გაუკეთებია.

„დაბეგვრის ახალ მოდელს გავლენა ძირითადად იმ კომპანიებზე ექნება, სადაც კონცენტრირებული საბანკო მოგებები ბრუნავს“ – სადაზღვევო სექტორისთვის „ესტონური მოდელი“ ამოქმედდა

„დაბეგვრის ახალ მოდელს გავლენა ძირითადად იმ კომპანიებზე ექნება, სადაც კონცენტრირებული საბანკო მოგებები ბრუნავს“ – სადაზღვევო სექტორისთვის „ესტონური მოდელი“ ამოქმედდა მიმდინარე წლიდან სადაზღვევო სექტორში დაბეგვრის ახალი ე.წ. ესტონური მოდელი ამოქმედდა. „ესტონური მოდელით“, სადაზღვევო კომპანიებს განაწილებული მოგების გადასახადი 20%–დან 15%-მდე შეუმცირდებათ, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში კი კომპანია ამ გადასახადისაგან გათავისუფლდება. სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საბოლოო ჯამში ამ […]

ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2024

ვახტანგ ძაბირაძე – “ოპოზიციის დილემა: ვინ გადალახავს 5%-იან ბარიერს?!” შეიცვლება თუ არა 2024 წელს ლიდერი ოპოზიციის ფლანგზე – ვის აქვს ენმ-ის ჩანაცვლების პოტენციალი ირაკლი მელაშვილი – “ოპოზიციის იწილო-ბიწილომ საზოგადოება დაღალა…” იქნება თუ არა დარტყმა აფხაზეთზე – უკრაინამ ოჩამჩირეში მდგარი რუსული გემები თავის კანონიერ სამიზნედ გამოაცხადა როგორ მუშაობს ანტიქართული პროპაგანდა აფხაზეთში – “ნომერი პირველი მტერი ისევ […]

ებრაჰიმ რაისი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ აშშ-ის თავდასხმებს გმობს

ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი „ჰუსიტების“ უმაღლესი პოლიტიკური საბჭოს ხემძღვანელს, მაჰდი ალ-მაშატს ტელეფონით ესაუბრა და აშშ-ის მიერ „ჰუსიტების“ ობიექტებზე განხორციელებული ავიაიერიშები დაგმო, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „უდავოა, რომ ასეთ ქმედებებს იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებიან საგარეო აგრესიას და ახლა ეფექტურ როლს თამაშობენ პალესტინელი ხალხის დაცვაში, უარყოფენ და გმობენ მსოფლიოს თავისუფლების მაძიებელი ქვეყნები“, – განაცხადა […]

ისლანდიაში ვულკანი ბოლო ერთ თვეში მეორედ ამოიფრქვა

ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე რეიკიანესის ნახევარკუნძულზე მდებარე ვულკანი ბოლო ერთ თვეში მეორედ ამოიფრქვა. მას წინ მიწისძვრა უძღოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქ გრინდავიკში, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია ოპერატიულად განხორციელდა, 14 იანვარს ლავამ გაანადგურა სულ მცირე სამი სახლი. ვულკანის წინა ამოფრქვევის, 18 დეკემბრის შემდეგ გრინდავიკში განათავსეს სპეციალური ბარიერები, რომლებმაც დასახლება ნაწილობრივ დაიცვა. დეკემბერში გრინდავიკი დატოვა ქალაქის 4 000-მდე მცხოვრებმა. […]

დირექტორი, რომელმაც აიოვაში, სკოლაში სროლისას თავდამსხმელი შეაჩერა, გარდაიცვალა

აიოვას შტატში სკოლაში სროლისას დაჭრილი დირექტორი გარდაიცვალა. სკოლის დირექტორმა, დან მარბურგერმა თავდამსხმელის შეჩერება სცადა და სკოლის მოსწავლეებს გაქცევის საშუალება მისცა, თუმცა ის სასიკვდილოდ დაიჭრა. სროლას 11 წლის მოსწავლე და სკოლის დირექტორი ემსხვერპლნენ. სროლისას ასევე დაიჭრა ექვსი მოსწავლე. თავდამსხმელი 17 წლის სკოლის მოსწავლე, დილან ბატლერი იყო. მან ცეცხლი მოსწავლეებს 07:30-ზე სკოლის კაფეტერიაში გაუხსნა. კაფეტერიაში მას სკოლის […]

აზოვის ზღვის თავზე უკრაინამ ერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო და ერთიც დააზიანა — მედია

უკრაინამ 14 იანვრის ღამით აზოვის ზღვის თავზე ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი ამოიღო მიზანში და რაკეტა ორივეს მოარტყა, აქედან ერთი ზღვაში ჩავარდა, მეორე კი, დიდი ალბათობით, ავარიულად დაეშვა ანაპის აეროდრომზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით. ჯერჯერობით, რუსეთისა და უკრაინის ოფიციალურ პირებს აღნიშნული ცნობა ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. უკრაინული მედიასაშუალება „RBC“ იტყობინება, რომ ჩამოგდებულია […]

საქართველო გასტროკონგრესზე Madrid Fusión 2024 სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას

29-31 იანვარს, ესპანეთში, მადრიდში, საქართველო მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტროკონგრესზე Madrid Fusión 2024 იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებაზე საქართველო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს სტენდზე ინტეგრირებული იქნება ეგრეთ წოდებული Show […]

დღეს წმიდა ახალმოწამე გიორგი გურჯის (ივერიელი) ხსენების დღეა

წმიდა ახალმოწამე გიორგი წარმოშობით ივერიიდან იყო. იგი დაახლოებით 1700 წელს დაიბადა. ბავშვობაში იგი მოიტაცეს და ვიღაც თურქს მიჰყიდეს, რომელმაც მას მუსულმანობა მიაღებინა და სახელად „სალი“ დაარქვა. გიორგი წყნარი, პატიოსანი კაცი იყო. მას ყველა პატივს სცემდა. მუშაობდა ერთ-ერთ დუქანში და ძველმანებით ვაჭრობდა. არ დაოჯახებულა. 70 წლის ასაკში მასში გაიღვიძა სინდისმა და გადაწყვიტა ქრისტეს რწმენაზე დაბრუნება. თავისი […]

მედია: უკრაინელებმა ძვირადღირებული რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი А-50 ჩამოაგდეს

უკრაინულ მედიებში გავრცელებული ცნობების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვის თავზე რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სადაზვერვო თვითმფრინავი А-50 ჩამოაგდეს. ცნობა თავდაპირველად ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა. შემდეგ ინფორმაცია დააზუსტა მედია РБК-Украина-მ, რომლის წყაროც სამხედრო პირი იყო. ცნობა გაავრცელა კიდევ ერთმა უკრაინულმა მედიამ, Громадське-მ, დაზვერვის მთავარი სამმართველოს წყაროზე დაყრდნობით. მედიის მიხედვით, А-50-ის ჩამოგდების გარდა, დააზიანეს თვითმფრინავი Ил-22М-იც, რომლის პილოტმა, ცნობების […]