ებრაჰიმ რაისი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ აშშ-ის თავდასხმებს გმობს

ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი „ჰუსიტების“ უმაღლესი პოლიტიკური საბჭოს ხემძღვანელს, მაჰდი ალ-მაშატს ტელეფონით ესაუბრა და აშშ-ის მიერ „ჰუსიტების“ ობიექტებზე განხორციელებული ავიაიერიშები დაგმო, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„უდავოა, რომ ასეთ ქმედებებს იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებიან საგარეო აგრესიას და ახლა ეფექტურ როლს თამაშობენ პალესტინელი ხალხის დაცვაში, უარყოფენ და გმობენ მსოფლიოს თავისუფლების მაძიებელი ქვეყნები“, – განაცხადა რაისმა მაჰდი ალ-მაშატისთან საუბარში.
შეგახსენებთ, გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში, „ჰუსიტების“ სამიზნეებს დაარტყეს, რაც იყო პასუხი იმ თავდასხმებზე, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე ახორციელებს. წუხელ კი აშშ-ის მოიერიშე თვითმფრინავმა ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებლის მიმართულებით იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ