“ლილო მოლის” ერთ-ერთი დამფუძნებელი თენგიზ გავაშელი გარდაიცვალა

“ლილო მოლის” ერთ-ერთი დამფუძნებელი თენგიზ გავაშელი გარდაიცვალა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია კომპანიამ გაავრცელა. რეესტრის მონაცემებით, გავაშელი ,,ლილო მოლის” 11%-ს ფლობდა. რაც შეეხება წილების გადანაწილებას სხვა პირებზე, მონაცემები ასეთია: მარიკა გავაშელი – 2%, დავით გავაშელი – 2.8%, გია ანდღულაძე – 12%, გიორგი გაგუა – 11.2%, ლევან გაგუა – 1%, კონსტანტინე კაპანაძე – 8.5%, იოსებ […]

2023 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21.5 მლრდ დოლარს გადააჭარბა

2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 529.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5 პროცენტით მეტია. „საქსტატის“ ექსპრეს მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 6 090.6 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 9.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 15 438.5 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 14.0 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წელს 9 347.8 მლნ. […]

აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა გვაქვს მამაკაცებში, ვისაც მამაკაცებთან აქვთ ურთიერთობა – თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში, სავარაუდოდ, ამჟამად არის 8500 აივ ინფიცირებული პირი – ახლა, აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა გვაქვს მამაკაცებში, ვისაც მამაკაცებთან აქვთ სექსი. გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ამ კატეგორიაშია,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აივ ინფიცირების მაჩვენებელზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, აივ/შიდსი რჩება განუკურნებელ დაავადებად, მაგრამ სწორი მკურნალობით შესაძლებელია ვირუსის […]

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების – „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ არსებულ მარაგს ვადა გაუვიდა

კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების – „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ არსებულ მარაგს ვადა გაუვიდა. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ ახალი პარტია შემოვიდეს,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტებზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გარდაცვალების შემთხვევები ძალიან იშვიათი იყო იმ პაციენტებში, რომლებმაც დროზე […]

აშშ: ჰუსიტების რაკეტა ჩამოვაგდეთ, რომელიც ამერიკული სამხედრო გემის მიმართულებით ისროლეს

აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობის ინფორმაციით, ჰოდეიდას სანაპიროსთან ჰუსიტების ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს, რომელიც ამერიკული სამხედრო გემის მიმართულებით იყო ნასროლი. ამის შესახებ აშშ-ს შეიარაღებული ძალების სარდლობა X-ზე წერს. “გემსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების ტერიტორიიდან იყო ნასროლი USS Laboon-ის (DDG 58) მიმართულებით, რომელიც წითელი ზღვის სამხრეთში მოქმედებდა”. – წერს აშშ-ს ცენტრალური სარდლობა. აშშ-ს ცენტრალური […]

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“ხშირად ხდება “ტამიფლუს“ გადაჭარბებული მოხმარება, თუ ადამიანს გრიპი დაუდგინდა, გარბის და მაშინვე ყიდულობს – არ შეიძლება!” – თენგიზ ცერცვაძე

ხში­რად ხდე­ბა “ტა­მიფ­ლუს“ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მოხ­მა­რე­ბა. თუ ადა­მი­ანს გრი­პი და­უდ­გინ­დე­ბა, გარ­ბის და მა­შინ­ვე ყი­დუ­ლობს. ეს არ შე­იძ­ლე­ბა! არ არის სწო­რი, – ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გრი­პის სამ­კურ­ნა­ლო ან­ტი­ვირუ­სულ პრე­პა­რატ “ტა­მიფ­ლუ­ზე“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, “ტა­მიფ­ლუ“ ეფექ­ტუ­რი მე­დი­კა­მენ­ტია, მაგ­რამ გა­მო­ყე­ნე­ბულ უნდა იქ­ნეს მხო­ლოდ სა­თა­ნა­დო ჩვე­ნე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. “ხში­რად ხდე­ბა […]

რუსეთის მტკიცებით, კურსკის ოლქის თავზე 3 უკრაინული Точка-У-ს ტიპის რაკეტა ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ კურსკის ოლქის თავზე Точка-У-ს ტიპის სამი უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს. თავდაცვის უწყების განცხადებამდე ოლქში ისმოდა აფეთქებების ხმები, რასაც გუბერნატორი რომან სტაროვოიტიც გამოეხმაურა. სტაროვოიტი წერდა, რომ კურსკის ოლქში მუშაობდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა. შემდეგ ისიც ირწმუნებოდა, რომ ჩამოაგდეს სამი უკრაინული რაკეტა. ინფორმაცია დაშავებულთა და ზარალის შესახებ არ გავრცელებულა.

თურქეთში ისრაელელი ფეხბურთელის მიერ თამაშზე ტყვეებისადმი მხარდაჭერის გამო საქმე აღიძრა

თურქული საფეხბურთო კლუბის “ანტალიასპორის” ისრაელელმა ფეხბურთელმა საგივ იეზეკიელმა გოლის გატანის აღნიშვნისას ხელსახვევი აჩვენა, რითაც მან ჰამასის 100-დღიან ტყვეობაში მყოფი მძევლების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. ხელსახვევზე დავითის ვარსკვლავის გვერდით “100 დღე, 7 ოქტომბერი” ეწერა. ისრაელელი ფეხბურთელის ამ ჟესტმა ადგილობრივ მედიისა და გულშემატკივრების მწვავე რეაქცია მოჰყვა, რის ფონზეც საფეხბურთო კლუბმა იეზეკიელთან კონტრაქტი შეწყვიტა. აღნიშნული ფაქტის გამო, ანთალიის მთავარმა […]

საქართველო მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრონომიულ კონგრესზე იქნება წარდგენილი

29-31 იანვარს, ესპანეთში, მადრიდში, საქართველო მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრო კონგრესზე, Madrid Fusión 2024-ზე იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებაზე საქართველო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს სტენდზე ინტეგრირებული იქნება ე.წ. Show Kitchen-ი. სტუმრის სტატუსის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ […]