ოლიგარქების ფულზე ზის ეს ხალხი და როგორ გგონიათ, ქვეყანაში დეოლიგარქიზაცია შეიძლება მოახდინონ?! – ბექა ლილუაშვილი

დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციაში უთანხმოებაა. დღეს საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანმა ნაციონალურმა” მოძრაობამ პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. გიორგი გახარიას გუნდმა “ნაციონალურ მოძრაობას” ურჩია, ოლიგარქი და არაფორმალური მმართველი პარტიის დამფინანსებლებში ეძებოს. პარტია “საქართველოსთვის” წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაცია არც ოპოზიციის ნაწილის და არც მმართველი გუნდის ინტერესებში არ შედის, რადგან ოლიგარქებისგან თავად ფინანსდებიან. “ოლიგარქების […]

“რაიმე განსაკუთრებული არ ხდება, თებერვლის ბოლოდან შემთხვევები მოიკლებს” – თეიმურაზ მიქელაძე გრიპის ვირუსის გავრცელებაზე

ქვეყანაში გრიპის ვირუსები იმატებს. საქართველოში, ამ ეტაპზე, 15 რესპირატორული ინფექცია ცირკულირებს, მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურებული ვირუსების ყველაზე მეტი, 37%, HN1-ია. გაზრდილია მიმართვიანობა კლინიკებშიც, თუმცა, ამ ეტაპზე, საავადმყოფოებში ადგილები საკმარისია. პედიატრი თეიმურაზ მიქელაძე ამბობს, რომ შემთხვევების გაორმაგება მოსალოდნელი არ არის. “გრიპის შემთხვევებით, [სხვა სეზონებთან შედარებით] მეტი ადამიანი მოგვმართავს, მაგრამ, რაოდენობრივად, იგივე მომართვიანობაა, რაც შარშან ან 5 წლის […]

ზალუჟნი ადასტურებს ორი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ადასტურებს აზოვის ცაზე ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას. „მადლობა საჰაერო ძალებს აზოვისპირეთში ბრწყინვალედ დაგეგმილი და შესრულებული ოპერაციისთვის“, – ციტირებს მას „უკრაინსკა პრავდა“. მანვე გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ ქრება რადარიდან ორი რუსული თვითმფრინავი. სხვა დეტალების შესახებ, მაგალითად, რა იარაღით მოხდა რუსული ხომალდების განადგურებას, ზალუჟნის არ უსაუბრია. Залужний підтвердив, що повітряні […]

“ბარსელონა” 3:1 მოიგებს და ჩემი მეუღლე დუბლს შეასრულებს” – ამბობდა ლევანდოვსკის ცოლი “ელ კლასიკოს” წინ

დღეს სოციალური ქსელი რობერტ ლევანდოვსკის მეუღლის, ანას განცხადებამ მოიცვა, სადაც ის “ელ კლასიკომდე” TV3-სთან საუბარში ამბობდა, რომ ესპანეთის სუპერთასის ფინალში “ბარსელონა” 3:1 გაიმარჯვებდა, მისი მეუღლე კი დუბლს შეასრულებდა. მოგეხსენებათ, “რეალმა” “ბლაუგრანა” 4:1 გაანადგურა, პოლონელმა კი “სამეფო გუნდს” ულამაზესი გოლი გაუტანა. ლევანდოვსკის წელს არცთუ ისე კარგი სეზონი აქვს. ჯამში მან 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 12 […]

ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა გადაიდო – ოჯახი ეჭვობს, რომ სასამართლო განხილვას განხრახ აჭიანურებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა გადაიდო. ბრალდებულის ოჯახს და ადვოკატს აქვთ ეჭვი, რომ კლანის მართული სასამართლო პროცეს განხრახ აჭიანურებს. თვლიან, რომ პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქცეულმა სასამართლომ იცის, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ლაზარეს შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავენ. ოჯახი ფიქრობს, რომ “ქართულ ოცნებას” უნდა, მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეულმა ახალგაზრდამ ციხეში, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს […]

,, ენერგია გამიზარდა ამ ფსიქოპატიამ” – თამარ ჩერგოლეიშვილი

,,ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი: ,,ორი დღეა “საპატრიარქოს ვიცავ” სტალინისტებისგან ფეიჯზე. დაახლოებით 500 ცალი დავბლოკე. ვინც ამტკიცებდა რომ სტალინი გენიოსია, მათ შორის უამრავი პროფესორი აღმოვაჩინე რომელიც რომელიმე უმაღლესში ასწავლის, უამრავი მასწავლებელი, რომელიც საჯარო სკოლებში ასწავლის … წაშლილი ისტორია, მეხსიერების პოლიტიკა, ორუელი … ფილმივით ვუყურებ. ისეთებიც კი არიან, ვინც სტალინს თავს ესხმის და საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ამართლებს, ოღონდ […]

,,ქორწილში ვცეკვავდი… ანუ, ამბის მოყოლას როგორ ვიწყებ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი: ,,ქორწილში ვცეკვავდი:)) ანუ, ამბის მოყოლას როგორ ვიწყებ:)) ჩემთვის, მხიარულად და ინსტაგრამის სთორიდან წაუღია რაღაც გვერდს. გაურკვეველი სახელით და დააწერა სათაურად, მიბაძეთ ნანუკა ჟორჟოლიანს. ანუ, რატომ უნდა მომბაძონ, რაში, რა უნდოდა. კომენტარებია სათაურზე კოშმარი. ძირითადად, მე მლანძღავენ რაში უნდა მოგბაძოთო. :)) გადაირევა კაცი.”

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები გაძვირდა – ყველაზე მაღალი ზრდა საქართველოს ბანკს აქვს

Galt & Taggart-ის 8-14 იანვრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასები, წინა კვირასთან და წინა თვესთან შედარებით გაზრდილია. საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 39.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.56% წინა კვირასთან შედარებით და +15.02% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 194 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 38.40 – 40.45 დიაპაზონში. […]

ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის გაფართოება და სოციალური პაკეტების გაზრდა – რა გადაწყვიტეს მთავრობის სხდომაზე

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამას, გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტები დაემატა, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღეს. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სულ 9 საკითხი განიხილეს. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფართოვდება ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა. კერძოდ, 15 იანვრიდან, შესაბამისი კატეგორიის თუ სტატუსის მქონე მოქალაქეები გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტს […]

აფეთქება ბაქოში | დაღუპულია 2 და დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ბინაგადის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სახელოსნოში აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 2 და დაშავდა 24 ადამიანი. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურია მობილიზებული და სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებში 3 ადამიანი ცოცხალი იპოვეს და გამოიყვანეს. განხორციელდა მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეების ევაკუაციაც. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.