ხატია დეკანოიძე – მარტის დასაწყისამდე ალბათ, კონფიგურაცია გამოჩნდება – კონსულტაცია და საუბარი მქონდა მელიასა და გვარამიასთან – ორივეს აქვს დიდი რესურსი, ივანიშვილის წინააღმდეგ მოიტანონ ის სინერგია, რომელიც უნდა ჰქონდეს ალიანსს

მარტის დასაწყისამდე ალბათ, კონფიგურაცია უნდა გამოჩნდეს, კონსულტაციები და საუბარი მქონდა ნიკა მელიასთან და ნიკა გვარამიასთან – ორივე ადამიანს აქვს დიდი რესურსი, ივანიშვილის წინააღმდეგ მოიტანონ ის სინერგია, რომელიც უნდა ჰქონდეს ალიანსს, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. კითხვაზე, აქვთ თუ არა კონსულტაციები გვარამიას და მელიას ერთმანეთში, დეკანოიძე პასუხობს, რომ ეს მათ უნდა ვკითხოთ. […]
სამების საკათედრო ტაძარში არ ფლობენ ინფორმაციას, როდის დაიწყება მატრონა მოსკოველის ხატის გადაწერა

სამების საკათედრო ტაძარში არ ფლობენ ინფორმაციას, როდის დაიწყება მატრონა მოსკოველის ხატის გადაწერა. ამ დროისთვის ხატი კვლავ ტაძარშია განთავსებული. ხატის ე.წ. სტალინის ეპიზოდის შეცვლის მიზნით, პროცესში ჯერჯერობით არ ჩართულან სპეციალისტები. „მე ვარ რიგითი, მორიგე მღვდელმსახური. არავითარი ინფორმაცია არ მაქვს, აპირებენ თუ არა ხატის გატანას ან თუ ჩასწორება უნდათ, ეს უნდა გაკეთდეს ადგილზე, თუ ტაძრის სივრცის გარეთ. […]
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რამდენიმე პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რამდენიმე პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს. მისივე თქმით, დავოსში შეხვედრები უკვე დაგეგმილია. როგორც მან აღნიშნა, დელეგაცია შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან კომპანიებთან გამართავს. „დავოსი არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც უკვე რამდენიმე ათეული წელია ბიზნესი იკრიბება და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ტენდენციის […]
მაია ომიაძე – Madrid Fusión-ზე წარდგენა საქართველოს გასტრო კულტურას ახალ საფეხურზე გადაიყვანს

Madrid Fusión გასტრონომიის თვალსაზრისით მთელ მსოფლიოში ყველაზე რეპუტაციული კონგრესია, სადაც წელს, პირველად, საქართველო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ განაცხადა, რითაც 29-31 იანვარს, ესპანეთში, Madrid Fusión 2024-ში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას გამოეხმაურა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს Madrid Fusión-ზე შეფ-მზარეული, დავით ნარიმანიშვილი წარადგენს. „Madrid Fusión გასტრონომიის თვალსაზრისით მთელ მსოფლიოში ყველაზე […]
ლევან დავითაშვილი – საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსტრუქციული დიალოგი გვაქვს – მოლოდინი გვაქვს, რომ ამ კუთხით პროგრესი იქნება

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსტრუქციული დიალოგი გვაქვს – მოლოდინი გვაქვს, რომ ამ კუთხით პროგრესი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, IMF-ის პროგრამა არა გაუქმებული, არამედ შეჩერებულია და საკითხზე მხარეებს შორის, დიალოგი მიმდინარეობს. „პროგრამა არ არის გაუქმებული, პროგრამა არის შეჩერებული. ეს არის იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული საკითხები […]
ვალერი ზალუჟნი ადასტურებს, რომ უკრაინელებმა რუსეთის ორი თვითმფრინავი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ადასტურებს, რომ უკრაინელებმა ორი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს. „უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს რუსული A-50 შორი დისტანციური რადარის აღმომჩენი თვითმფრინავი და მტრის საჰაერო კონტროლის ცენტრი – Ил-22 გაანადგურეს“, – აცხადებს ზალუჟნი. მან უკრაინის საჰაერო ძალებს შესანიშნავად დაგეგმილი და შესრულებული ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა აზოვის ზღვის […]
ლაზარე გრიგორიადისის მომდევნო სასამართლო პროცესი 26 თებერვალს გაიმართება

ლაზარე გრიგორიადისის მომდევნო სასამართლო პროცესი 26 თებერვალს გაიმართება. ლაზარეს ადვოკატის, ლიკა ბითაძის თქმით, ეს დასკვნითი სხდომა იქნება. “ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესზე განაჩენი 26 თებერვალს დადგება […] ჩვენი მოლოდინია, რომ ამ დღეს მოსამართლე სათათბიროდ მაინც აუცილებლად გავა. არასამართლიან, ანუ გამამტყუნებელ განაჩენს ველოდებით – იქიდან გამომდინარე, რომ საქმე არასამართლიანად და არაობიექტურად წარიმართა”. – თქვა ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, […]
“ოცნების” ვიზიტი კომუნისტურ ჩინეთში | დელეგაციამ კობახიძის ხელმძღვანელობით, შეხვედრები დაიწყო

ქართული ოცნების საპარლამენტო დელეგაცია ღარიბაშვილის მიერ სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებულ ჩინეთშია. დელეგაციას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. “ოცნების” წევრები ხუთდღიან ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მაღალი რანგის პირებს შეხვდებიან. “შარშანდელი წელი იყო ისტორიული ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ამ შეთანხმების განხორციელებას. ამას ემსახურება ჩვენი ვიზიტი. […]
რატომ გჭირდებათ იურიდიული კომპანია და რა პრობლემებს მოგიგვარებთ Prime Legal-ი

ბიზნესის დინამიკურ და მუდმივად განვითარებად სამყაროში, სამართლებრივი გამოწვევების წინაშე დგომა, ხშირად, გარდაუვალია, ვინაიდან უამრავი საკითხის, დეტალისა და პრინციპის სამართლებრივი გამართულობაა საჭირო იმისათვის, რომ ბიზნესი აწარმოო. მნიშვნელობა არ აქვს, სტარტაპი ხართ თუ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საწარმო, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტია გვერდით სანდო იურიდიული კომპანია გყავდეთ, რომელიც სხვა მნიშვნელოვან დეტალებთან ერთად, გაუწევს თქვენს კომპანიას ისეთ პროცესებს, როგორიცაა […]
ორი ფეხბურთელი მარსელოს და ბენზემას მიუახლოვდა – “რეალის” 10 ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ისტორიაში

მადრიდის “რეალმა” ესპანეთის სუპერთასის ფინალში “ბარსელონა” 4:1 გაანადგურა და თავის მონაგარს მორიგი ჯილდო შემატა. ამ გამარჯვებით “რეალის” ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელებს მარსელოსა და კარიმ ბენზემას, რომლებსაც 25-ჯერ ააქვთ ჩემპიონობა ნაზეიმები, 2 ფეხბურთელი ნაჩო ფერნანდესი და ლუკა მოდრიჩი მიუახლოვდა. ორივე მათგანმა “ბლანკოსის” რიგებში 24-ე ტიტული მოიგო. გთავაზობთ, “რეალის” ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელების ათეულს: 1) კარიმ ბენზემა – 25 […]