ძალადობა ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე | კასპის საკრებულოს მაღალჩინოსნებს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ კასპის საკრებულოს 2 მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენა – საუბარია 2022 წელს კასპის საკრებულოში მომხდარ ინციდენტზე. სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება ბიუჯეტის განხილვის დროს მოხდა, მიზეზი საბიუჯეტო სახსრებით ახალი ავტომობილების შეძენასა და საკრებულოს თავმჯდომარის დიპლომთან დაკავშირებით ოპოზიციის კითხვები გახდა. ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და აქტივისტებს, რომლებმაც სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. დაზიანდა “მთავარი არხის” ტექნიკაც. ბრალდებულებს შორის არიან […]
ბრაზილიაში, ძლიერი წვიმის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს შტატში, ძლიერი წვიმის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. სტიქიის შედეგად, დაიტბორა ქუჩები და დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მთავრობა ხალხს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
ნებისმიერ მსგავს ვიზიტს მივესალმებით – გივი მიქანაძე რიჩარდ ნეფიუს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორის გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში, რიჩარდ ნეფიუს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა. მიქანაძის განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან, ასეთი მაღალი რანგის პირების ვიზიტს მიესალმება. “საქართველოს უკავია პოზიცია, რომელიც წლიდან წლამდე უმჯობესდება. საქართველოს დღეს რა პოზიციაც უკავია, მოწინავეა ყველა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანასთან მიმართებაში, ისევე როგორც, […]
ლაზარე გრიგორიადისის საქმე – დაცვის მხარემ მოწმეების დაკითხვაზე უარი განაცხადა

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. ადვოკატის განცხადებით, ის ილაპარაკებს 7-8 მარტის აქციების დროს განვითარებულ მოვლენებზე. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები უნდა გამოეკითხათ, თუმცა, ადვოკატების შუამდგომლობით, მოწმეების დაკითხვა დღის წესრიგიდან მოიხსნა. მათ თქვეს, რომ ისინი არ ფლობდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას. საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. ოჯახი […]
ბოკუჩავა: პოლიტიკურად, დასავლეთის ჩინეთით ჩანაცვლების მცდელობა საქართველოსთვის საზიანოა

ჩინეთთან ფინანსური და ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველას ძალიან კარგად ესმის, მათ შორის, თავისუფალ სამყაროში. მაგრამ, პოლიტიკურად, დასავლეთის კომუნისტური ჩინეთით ჩანაცვლების მცდელობა, რასაც ახლა ვხედავთ, მათ შორის, ამგვარი პოლიტიკური ვიზიტითა და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან დაახლოების მცდელობით, უკიდურესად საზიანოა საქართველოსთვის, რომელიც ევროპისკენ მიისწრაფვის.
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სოციალური პაკეტი 340-დან 390 ლარამდე, ყველა სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ფინანსური დახმარება კი 20 ლარით იზრდება

მიმდინარე წლის იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 50 ლარით, 340-დან 390 ლარამდე იზრდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. „მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“. ცვლილების თანახმად, მიმდინარე წლის იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე […]
ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს. მათივე განმარტებით, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფართოვდება ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა. კერძოდ, 15 იანვრიდან შესაბამისი კატეგორიის თუ სტატუსის მქონე მოქალაქეები გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტს მთელი წლის განმავლობაში სრული დაფინანსებით მიიღებენ. ამასთან, შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს მთელი წლის […]
ლევან დავითაშვილი – საქართველოში უკვე მესამედ რეკორდულად მაღალი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს – საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით ახალი რეკორდი დამყარდა

საქართველოში უკვე მესამედ რეკორდულად მაღალი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს – საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით ახალი რეკორდი დამყარდა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რითაც 2023 საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია შეაფასა. მისი თქმით, გასული წლის მონაცემები იმედის მომცემია, რომ მიმდინარე წელსაც დადებითი ტენდენციების გაგრძელების მოლოდინი გვქონდეს. „2021 წლიდან […]
ლევან დავითაშვილი – უფრო გასაკვირი ის არის, რა რეაქციებიც აქვთ ოპოზიციონერებს, ვიდრე ის, რომ საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში კოლეგებთან შეხვედრებს მართავს

მე ვფიქრობ, რომ უფრო გასაკვირი ის არის, რა რეაქციებიც აქვთ ოპოზიციონერებს, ვიდრე ის, რომ საპარლამენტო დელეგაცია დღეს ჩინეთში კოლეგებთან შეხვედრებს მართავს,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ დელეგაციის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. დავითაშვილის განმარტებით, როდესაც მაღალ დონეზე თანამშრომლობაზეა საუბარი, სამთავრობო უწყებებს სჭირდება […]
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ორი წელია ახორციელებს სხვადასხვა პროექტს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების – მოსწავლეების, პედაგოგებისა და ხელმძღვანელების, გასაძლიერებლად. წლის ბოლოს ეს თანამშრომლობა დეკლარაციის გაფორმებით დაგვირგვინდა, – ამის შესახებ ნათქვამია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „უნივერსიტეტმა და სკოლებმა, ერთობლივი შეთანხმებით, შექმნეს საგანმანათლებლო სივრცე, კლასტერი განათლების საერთაშორისო და ევროპული ტრადიციებისა და ღირებულებების დასამკვიდრებლად და პრინციპით […]