თბილისის ნაწილს წყალი დილამდე შეუწყდა | ქუჩების ჩამონათვალი და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს GWP ავრცელებს: · გლდანის რაიონი: 15/01 22:00-დან 16/01 09:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: გმირ კურსანტთა და რომან ჭელიძის ქუჩებს. · საბურთალოს რაიონი: 16/01 06:00-საათამდე წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს: შერმადინის ქუჩას. · სამგორის რაიონი: 15/01 20:00-დან 16/01 04:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ვაზიანის სამხედრო ნაწილს, ვაზიანის დასახლებას და ლილოს […]
გლდანში, ავტობუსში, კაცი გარდაიცვალა

გლდანში, მუნიციპალურ ავტობუსში, შუა ხნის კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, 15 იანვარს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე მოხდა – ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს. თვითმხილველების ინფორმაციით, 60 წლამდე კაცი ავტობუსში ცუდად გახდა, რის გამოც სასწრაფო გამოიძახეს. მოქალაქეები და შემდეგ უკვე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა მის გადარჩენას დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა კაცი გარდაიცვალა. დამატებით დეტალებს “მთავარი არხის” ვებგვერდი შსს-ში […]
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 222-მდე გაიზარდა | ნანგრევებში ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 222-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1 000-ს აჭარბებს. ნანგრევებში ადამიანებს ისევ ეძებენ. არსებული ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 22 ადამიანი. შეგახსენებთ, რომ პირველ იანვარს ნოტოს ნახევარკუნძულზე მიწისძვრების სერია მოხდა. ყველაზე ძლიერმა, 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია.
ცინცაძის გმირობანი – საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინა 22:19 დაამარცხა. ტიტე კალანდაძის გუნდი თავიდან 6 ბურთის სხვაობით აგებდა, მაგრამ გარდატეხა მოახერხა და პირველი ტაიმი 9:9 დასრულდა. შესვენების შემდეგ ბოსნია 3 ბურთით დაწინაურდა, შემდეგ მეკარე ზურაბ ცინცაძემ ზედიზედ ორი პენალტი მოიგერია, ორჯერ დამატებაზე არ გაატანინა მეტოქეს, ორჯერ საგოლე პასი გააკეთა, ქართველმა ხელბურთელებმა შეტევაში თამაში […]
“ნაპოლიმ” შეიძლება 25 მილიონად შეძენილი ფეხბურთელი გაასხვისოს

დანიის ნაკრების 23 წლის ნახევარმცველი იესპერ ლინდსტრიომი “ნაპოლიმ” ზაფხულში “აინტრახტისგან” 25 მილიონ ევროდ (პლუს ბონუსები) შეიძინა, მაგრამ შეიძლება გაასხვისოს. სკანდინავიელს “ლივერპული” ეპატიჟებოდა, თუმცა იმედი ჰქონდა, რომ “ნაპოლიში” უფრო მიეცემოდა თავის გამოჩენის შანსი და მწარედ შეცდა. ის სასტარტოში ვერ ხვდება, ძირითადად შეცვლებზე შედის, სერია A-ს 11 მატჩში თავი ვერაფრით ვერ გამოიჩინა და თავისი მდგომარეობით ძალიან უკმაყოფილოა. […]
,,საერთაშორისო გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმებმა საფრთხის ქვეშ დააყენა უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე”- რიში სუნაკი

16 ნოემბრის შემდეგ „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში 25 უკანონო და მიუღებელი თავდასხმა განახორციელეს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა. მისი თქმით, 9 იანვარს განხორციელებული თავდასხმა იყო ყველაზე დიდი თავდასხმა სამეფო საზღვაო ძალებზე ათწლეულების განმავლობაში. „ისინი ესროდნენ ჩვენს გემებსა და მეზღვაურებს. ეს იყო ყველაზე დიდი თავდასხმა სამეფო საზღვაო ფლოტზე ათწლეულების განმავლობაში და ამიტომ ჩვენ […]
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გლობალურ „მშვიდობის სამიტზე“ მონაწილეობის მიღებას ყველა ის სახელმწიფო შეძლებს, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს

გლობალურ „მშვიდობის სამიტზე“ მონაწილეობის მიღებას ყველა ის სახელმწიფო შეძლებს, რომელიც ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიის პრეზიდენტთან, ვიოლა ამერდთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ ღია ვართ მსოფლიოს ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს. ამიტომ, დასკვნები იმის შესახებ, თუ ვის ვიწვევთ, თავად […]
აქტივისტებმა ევროპარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გამართეს

აქტივისტებმა ევროპარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს. აქტივისტების თქმით, ლაზარე მხოლოდ იმიტომ არის პატიმრობაში რომ ის განსხვავებულად გამოიყურება. “მას ირაკლი ღარიბაშვილმა მიაყენა შეურაცხყოფა, უწოდა “სატანისტი”, “ბინძური”. ირაკლი კობახიძემ კი “ორიენტაცია არეული”. ლაზარე არის სიმბოლო მარტის პროტესტის რუსული კანონის წინააღმდეგ. თუ გვსურს ევროპული ინტეგრაცია საჭიროა ევროპული ღირებულებების შემოტანა საქართველოში, რაც გულისხმობს იმას რომ არ უნდა […]
“ღაზის ჩრდილოეთით სახმელეთო შეტევის “ინტენსიური ეტაპი” დასრულდა… მალე დასრულდება სამხრეთშიც” | გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა, განაცხადა, რომ ღაზის ჩრდილოეთით სახმელეთო შეტევის “ინტენსიური ეტაპი” დასრულდა, ზოლის სამხრეთით ხან იუნის რაიონში კი მალე იგეგმება. “ღაზის სექტორის ჩრდილოეთში საბრძოლო მენევრების ფაზა დასრულდა.. სექტორის სამხრეთში ეს ფაზა დასასრულს უახლოვდება”, – ამბობს გალანტი. მისი თქმთ, IDF ჰამასის დარჩენილი ადგილების დადგენაზე და ტერორისტული ჯგუფების ლიდერები მოკვლაზე ან დაჭერაზე მუშაობს. “ჩვენ ასევე […]
გერმანიაში სიგარეტის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს | ორი თანამზრახველს პოლიცია ეძებს

გერმანიაში სიგარეტის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ორ ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ. მედიის ცნობით, ქართველმა კაცმა სუპერმარკეტის ტერიტორია ორ თანამზრახველთან ერთად დატოვა. პოლიციამ ისინი სხვა სუპერმარკეტის ავტოსადგომზე იპოვა. სანამ საქართველოს მოქალაქის ვინაობა დგინდებოდა, ორმა თანამზრახველმა გაქცევა მოახერხა. საქმეზე გამოძიება გრძელდება. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.