აშშ-ს თავდაცვის მდივანი საავადმყოფოდან გამოწერეს

აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საავადმყოფოდან გამოწერეს. პენტაგონის მეთაური მუშაობას სახლიდან გააგრძელებს. ინფორმაციას პენტაგონის პრესცენტრი ავრცელებს. ოსტინმა პროსტატის სიმსივნის გამო ოპერაცია ჩაიტარა და უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო საავადმყოფოში 1 იანვრიდან იყო ჰოსპიტალიზებული. თავდაპირველი ინფორმაციით, მან 22 დეკემბერს ოპერაცია ჩაიტარა, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის არ ყოფილა, თუმცა პროცედურის შემდეგ, გართულებების გამო, საჭირო მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. […]
4 წლის გოგომ მსოფლიო რეკორდი დაამყარა | ის ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია, რომელმაც ევერესტზე ასვლისას 5 364 მეტრის სიმაღლეს მიაღწია

4 წლის ჩეხმა გოგომ მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ის ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია, რომელმაც ევერესტზე ასვლისას 5 364 მეტრის სიმაღლეს მიაღწია. გოგო, სახელად ზარა, მამასთან და შვიდი წლის ძმასთან ერთად მოგზაურობდა. მათ ჰიმალაის გასწვრივ სულ 270 კილომეტრი გაიარეს. გოგონას ოჯახი მალაიზიაში ცხოვრობს, სადაც ზარამ ჯუნგლებში დაახლოებით 2 200 კილომეტრი გაიარა. A four-year-old girl from Czechia climbed Mount […]
“ევროპაში, კერძოდ ჩეხეთში, რუსული სპეცსამსახურები კვლავ აქტიურობენ” | ჩეხეთის კონტრდაზვერვის სპიკერი

“ევროპაში, კერძოდ ჩეხეთში, რუსული სპეცსამსახურები კვლავ აქტიურობენ”, – ამის შესახებ ჩეხეთის კონტრდაზვერვის BIS-ის სპიკერმა, ლადისლავ შტიხმა განაცხადა. მისი თქმით, რუსული სპეცსამსახურების საქმიანობა 2023 წელს დაარეგისტრირეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთმა, 2021 წელს, 60 დიპლომატი და რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა. შტიხამ აღნიშნა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის აგენტები, EU-ს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გვერდის ავლით მოქმედებენ. მან […]
ივანიშვილს ეშინია გახარიასი და მისი გუნდის – ქემოკლიძე

პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი, კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და პოლიტიკაში მესამედ, “საპატიო თავმჯდომარის” სტატუსით დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს ეშინია ექსპრემიერ გიორგი გახარიასი. ამის მიზეზად, ქემოკლიძე ასახელებს იმას, რომ “საქართველოსთვის” გუნდი, რომელიც, მეტწილად, სწორედ “ქართული ოცნების” ყოფილი წევრებისა და მხარდამჭერებისგან შედგება, კარგად იცნობს მმართველ პარტიას. “ბატონ ივანიშვილს ნამდვილად ეშინია პარტიის “საქართველოსთვის”, ბატონი გახარიასი და […]
აშშ ისრაელის ქალაქ რაანანაში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს

აშშ ისრაელის ქალაქ რაანანაში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. „ჩვენ რაანანაში მომხდარ საშინელ ტერორისტულ თავდასხმებს ვგმობთ, რომლის შედეგად დაიღუპა ერთი და რამდენიმე დაშავდა და მსხვერპლთა ოჯახების მიმართ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ“, – განაცხადა მეთიუ მილერმა. შეგახსენებთ, დღეს, ისრაელის ქალაქ რაანანაში ტერორისტული აქტი მოხდა. ეჭვმიტანილი ავტომანქანით ხალხს შეეჯახა, […]
რამდენ ლარად შეიძენთ 1 აშშ დოლარსა და ევროს – ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6582 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6582 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6741 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0159 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9067 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9308 ლარს შეადგენდა. […]
ჰამასმა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც ორი ისრაელელი მძევლის გვამია ნაჩვენები

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა გაავრცელა ახალი ვიდეოჩანაწერი, სადაც ორი ისრაელელი მძევლის გვამი ჩანს. პალესტინური დაჯგუფების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია ისრაელელი მძევლების, 53 წლის იოსი შარაბისა და 38 წლის ითაი სვირსკის გვამები. ჩანაწერში ასევე ჩანს 26 ნოა არგამანი, რომელიც ამბობს, რომ მოკლულები “IDF-ის დარტყმებს” ემსხვერპლნენ. კვირას ჰამასმა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც იოსი შარაბი, ითაი სვირსკი და ნოა არგამანი […]
“აზიიდან სამშენებლო მასალის ტრანსპორტირება 200%-ით გაძვირდა”- კომპანია GRC

ჩინეთიდან გაძვირებული საზღვაო ტრანსპორტირების ფონზე საქართველოში მოქმედი ბიზნესები სამშენებლო მასალების, ტექნიკის და ტანსაცმლის გაძვირებას აანონსებენ. სამშენებლო მასალების კომპანია GRC-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ტრანსპორტირების ღირებულება უკვე 200%-ით არის გაზრდილი, რასაც მომდევნო თვეებში შესაბამისი ეფექტი ექნება სამშენებლო მასალის მოწოდების ვადებზე და ფასზე. “ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, 2023 წლის არის სუეცის არხი, მასზე ორჯერ მოხდა ინციდენტი. პირველი […]
შესუსტდება თუ არა მსოფლიო ეკონომიკა 2024 წელს – საერთაშორისო ანალიტიკოსების პროგნოზი

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოკითხული ეკონომისტები ფიქრობენ, რომ გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპი 2024 წელს შენელდება. ასე ეკონომისტთა 56% თვლის, ხოლო დანარჩენი ექსპერტები ფიქრობენ, რომ ტემპი შენარჩუნდება, ან პირიქით, დაჩქარდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, გლობალური ეკონომიკა 2.9 %-ით გაიზრდება 2024 წელს. 2023 წელს ეს მაჩვენებელი 3% იყო. ეკონომისტები ყველაზე პესიმისტურად ევროპის მიმართ არიან განწყობილნი. გამოკითხულთა სამი მეოთხედი, […]
რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 16 იანვარს | ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 15 იანვარს – ეროვნული ბანკის ოფიციალური, განახლებული მონაცემებით, 16 იანვარს: · 1 აშშ დოლარი – 2.6582 ლარი ეღირება; · 1 ევრო – 2.9067 ლარი; · 1 ფუნტი – 3.3810 ლარი; · 1 ლირა კი 0.0883 ლარი ეღირება.