გლდანში, ავტობუსში, კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა

გლდანში, მეტრო ახმეტელის მიმდებარედ, #348 ავტობუსში შუა ხნის კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, 15 იანვარს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე მოხდა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ დაუდასტურა. თვითმხილველების ინფორმაციით, 50-60 წლის კაცი ავტობუსში ცუდად გახდა, რის გამოც სასწრაფო გამოიძახეს. მოქალაქეები და შემდეგ უკვე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ მის გადარჩენას, თუმცა კაცი გარდაიცვალა.

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე GDI-მ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში წარმოებული გამოძიება არ ყოფილა ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური. “საქმე დახურა და 2023 წლის 12 სექტემბერს გადაიგზავნა სასამართლოში ისე, რომ საქმეში მონაწილე ყველა შესაძლო დამნაშავის იდენტიფიცირება და დასჯა არ მომხდარა. საგამოძიებო ორგანოს არ ამოუღია […]

ცინცაძის გმირობანი – საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინა 22:19 დაამარცხა. ტიტე კალანდაძის გუნდი თავიდან 6 ბურთის სხვაობით აგებდა, მაგრამ გარდატეხა მოახერხა და პირველი ტაიმი 9:9 დასრულდა. შესვენების შემდეგ ბოსნია 3 ბურთით დაწინაურდა, შემდეგ მეკარე ზურაბ ცინცაძემ ზედიზედ ორი პენალტი მოიგერია, ორჯერ დამატებაზე არ გაატანინა მეტოქეს, ორჯერ საგოლე პასი გააკეთა, ქართველმა ხელბურთელებმა შეტევაში თამაში […]

თბილისში ახალგაზრდა კაცს და მის ძაღლს ეძებენ

თბილისში ახალგაზრდა კაცს, დათი გავაშელს და მის ძაღლს ეძებენ. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. “დაიკარგა ჩვენი მეგობარი დათი გავაშელი. ლაბრადორთან ერთად. აცვია მწვანე გრძელი ქურთუკი. ბოლოს ნახეს დიღომში”, – წერს მისი მეგობარი, გუგა ხარშილაძე. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 500500110, 577555800, +995 599 15 55 50, 591000220, 599339338.

ბაქოში აფეთქებას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

ბაქოში, ბინაგადის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სახელოსნოში მომხდარ აფეთქებას, საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, 35 წლის კაცი ბაქოში სამუშაოდ იყო წასული. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შეგახსენებთ, რომ ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 24. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

შვეიცარია, უკრაინის მხარდასაჭერად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, 1,75 მლრდ დოლარს გამოყოფს

შვეიცარიამ 2025-2028 წლებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში უკრაინის მხარდასაჭერად 1,75 მლრდ დოლარს გამოყოფს, – ამის შესახებ შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა ვიოლა ამგერდმა, ბერნში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “უკრაინის მხარდასაჭერად შვეიცარიამ დაგეგმა მილიარდნახევარი ფრანკის (1,75 მლრდ დოლარის) გამოყოფა შემდეგი საერთაშორისო თანამშრომლობის სტრატეგიის პერიოდისთვის 2025 წლიდან 2028 წლამდე”, – განაცხადა ვიოლა ამგერდმა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდირირ ზელენსკიმ […]

16 იანვარს თბილისის რამდენიმე რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ

თბილისის რამდენიმე რაიონის აბონენტებს, 16 იანვარს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ. ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს. შუქის მიწოდება შუწყდება შემდეგ ქუჩებს: მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის […]

სირსკი: უკრაინის სახმელეთო ჯარები პირველ რიგში ორიენტირებულნი არიან თავდაცვაზე

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, გენერალი ოლექსანდრ სირსკის თქმით, უკრაინის სახმელეთო ჯარები პირველ რიგში ორიენტირებულნი არიან თავდაცვაზე. ამის შესახებ სირსკიმ Reuters-თან ინტერვიუში ისაუბრა. “ჩვენი მიზნები უცვლელი რჩება: პოზიციების შენარჩუნება და მტრის დაღლა მაქსიმალური დანაკარგების მიყენებით”. – თქვა სირსკიმ. ამასთან, უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა აღნიშნა, რომ დანაკარგების მიუხედავად, რუსეთის მიზანია დონბასის რეგიონზე სრული კონტროლის მოპოვება. გარდა ამისა, […]

პოლონეთში მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების გამო უთანხმოებაა

პოლონეთის პრეზიდენტმა ორშაბათს დაგმო სახელმწიფო პროკურორის თანამდებობიდან გადაყენება. ამ ნაბიჯმა, სახელმწიფოს მეთაურსა და ახალ მთავრობას შორის კოჰაბიტაციის ფონზე, კონფლიქტი გამოიწვია. ახალი მთავრობის იუსტიციის მინისტრ ადამ ბოდნარს, წინა, “კანონისა და მართლმსაჯულების” (PiS) მთავრობის პოლიტიკის შეცვლა დაევალა, რომელმაც კრიტიკოსების თქმით, სასამართლოს სისტემაზე პოლიტიკური გავლენა გაზარდა. პარასკევს მან თქვა, რომ PiS მთავრობის მიერ, სახელმწიფო პროკურორის თანამდებობაზე დარიუშ ბარსკი […]

“ჰუთები” წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე იერიშს აგრძელებენ

იემენში, “ჰუთებმა” აშშ-ის კუთვნილ და მართულ კომერციულ გემ Gibraltar Eagle-ს დაარტყეს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, დაჯგფებამ თავდასხმისას გემსაწინააღმდეგო რაკეტა გამოიყენა. თუმცა, დაშავებულების ან მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. აშშ-ში დაფუძნებულმა ოპერატორმა, Eagle Bulk Shipping-მა განაცხადა, რომ გემს „ჭურვი“ მოხვდა, როცა ადენის ყურედან 100 მილის დაშორებით ცურავდა. შედეგად, გემმა შეზღუდული ზიანი მიიღო, თუმცა არცერთი მეზღვაური […]