გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი საქართველოში შეხვედრებს დღეს დაიწყებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში, საქართველოში შეხვედრებს დღეს დაიწყებს. ოფიციალური ინფორმაციით, რიჩარდ ნეფიუ ხელისუფლების, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება და ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამოწვევებს განიხილავს. რიჩარდ ნეფიუს საქართველოში ვიზიტს მმართველ გუნდში ეხმაურებიან. უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით, ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა ანტიკორუფციული მიმართულებით დადებითი შედეგების წარმოსაჩენად. “ამ მნიშვნელოვან […]
თითოეულ რუსულ რაკეტას ათობით კომპონენტი აქვს, რომლებიც შექმნილია სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროპის კომპანიების მიერ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული რაკეტების წარმოება და რუსული თავდაცვის ინდუსტრიის მუშაობა ეფუძნება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან ბუნდოვან კავშირებს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ასეთი ელექტრონული კომპონენტების გარეშე, რუსული ტერორი გაცილებით ნაკლები იქნებოდა, რაკეტების უფრო რთული წარმოების გამო. ზელენსკის თქმით, ექსპორტის ასეთ განსაკუთრებულ სახეობაზე კონტროლს დიდი მნიშვნელობა აქვს. […]
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს დავოსის ფორუმს შეუერთდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს დავოსის ფორუმს შეუერთდება, სადაც შეხვედრებს გამართავს კოლეგებთან, ბიზნესისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ასევე რამდენიმე პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. შვეიცარიის სამთო კურორტი, მსოფლიოს 54-ე ეკონომიკურ ფორუმზე, ამჯერად, 3 000 სტუმარს მასპინძლობს, რომელთაგანაც 60 სახელმწიფოს ლიდერია. ფორუმზე არ განიხილება მხოლოდ ეკონომიკა. მონაწილეები იმსჯელებენ მსოფლიოს გამოწვევებზე, უსაფრთხოებასა და გრძელვადიან […]
ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მძევლებთან დაკავშირებით, ახალი შეთანხმება მხოლოდ “ჰამასზე” სამხედრო ზეწოლით არის შესაძლებელი

ახლო აღმოსავლეთში ომი ისევ მიმდინარებს, ისრაელის სამხედრო მოქმედებები გრძელდება ღაზის სექტორის ცენტრალურ რაიონებში. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ღაზაში 132 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მძევლებთან დაკავშირებით, ახალი შეთანხმება მხოლოდ “ჰამასზე” სამხედრო ზეწოლით არის შესაძლებელი. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ანკლავის მომავალი მთავრობა ღაზის სექტორში უნდა გაიზარდოს და მას პალესტინელები უნდა მართავდნენ. “თუ ცეცხლი შეწყდება, მძევლების […]
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს

ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია. დელეგაცია, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელ პირებს ხვდება პეკინსა და შანხაიში. მთავარი საკითხი კი – შუა დერეფანია, თუმცა საუბრები მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების გამოწვევებსაც ეხება. პეკინში მყოფმა ქართულმა დელეგაციამ კიდევ ერთხელ მიიღო ურყევი პირობა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ჩინეთის მხრიდან მუდმივად მხარდაჭერილი იქნება. მმართველი […]
რუსეთის ქალაქ ვორონეჟში აფეთქებები იყო, მერმა საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში აფეთქებები იყო. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ სამხედროებმა დრონებით შეტევა მოიგერიეს. ვორონეჟის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევის თანახმად, გასულ ღამით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა დააზიანა რამდენიმე სახლი. გუსევის ცნობითვე, დაშავდა მოზარდი, რომელსაც სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს. სახლების დაზიანების და ხანძრების შესახებ იუწყებოდნენ რუსული ტელეგრამ-არხები Baza და Mash-ი. ვორონეჟში „საგანგებო სიტუაციის რეჟიმი“ გამოაცხადეს. ქალაქის მერმა […]
ალექსანდრე სირსკი – უკრაინის შეიარაღებული ძალები აქტიურ თავდაცვაში იმყოფება

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალები ახლა აქტიურ თავდაცვაში იმყოფება და ფრონტის აღმოსავლეთის 1000 კმ-იან მონაკვეთზე პოზიციების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა ალექსანდრე სირსკიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინელი დამცველები ახორციელებენ მცირე კონტრშეტევებს, აკავებენ მტერს, ეძებენ შესაძლებლობებს დარტყმისთვის, მოწინააღმდეგე კი ინიციატივის დაბრუნებას ცდილობს. „ჩვენი მიზნები უცვლელი რჩება: პოზიციების შენარჩუნება, […]
ირანის საგარეო მინისტრი – ვაფრთხილებთ ამერიკას და ბრიტანეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ომი იემენის წინააღმდეგ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს აფრთხილებს, იემენის წინააღმდეგ თავდასხმები შეწყვიტონ. „ვაფრთხილებთ ამერიკას და ბრიტანეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ომი იემენის წინააღმდეგ“, – განაცხადა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა. მისი თქმით, „ჰუსიტების“ მაღალჩინოსნებმა ირანს განუცხადეს, რომ გააგრძელებენ წითელ ზღვაში თავდასხმებს მანამ, სანამ გაგრძელდება გენოციდი ღაზის წინააღმდეგ ომში. შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ადენის ყურეში, ამერიკულ […]
რუსული მხარის ინფორმაციით, ვორონეჟში უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში, უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, – ამის შესახებ ქალაქის მერმა, ვადიმ ქსტენინმა განაცხადა. მანამდე, ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ვორონეჟზე უკრაინული დრონებით თავდასხმა მოიგერია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩამოგდებულია სამი დრონი. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია გოგონა. ერთ-ერთ კორპუსში აივანს ცეცხლი გაუჩნდა, კიდევ ორ მაღალსართულიან კორპუსსა […]
„ჰუსუტებმა“ ამერიკულ გემზე თავდასხმა განახორციელეს

ადენის ყურეში, ამერიკულ გემზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰუსიტებმა“ აიღეს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, იემენში მოქმედი დაჯგუფების გენერალმა, იაჰია სარიმ განაცხადა, რომ მათ ადენის ყურეში სამხედრო ოპერაცია განახორციელეს, რომლის ფარგლებშიც ამერიკულ ხომალდს „შესაბამისი სამხედრო-საზღვაო რაკეტებით“ დაარტყეს. გენერლის თქმით, დარტყმები ზუსტი და პირდაპრი იყო. „ჰუტისები“ პირობას დებენ, რომ იემენზე ნებისმიერი დარტყმა უპასუხოდ არ დარჩება. „ნებისმიერი […]