დახურული სივრცეების ხშირი ვენტილაცია, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, დროული კონსულტაცია ექიმთან და იზოლაცია – რას ურჩევენ ექიმები მოსახლეობას სეზონური ვირუსების გავრცელების გამო

სეზონური ვირუსების გამო, სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა გაზრდილია. ქვეყანაში, ძირითადად ”ა” ტიპის ვირუსები ცირკულირებს. ვირუსის სიმპტომებად ექიმები მაღალ ტემპერატურას, თავისა და სახსრების ძლიერ ტკივილს და მკვეთრად გამოხატულ სისუსტეს ასახელებენ. “მიმდინარე პერიოდში, ქვეყანაში აღინიშნება რესპირაციული სიმპტომებით მიმდინარე დაავადებების სეზონური მატება, რაც ყოველ სეზონზეა მოსალოდნელი. ამჟამად, არ არის განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი მატება და არ აღინიშნება ეპიდემია, ქვეყანაში არსებობს ეფექტური […]

Moss Signior : ნედლეულის ქვეყანაში შემოტანა ჩვენთვის გამოწვევაა

თბილისში მდებარე, სტაბილიზირებული ხავსის მწარმოებელი კომპანია Moss Signior -ის დამფუძნებელი, კონსტანტინე მუშკუდიანი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ნედლეულის ქვეყანაში შემოტანა მათთვის გამოწვევაა.

„ჰუსიტებმა“ ამერიკულ გემზე თავდასხმა განახორციელეს

ადენის ყურეში, ამერიკულ გემზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰუსიტებმა“ აიღეს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, იემენში მოქმედი დაჯგუფების გენერალმა, იაჰია სარიმ განაცხადა, რომ მათ ადენის ყურეში სამხედრო ოპერაცია განახორციელეს, რომლის ფარგლებშიც ამერიკულ ხომალდს „შესაბამისი სამხედრო-საზღვაო რაკეტებით“ დაარტყეს. გენერლის თქმით, დარტყმები ზუსტი და პირდაპრი იყო. „ჰუსიტები“ პირობას დებენ, რომ იემენზე ნებისმიერი დარტყმა უპასუხოდ არ დარჩება. „ნებისმიერი […]

დმიტრო კულება – იარაღი რომც დაგვიმთავრდეს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ, უკრაინისთვის სასწორზე ერის არსებობა დევს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ კონგრესს დრო ეწურება იმისთვის, რომ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარება დაამტკიცოს. ABC News-თან ინტერვიუში კულებამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის მეტი დაფინანსების გამოყოფა პოტენციურად თავიდან აიცილებს ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირ დაპირისპირებას, რომელშიც ამერიკელ ჯარებს ჩართვა მოუწევთ. „რაც არ უნდა იყოს ახლა უკრაინის მხარდაჭერის ფასი, მსოფლიოში არეულობის გამოსწორების ფასი, თუ […]

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 იანვარს 10:30-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ბაზალეთი, გრიგოლიანთკარი, მილახვრიანი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ. „10:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ცხვარიჭამია, ლელუბანი, წიწამური, ცხვარიჭამია, სოფელი გლდანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 […]

ირანი აცხადებს, რომ სარაკეტო იერიში მიიტანა ერაყში ისრაელის „ჯაშუშთა შტაბ-ბინაზე“

ირანმა გამოაცხადა, რომ ბალისტიკური რაკეტებით იერიშები მიიტანა ისრაელის „ჯაშუშებზე“ და ანტიირანელ „ტერორისტებზე“ ერაყსა და სირიაში. ირანის სახელმწიფო მედიით 15 იანვარს, ღამით გავრცელებული ცნობებით, გვარდიამ, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ სარაკეტო დარტყმები განახორციელა ისრაელის დაზვერვის სამსახურის, „მოსადის ჯაშუშების შტაბ-ბინაზე“ ერაყის ქურთისტანის ავტონომიაში. რევოლუციური გვარდია აცხადებს, რომ ეს „შტაბ-ბინა” ირანსა და რეგიონში „ჯაშუშური ოპერაციების და ტერაქტების დაგეგმვის” ცენტრი […]

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში აფეთქებები იყო | გამოცხადდა საგანგებო სიტუაცია

ღამით აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ ვორონეჟში, სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მერმა, ვადიმ ქსტენინმა დაწერა, რომ მოეწყო დროებითი განთავსების პუნქტები ევაკუირებული მოქალაქეებისთვის. მისივე თქმით, დაზიანებულია სახლები, ზარალის შესაფასებლად კომისია მუშაობას. რუსეთის ხელისუფლება იუწყება, რომ დრონებით შეტევა მოიგერიეს. თავდაცვის უწყება ამბობს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 5 და შეაჩერეს 3 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ვორონეჟის ტერიტორიაზე, ხოლო […]

ბაქოში მომხდარ აფეთქებას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

ბაქოში, ბინაგადის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სახელოსნოში მომხდარ აფეთქებას, საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, 35 წლის კაცი ბაქოში სამუშაოდ იყო წასული. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შეგახსენებთ, რომ აფეთქების შედეგად სულ 7 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 24. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კახეთში, 24 წლის ახალგაზრდის დაჭრაში ბრალდებულს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

24 წლის ახალგაზრდა კაცის დაჭრაში ბრალდებულს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. შემთხვევა გურჯაანში მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება სუფრასთან დაიწყო და შემდეგ ქუჩაში, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბის დროს, 24 წლის მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, დაკავებულია 40 წლამდე მამაკაცი. რაც შეეხება დაშავებულს – ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ექიმების თქმით, მისის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.