ერაყში, აშშ-ის საკონსულოსთან აფეთქებები მოხდა, პასუხისმგებლობა ირანმა აიღო

ერაყის ქალაქ ერბილში, აშშ-ის საკონსულოსთან რამდენიმე აფეთქება მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ერაყის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გუშაგთა კორპუსმა აიღო და განაცხადა, რომ მათ მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტების სამიზნე „ჯაშუშთა შტაბი და რეგიონის ნაწილებში ირანის საწინააღმდეგო ტერორისტულ თავშეყრები“ იყო. ქურთისტანის რეგიონული უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ თავდასხმას […]

The Best 2023. საუკეთესო მესია – კვარაცხელია მეათეა

ლონდონში The Best 2023-ის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა. ფიფამ სარეკორდო მესამედ საუკეთესოდ ლიონელ მესი (ინტერ მაიამი, არგენტინა) დაასახელა, რომელმაც ერლინ ჰოლანს (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია) და კილიან მბაპეს (პსჟ, საფრანგეთი) აჯობა. თავად ლეო ღონისძიებას არ დაესწრო. მესიმ და ჰოლანმა 48-48 ქულა დააგროვეს – არგენტინელი გამარჯვებული პირველ ადგილზე გასული რაოდენობის მიხედვით გახდა. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, საქართველო) შვიდი ქულით […]

The Best. საუკეთესო მესია – კვარაცხელია მეათეა

ლონდონში The Best-ის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა. ფიფამ სარეკორდო მესამედ სუკეთესოდ ლიონელ მესი (ინტერ მაიამი, არგენტინა) დაასახელა, რომელმაც ერლინ ჰოლანს (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია) და კილიან მბაპეს (პსჟ, საფრანგეთი) აჯობა. თავად ლეო ღონისძიებას არ დაესწრო. მესიმ და ჰოლანმა 48-48 ქულა დააგროვეს – არგენტინელი გამარჯვებული პირველ ადგილზე გასული რაოდენობის მიხედვით გახდა. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, საქართველო) მეშვიდე ადგილზე გავიდა. […]

The Best. მესი ფიფას ვერსიით მესამედ გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი

ლონდონში The Best-ის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა. ფიფამ სარეკორდო მესამედ სუკეთესოდ ლიონელ მესი (ინტერ მაიამი, არგენტინა) დაასახელა, რომელმაც ერლინ ჰოლანს (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია) და კილიან მბაპეს (პსჟ, საფრანგეთი) აჯობა. თავად ლეო ღონისძიებას არ დაესწრო. მესიმ და ჰოლანმა 48-48 ქულა დააგროვეს – არგენტინელი გამარჯვებული პირველ ადგილზე გასული რაოდენობის მიხედვით გახდა. საუკეთესო მეკარე – ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ბრაზილია) […]

ჰამასმა ისრაელს ორი მოკლული მძევლის გვამები აჩვენა

რადიკალურმა პალესტინურმა ორგანიზაცია ჰამასმა, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად არის მიჩნეული, ორშაბათს გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რომლებზეც, სავარაუდოდ, აღბეჭდილია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული ორი ისრაელელი მძევალი. ამას წინ უძღოდა ჰამასის ულტიმატუმი, რომ თუკი ისრაელი არ შეწყვეტს ღაზის დაბომბვას, მძევლები მოკლულ იქნებიან. როგორც Reuters-ი იტყობინება, ვიდეოში აღბეჭდილია 53 წლის იოსი შარაბისა და 38 წლის იტაი სვირსკის გვამები. თავიდან ისინი […]

გერმანიაში სიგარეტის ქურდობისთვის 1 ქართველი დააკავეს, 2-ს ეძებენ

გერმანიაში სიგარეტის ქურდობისთვის ერთი ქართველი დააკავეს, ორ ადამიანს კი ეძებენ. გერმანიის პოლიციის ცნობით, სავარაუდოდ, ეჭვმიტანილებიც ქართველები არიან. 12 იანვარს, ზეჰაუზენის რაიონში სამმა კაცმა სუპერმარკეტიდან დიდი რაოდენობით სიგარეტის კოლოფები მოიპარა. მათ ადგილიდან წასვლა შეუმჩნევლად შეძლეს, თუმცა, ერთ-ერთმა მოწმემ ქურდობა შეამჩნია და პოლიცია გამოიძახა. პოლიციამ დამნაშავეები ახლომდებარე სუპერმარკეტთან დაინახა, სადაც ერთ-ერთი მათგანი დააკავა. დანარჩენებმა კი ადგილიდან გაქცევა […]

ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი 5 ძირითადი ფაქტორი – BAG ინდექსი

ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორები 2023 წლის IV კვარტალში სპეციალისტების ნაკლებობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, სამუშაო ძალის ნაკლებობა, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა და მოთხოვნის სიმცირე იყო, – ამის შესახებ BAG ინდექსშია აღნიშნული, რომელსაც PMCG ავრცელებს. ინდექსის მიხედვით, 2023 წლის IV კვარტალში, 2023 წლის III კვარტალთან შედარებით, გაიზარდა იმ კომპანიების წილი (7%-ით), რომლებიც თვლიან, რომ მათი […]

ვაკის და სამგორის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება 24 საათით შეუწყდა | აღდგენის დრო

“თბილისი ენერჯის” ცნობით, თბილისში, ვაკის და სამგორის მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. როგორც კომპანია წერს, უმეტეს რაიონში ბუნებრივი აირის მიწოდება 16 იანვარს, 18:00 საათზე აღდგება.

უცხოელებისთვის აია-სოფიაში შესვლა ფასიანი გახდა

15 იანვრიდან, უცხოელებისთვის, მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიაში შესვლა ფასიანი გახდა. მსურველებს მეჩეთში შესასვლელად 25 ევროს გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ თავდაპირველად თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა, მეჰმეთ ნური ერსოიმ განაცხადა. ცნობილია, რომ უცხოელი ტურისტებისა და თურქეთის მოქალაქეებისთვის ადგილზე სხვადასხვა შესასვლელია მოწყობილი. “2024 წლის 15 იანვრიდან აია-სოფიაში შესვლა უცხოელი ვიზიტორებისთვის ფასიანი გახდება. თურქეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც აია-სოფიაში სალოცავად ჩამოდიან, […]

სალონიკში, ქართველი, ორსული ქალი მოკლეს – დაკავებულია ქალის პარტნიორი და მისი მეგობარი

სალონიკში 41 წლის ქართველი, ორსული ქალი მოკლეს – ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა 2024 წლის 1-ელ იანვარს მოხდა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქალს ერთ-ერთ ბინაში, სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით 39 წლის პარტნიორმა და მისმა 34 წლის მეგობარმა მიაყენეს, რის შემდეგაც მის ჯიბეში არსებული 80 ევრო აიღეს. მედიის ცნობით, მოკლული ქალი, პოლიციამ, 8 […]