ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი სამყაროს წინსვლაზე, შესაძლებლობების უფრო ხელმისაწვდომობასა და უსაფრთხოებაზე – კლაუს შვაბი

დავოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლის, კლაუს შვაბის განცხადებით, მთავრობები, ბიზნესი და საზოგადოება პასუხისმგებლები არიან სამყაროს წინსვლაზე, შესაძლებლობების უფრო ხელმისაწვდომობასა და უსაფრთხოებაზე. “ნდობა არის არა მხოლოდ გრძნობა, ნდობა არის ვალდებულებები, იმოქმედო, გჯეროდეს და იმედი გქონდეს. მოქმედება არის ნდობა უკეთესი მომავლისთვის. ეს ნარატივი არ არის მხოლოდ მოკლევადიანი ინდივიდუალური წარმატებისთვის, ეს არის ერთად დგომა, ჩვენი სამყაროს დაცვისა და გაძლიერებისთვის, […]
მანჯგალაძე: სტრატეგია აღმაშენებელი ნიშნავს დიდი დავით აღმაშენებლის გზის გაგრძელებას

პარლამენტის თავმჯდომარე რელიგიურმა თემატიკამ ძალიან გაიტაცა. ჩემთვის მართლმადიდებლობა რელიგია არ არის, ცხოვრების წესია. იმის თქმა, რომ ვინმე ებრძვის და პაატა მანჯგალაძემ ამაზე თავი უნდა იმართლოს, ვინც ამას აკეთებს, მისი მხრიდან ეს მკრეხელობაა. ღმერთთან ბრძოლის დაბრალებას, ფარისევლის გარდა, სხვა არ იზამს. ამაზე თავის მართლებას არ ვაპირებ. თუ ვინმე ეკლესიას ებრძვის, ის ხალხია, ვინც ტაძარში სტალინი შეიტანა. […]
„პრობლემა განსაკუთრებით მშენებლობის სექტორშია“ – საქართველოში კადრების მოძიება კომპანიების მხოლოდ 2%-ს არ უჭირს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის კვლევის მიხედვით, რომელიც PMCG კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა, 2023 წლის IV კვარტალში გამოკითხულ კომპანიათა 65%-ისთვის საჭირო კადრების მოძიება სირთულეებთანაა დაკავშირებული. მაჩვენებელი მცირედით, 1%-ით შემცირდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სირთულეები მხოლოდ გამოკითხულთა 2%-ს არ ექმნება, რაც ჩამოუვარდება 2022 წლის IV კვარტალის მაჩვენებელს, როცა კადრების მოძიება პრობლემას 8%-ისთვის არ წარმოადგენდა. სექტორების მიხედვით, […]
“რომას” დე როსი ჩაიბარებს

როგორც გაცნობეთ, დღეს, “რომამ” ჟოზე მოურინიო არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ოფიციალურად გაათავისუფლა. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “მგლებს” გუნდის ყოფილი ნახევარმცველი, დანიელე დე როსი ჩაიბარებს. დე როსი “ჯალოროსის” ღირსებას 2001/2019 წლებში იცავდა, კარიერა კი 2020 წელს, “ბოკა ხუნიორსში” დაასრულა და სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო და “სპალი” ჩაიბარა, ამჟამად კი უმუშევარია. დე როსის იტალიის ნაკრებში 117 მატჩი აქვს ჩატარებული.
“იქ შეიძლება სხვადასხვა კომპანიების ტექნიკები იყოს” | ბენდელიანის განმარტება წერეთელზე, “პარმას” მუშაობაზე

იქ შეიძლება სხვადასხვა კომპანიების ტექნიკები იყოს – ასე ხსნის თბილისის მერის მოადგილე წერეთლის გამზირზე შპს პარმას გამოჩენას მაშინ, როდესაც მერიას სარეაბილიტაციო სამუშაოების გასაგრძელებლად ახალ კომპანიასთან კონტრაქტორი ჯერ არ გაუფორმებია. “პარმას” წარმომადგენლები წერეთლის გამზირზე გასულ ღამეს მივიდნენ. მათ თანამშრომლებს ადგილზე დღეს დილით “მთავარი არხი” ესაუბრა. მერიაში წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განმარტებები კალაძის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა გააკეთა […]
ევროკავშირმა უკრაინისთვის აღმოჩენილი დახმარების აუდიტი დაიწყო

ბრიუსელი აუდიტს ატარებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან კიევისთვის აღმოჩენილ დახმარებაზე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პერიოდში. ამის შესახებ სამშაბათს იტყობინება ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი, რომელიც სამ ინფორმირებულ დიპლომატიურ წყაროს ეყრდნობა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, შემოწმება ხდება პასუხად განცხადებებზე, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ უკრაინას ვერ გაუგზავნა იმ მოცულობის დახმარება, რაც მათ ხელეწიფებოდათ. კერძოდ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა […]
ანა ნაცვლიშვილი – შალვა პაპუაშვილმა ისრების სხვაგან გადატანას თავი დაანაბოს და საზოგადოებას უთხრას, რას ფიქრობს სტალინის როლზე – თქვას, რა ფაქტორი იყო სტალინი – დადებითი თუ უარყოფითი

შალვა პაპუაშვილმა ისრების სხვაგან გადატანას თავი დაანაბოს და საზოგადოებას, მათ შორის, ქართული ეკლესიის გულშემატკივრებს უთხრას, რას ფიქრობს სტალინის როლზე საქართველოსა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში – თქვას, რა ფაქტორი იყო სტალინი – დადებითი თუ უარყოფითი, – აღნიშნული განცხადება პარლამენტში, „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა. ნაცვლიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოზიციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „თუ […]
კატარის საგარეო საქმეთა მინისტრი – ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის გარეშე მშვიდობის მიღწევა არ მოხდება

ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის გარეშე მშვიდობის მიღწევა არ მოხდება, – ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. „არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა იმისთვის, რომ რეალური გადაწყვეტის გარეშე, ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის გარეშე, დავუბრუნდეთ იმას, რაც 7 ოქტომბრამდე იყო“, – განაცხადა შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ. […]
წლის ბოლომდე რეფერენტული ფასი ურეცეპტო მედიკამენტებზეც გავრცელდება

წლის ბოლომდე რეფერენტული ფასი ურეცეპტო მედიკამენტებზეც გავრცელდება. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ლელა სულაბერიძემ „რადიო პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა. „ამ ეტაპზე რეფერენტული ფასები ეხება ძირითადად რეცეპტორულ მედიკამენტებს, თუმცა ამ წლის ბოლომდე ეს მიდგომა გავრცელდება არა რეცეპტორულ (ურეცეპტო) მედიკამენტებზეც და განსაკუთრებით იმ ტიპის მედიკამენტებზე, რომლის მოხმარებაც განსაკუთრებით მაღალია საქართველოს […]
ზელენსკი დავოსში ნატო-ს გენმდივანს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი დავოსში ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. განიხილეს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები. ზელენსკიმ და სტოლტენბერგმა ისაუბრეს ასევე უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და ვაშინგტონში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისთვის მზადებაზეც. ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, სიტყვით გამოვა.