ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ნორვეგია და მოკავშირეები ერთიანი პალესტინის მთავრობის კონცეფციაზე მუშაობენ

ნორვეგია და მოკავშირეები ერთიანი პალესტინის მთავრობის კონცეფციაზე მუშაობენ, – ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ბარტ ეიდემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. „ჩვენთან არაერთი ქვეყანა მუშაობს, ცდილობს ფართო ერთიანობის მთავრობა შექმნას“, – განაცხადა ესპენ ბარტ ეიდემ. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტაზე მუშაობა აქტუალური ხდება, რადგან კონფლიქტი რეგიონში ვრცელდება. […]

ირაკლი კობახიძე – წარმატების ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიას და ჩვენს იდენტობას

რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა მიმართულია პირდაპირ სახელმწიფოს, ეკლესიის და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაზეც დგას ჩვენი ქართული იდენტობა – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, წარმატების ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიას და იდენტობას. „ეს არ არის ახალი. ჩვენ ვხედავთ მთელი ამ […]

გაერო – უკრაინაში დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა 26.5%-ით გაიზარდა

უკრაინაში 2023 წლის დეკემბერში, სულ მცირე, 592 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაიჭრა, რაც წინა თვესთან შედარებით 26.5 პროცენტით მეტია, – ამის შესახებ უკრაინაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ანგარიშშია აღნიშნული. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დეკემბერში მშვიდობიან მოსახლეობაში დაფიქსირებული მსხვერპლის ზრდა არღვევს 2023 წელს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის კლების ტენდენციას. „დეკემბერში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო […]

Wizz Air ქუთაისიდან რომში ფიუმიჩინოს ნაცვლად ჩამპინოს აეროპორტში იფრენს

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან რომში ფიუმიჩინოს ნაცვლად ჩამპინოს აეროპორტში იფრენს. ავიაკომპანია აეროპორტს 31 მარტიდან შეცვლის, 30 მარტის ჩათვლით კი ფრენები ფიუმიჩინოს აეროპორტში შესრულდება. ამის შესახებ Wizz Air-ის აპლიკაციაშია მითითებული. „კომერსანტი“ ინფორმაციის გადამოწმებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ავიაკომპანია Wizz Air-თან შეეცადა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ოფიციალურად ინფორმაციას ქუთაისი-რომის რეისზე რომის აეროპორტების […]

როგორია წლევანდელი ციტრუსის სეზონი? – სექტორის წარმომადგენლები ვითარებას არაერთგვაროვნად აფასებენ

„წელს იყო ყველაზე ცუდი ციტრუსის სეზონი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას კომპანია „აგროინვესტსერვისის“ დირექტორმა ვაჟა მკურნალიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი ცუდი კლიმატური პირობები და დეკემბრის მეორე ნახევარში ლარსის გამშვები პუნქტის დაკეტვა იყო. საპირისპიროს აცხადებს „კომერსანტთან“ საუბრისას „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ვახტანგ ბეჟიტაშვილი. მისი თქმით, ფერმერებმა ციტრუსის მოსავლის რეალიზება შეძლეს, წელს […]

გურჯაანში ბასკეთის გასტრონომიული აკადემიის მშენებლობის მეორე ეტაპი დაიწყო

ბასკეთის კულინარიული ცენტრის ხელშეწყობით, გურჯაანში გასტრონომიული მიმართულების აკადემიის მშენებლობა მეორე ეტაპი მიმდინარეობს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ პროექტის ინიციატორმა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განუცხადა, პროექტირების პროცესს დიდი პერიოდი დასჭირდა, რომელიც საკმაოდ რთული იყო, თუმცა პროექტი ვადებში შესრულდება და 2025 წელს სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს. როგორც სონღულაშვილი განმარტავს, ამიერკავკასიის რეგიონში ამ მასშტაბის კულინარიული […]

TI: მთავრობა მალავს როგორ შეუცვალა პრივატიზაციის პირობები ჩხარტიშვილის კომპანიას

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორის, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანიისთვის გადაცემული ქონების პრივატიზაციის პირობებში. თუმცა, როგორც TI აცხადებს, მთავრობის ადმინისტრაცია არ ასაჯაროებს, კონკრეტულად რა შეიცვალა. საუბარია 2023 წლის 4 დეკემბრის განკარგულებაზე, რომლის თანახმადაც, „სომგოს კომპანიისათვის“ 2014 წელს გადაცემული ქონების პრივატიზაციის პირობებში ცვლილება შევიდა. „2014 წელს სახელმწიფომ „სომგოს […]

„თეგეტა მოტორსი“ აზერბაიჯანში MOTUL-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

დავით ჩხაიძე, „თეგეტა პრაიმ პროდაქტსის“ დირექტორი: „თეგეტასა და MOTUL-ის 14-წლიანი თანამშრომლობა დაფუძნებულია მუდმივი ზრდისა და განვითარების საერთო ხედვაზე. ორმხრივმა ნდობამ კი გააჩინა ჩვენი პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა და უკვე იანვრიდან საქართველოს საზღვრებს გარეთ გავედით. 2024 წელს აზერბაიჯანის ბაზარზე შევალთ სასტარტო რაოდენობით და ვფიქრობთ, 40-50 ტონა პროდუქციას გავყიდით. მოლოდინები საკმაოდ მაღალია და ბაზრის მასშტაბებიდან გამომდინარე, […]

ცხინვალი და მანაგუა თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ

ოსური მედიის ცნობით, სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] ელჩი ნიკარაგუაში ნარიმ კოზაევი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით შეხვედრებს მართავს. დე ფაქტო საგარეო უწყების ცნობით, მანაგუაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ნიკარაგუას საგარეო საქმეთა მინისტრთან და ასევე ინვესტიციების, ვაჭრობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში ნიკარაგუას პრეზიდენტის მრჩეველთან. 2008 წლის აგვისტოს ომის გამო რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის [ისევე, როგორც აფხაზეთის] […]

წარმატების ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიასა და ჩვენს იდენტობას – ირაკლი კობახიძე

რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა მიმართულია პირდაპირ სახელმწიფოს, ეკლესიისა და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაზეც დგას ჩვენი ქართული იდენტობა, – განაცხადა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის თქმით, წარმატების ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიასა და იდენტობას. “ეს არ არის ახალი. მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ, რომ […]