ცხინვალი და მანაგუა თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ

ოსური მედიის ცნობით, სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] ელჩი ნიკარაგუაში ნარიმ კოზაევი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით შეხვედრებს მართავს.
დე ფაქტო საგარეო უწყების ცნობით, მანაგუაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ნიკარაგუას საგარეო საქმეთა მინისტრთან და ასევე ინვესტიციების, ვაჭრობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში ნიკარაგუას პრეზიდენტის მრჩეველთან.
2008 წლის აგვისტოს ომის გამო ს მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის [ისევე, როგორც ს] აღიარების შემდეგ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა ნიკარაგუამ, ვენესუელმა, ნაურუმ, ტუვალუმ, სირიამ. შესაბამისად, სოხუმი და ცხინვალი მოსკოვის დახმარებით მათთან სხვადასხვა ტიპის ურთიერთობის გარღმავებაზე საუბრობენ.