კატარის პრემიერმინისტრი: ისრაელი ორი სახელმწიფოს პრინციპს უნდა მიჰყვეს

კატარის პრემიერმინისტრმა, მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ დავოსში ისრაელი-ჰამასის კონფლიქტზე ისაუბრა და თქვა, რომ საჭიროა ისრაელი კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტას მიჰყვეს. კატარის პრემიერმინისტრის თქმით, ისრაელის სტრატეგია აღნიშნულ კონფლიქტში მოკლე ვადაში ეფექტური უნდა იყოს და ორი სახელმწიფოს პრინციპით კონფლიქტის გადაჭრა გარდაუვალია. ალ-თანიმ ასევე თქვა, რომ პალესტინურმა მხარემ ასევე უნდა უერთგულოს ორი სახელმწიფოს პრინციპს. მისი თქმით, ჰამასი […]
“რომამ” ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა

ჟოზე მოურინიო იტალიის სერია A-ს კლუბის, რომას მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. პორტუგალიელი მწვრთნელი რომაში 2021 წლიდან მუშაობდა. კლუბთან ერთად მოურინიო კონფერენციის ლიგის გამარჯვებული გახდა. ტიტულოვანი კლუბს არც თუ ისე კარგი სეზონი აქვს და ამ დროისთვის იტალიის ჩემპიონატში მე-9 ადგილს იკავებს. რომამდე პორტუგალიელი სპეციალისტი 2019-2021 წლებში ინგლისის პრემიერლიგის კლუბ ტოტენჰემს წვრთნიდა. სხვადასხვა წლებში მოურინიოს მწვრთნელის რანგში […]
თბილისის ზოგ ქუჩას წყალი 39 საათით შეუწყდება

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება 39 საათით შეუწყდება. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, მიზეზია ასიათასი მოწამის ქუჩაზე, მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები. შედეგად, 17 იანვრის 01:00 საათიდან 18 იანვრის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონში ქობულეთის ქუჩას N22-42 (ლუწები), ქობულეთის შესახვევს, შატბერაშვილის, მარაბდის, ნინო ჟვანიას, მცხეთის, შროშის, ტაბიძის, ცხვედაძის და მარუხის გმირების ქუჩებს, რაზმაძის ქუჩას N1-25 […]
2023 წელს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა რუსული Unistream-დან და Zolotaya Korona-დან იგზავნებოდა

2023 წლის განმავლობაში საქართველოში 4,1 მლრდ დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა. ფულადი გზავნილების სისტემებს შორის 2023 წლის მაჩვენებლებით პირველ და მეორე ადგილზე Unistream და Zolotaya Korona აღმოჩნდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზაფხულში რუსული Unistream-ის აშშ-ის სანქციების ქვეშ მოხვედრის შემდეგ, ფულადი გზავნილების აღნიშნული კომპანია, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში ყველაზე პოპულარული იყო და პირველ ადგილს იკავებდა, 2023 წლის ბოლო […]
ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია რუსული ფლოტის გაყვანა შავი ზღვიდან | ზელენსკი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა დავოსში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე ბიზნესის წარმომადგენლებს მიმართა და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდა: ”უკრაინას შეუძლია მოიგოს ეს ომი, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათი ბრძოლის გაძლიერება. უკრაინელებს სჭირდებათ პროგნოზირებადი დაფინანსება 2024 წლის განმავლობაში და მის შემდეგ”, – განუცხადა მან ბიზნეს ლიდერებს ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი და ნატოს გენერალური მდივანიც […]
მთავრობამ ვანო ჩხარტიშვილის ოფშორულ კომპანიას პრივატიზაციის პირობები შეუცვალა, დეტალები უცნობია

4 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორის, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანიისთვის გადაცემული ქონების პრივატიზაციის პირობებში. ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაცია არ ასაჯაროებს, კონკრეტულად რა შეიცვალა. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია კორუფციისადმი მოწყვლადი სფეროა, განსაკუთრებით როდესაც ქონება ოფშორულ კომპანიებს გადაეცემა, აუცილებელია გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტის დაცვა. როგორც არასამთავრობო ორგანიზციაში […]
ლევან ბეჟაშვილი – თუ ახალი პოლიტიკური გაერთიანების ამოცანაა ე.წ. შუაშისტი ამომრჩევლის მობილიზება, მისასალმებელია – თუ მიზანია „ნაცმოძრაობის“ ელექტორატის გახლეჩა, ეს იქნება წარუმატებელი

თუ ახალი პოლიტიკური გაერთიანების ამოცანა იქნება ე.წ. შუაშისტი ამომრჩევლის მობილიზება და დაორგანიზება, მისასალმებელია – თუ მიზანი იქნება „ნაცმოძრაობის” ელექტორატის გახლეჩა, ეს იქნება წარუმატებელი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობა” ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემის მომხრე არ არის და საზოგადოებას მრავალფეროვანი პოლიტიკური არჩევანი უნდა ჰქონდეს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მომხრეა არ […]
ნინო წილოსანი – საქართველოს როგორც შუა დერეფანს და საქართველოს როგორც „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ მონაწილე ქვეყანას, დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა შეუძლია ჩინეთთან თანამშრომლობით

ჩინეთში ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გვექნება ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან. ჩინეთთან თანამშრომლობა ძალიან საინტერესოა საქართველოსთვის, ისევე როგორც მსოფლიოს უდიდესი ქვეყნები სხვადასხვა ურთიერთობებს და კავშირებს ამყარებენ მსოფლიოში ნომერ მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან, ჩინეთთან. საქართველოსთვისაც ეს ინტერესი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა. ნინო წილოსანმა ჩინეთის […]
ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ ათობით ობიექტს დაარტყა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე, ვადი სალუკის რაიონში „ჰეზბოლას“ ობიექტების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებისა და საარტილერიო დაბომბვის დიდი ტალღა განახორციელა. თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა და საარტილერიო დანაყოფებმა „ჰეზბოლას“ ათობით ობიექტს დაარტყეს, მათ შორის სადამკვირვებლო პუნქტებს, სამხედრო შენობებსა და სხვა ინფრასტრუქტურას. ისრაელი ირწმუნება, რომ „ჰეზბოლა“ ვადი სალუკის ტერიტორიას ტერორისტული მიზნებისთვის იყენებს […]
ლევან ბეჟაშვილი – „ქართული ოცნება“ და შალვა პაპუაშვილი მუდმივად მანიპულირებენ ეკლესიის და რელიგიის თემით

ქართული ეკლესიის დისკრედიტაციაა, როცა გელათის რეაბილიტაცია პრაქტიკულად ჩავარდნილია, ის, რაც ხდება ჯვრის მონასტერში, კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლებთან მიმართებით და ის, რაც ხდება ეპისკოპოსების და მღვდელმსახურების მოსმენებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ოპოზიციას ეკლესიასთან ბრძოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით, „ქართული ოცნება” და შალვა პაპუაშვილი მუდმივად მანიპულირებენ […]