უამინდობის გამო, შესაძლოა, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული. “საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა”, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ერბილში მიტანილი იერიშების გამო ერაყმა ირანის ელჩი გამოიძახა და საკუთარი ელჩი გამოიხმო

ირანის მიერ ერაყის ქურთისტანის ავტონომიურ ოლქზე მიტანილი იერიშების გამო ბაღდადმა მეზობელი ქვეყნის ელჩი გამოიძახა და საკუთარი დიპლომატი თეირანიდან გამოიხმო. როგორც ერაყში ამბობენ, გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყნის “სუვერენიტეტზე თავდასხმისთვის” ირანის წინააღმდეგ საჩივარს წარუდგენენ. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მათ ერაყში, ქურთისტანის რეგიონში ისრაელის სადაზვერვო სამსახურის, მოსადის ჯაშუშების შტაბზე ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს იერიში. აფეთქები აშშ-ს საკონსულოს […]
17 იანვარს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონში თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონში მოსალოდნელია თოვლი, ქარბუქი და გზებზე ლიპყინული. “საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა”. – წერია სააგენტოს განცხადებაში.
თურქეთმა საჰაერო იერიშები მიიტანა ერაყსა და სირიაში მდებარე ობიექტებზე

ოფიციალურმა ანკარამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში ქურთ მებრძოლებზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად გაანადგურა 23 სამიზნე. დარტყმები განხორციელდა მეტინას, გარას, ჰაკურკისა და ყანდილის რეგიონებში ჩრდილოეთ ერაყში. “განადგურდა ოცდასამი სამიზნე, მათ შორის გამოქვაბულები, თავშესაფრები, გვირაბები, საბრძოლო მასალის საწყობები, ტერორისტული ორგანიზაციის მიერ გამოყენებული მასალები და ობიექტები”, – ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბევრი […]
მთავრობამ ვანო ჩხარტიშვილის ოფშორულ კომპანიას პრივატიზაციის პირობები შეუცვალა და დეტალებს არ ასაჯაროებს | TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) ინფორმაციით, 4 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორის, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანიისთვის გადაცემული ქონების პრივატიზაციის პირობებში. თუმცა, TI-ის თქმით, მთავრობის ადმინისტრაცია არ ასაჯაროებს, კონკრეტულად რა შეიცვალა. ამიტომაც, ორგანიზაცია მთავრობის ადმინისტრაციას მოუწოდებს, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, უარი თქვას მთავრობის განკარგულებებისა და პრემიერმინისტრის ბრძანებების დამალვის უკანონო პრაქტიკაზე და […]
“ჩვენ თანხა მივიღეთ მხოლოდ ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოებში” | “მილენიუმ ბილდერ გრუპის” ხელმძღვანელი მერიის ბრალდებებს პასუხობს

“არ მომისმენია კომენტარი, არ ვიცი რაზეა საუბარი” – ასე პასუხობს კომპანია “მილენიუმ ბილდერ გრუპის” ხელმძღვანელი შეკითხვას, რას გულისხმობს კალაძის მოადგილე, როდესაც ამბობს, რომ უხარისხო სამუშაოების გამოსწორება თავადვე მოუწევთ. გიორგი ბუტიკაშვილის თქმით, მათ თანხა ხარისხიანად შესრულებული სამუშაოებისთვის მიიღეს: “ჩვენ გვაქვს მერიასთან ოფიციალური მიწერ-მოწერა, რომელიც არის საჯარო და შეგიძლიათ გამოითხოვოთ და იქ ჩვენს პოზიციას ყველა საკითხთან დაკავშირებით […]
თბილისში დაკარგული დათი გავაშელი იპოვეს

თბილისში დაკარგული ახალგაზრდა, დათი გავაშელი იპოვეს. ის თავს კარგად გრძნობს: “ვიპოვეთ ხალხო!!!! კარგად არის!!!! ყველას დიდი მადლობა აი სულ ყველას !!!” წერს მისი მეგობარი შეგახსენებთ, გავაშელს გასული ღამის მერე ეძებდნენ. დიდი დიღმიდან, სახლიდან ის ძაღლთან ერთად გავიდა. ძაღლი დღეს დილით იპოვეს.
ცერებრული სინუსის თრომბოზი – დროული დიაგნოსტირების და მკურნალობის მეთოდები – ქეთევან მიქელაძე

„ალიას“ ესაუბრება ნიუ ჰოსპიტალსის ექიმი, ნეიროქირურგი, ნეიროინტერვენციონისტი, მედიცინის დოქტორი, ქეთევან მიქელაძე, რომლის სპეციალიზაციაა ნეოროქირურგია, ენდოვასკულარური ქირურგია, იტერვენციული რადიოლოგია, ანევრიზმების მკურნალობა. გამოცდილება აქვს მიღებული საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის და გერმანიის წამყვან კლინიკებში. არის ინტერვენციული და თერაპიული ნეირორადიოლოგიის მსოფლიო ფედერაციის წევრი, მონაწილეობა აქვს მიღებული 2 000–ზე მეტ ქირურგიულ ჩარევაში, არის 41 პუბლიკაციის, 3 წიგნის და 35 […]
კილიან მბაპემ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

კილიან მბაპე “პარი სენ ჟერმენის” დატოვებას და მადრიდის “რეალში” გადასვლას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას აბდელა ბულმა ავრცელებს. წყაროს ცნობით, ფრანგმა ნასერ ალ ხელაიფის უთხრა, რომ მომდევნო სეზონში პსჟ-ში აღარ იასპარეზებს. ცნობილია, რომ შემტევს “ბლანკოსთან” კონტრაქტი ჯერჯერობით არ შეუთანხმებია, თუმცა “რეალის” პრეზიდენტთან ფლორენტინო პერესთან მუდმივად კონტაქტზეა. შეგახსენებთ, კილიან მბაპემ მიმდინარე სეზონში “პარი სენ ჟერმენის” მაისურით ყველა […]
“კარგად არის” – თბილისში დაკარგული ახალგაზრდა კაცი იპოვეს

თბილისში დაკარგული ახალგაზრდა კაცი, დათი გავაშელი იპოვეს. ინფორმაციას მისი მეგობრები ავრცელებენ. “ვიპოვეთ ხალხო!!!! კარგად არის!!!! ყველას დიდი მადლობა. აი, სულ ყველას” – წერს გუგა ხარშილაძე. სწორედ მან გაავრცელა Facebook-ში დაკარგვაზე ინფორმაცია. დათი გავაშელს 15 იანვრის 17:00 საათიდან ეძებდნენ. თავდაპირველად ის თავის ლაბრადორთან ერთად, დიღმის მასივის ტერიტორიაზე, გრძელი მწვანე ქურთუკით შენიშნეს. მოგვიანებით გავაშელი კამერებმა ასევე ძაღლთან […]