მაკრონი აცხადებს უკრაინისთვის დამატებითი იარაღის მიწოდების გეგმას, ამბობს, რომ შეძლებს ითანამშრომლოს ტრამპთან

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 16 იანვარს გამოაცხადა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს დამატებითი გრძელი რადიუსის რაკეტების და ბომბების მიწოდებას უკრაინისთვის. ამასთან, მაკრონმა მიანიშნა, რომ შეძლებდა თანამშრომლობას დონალდ ტრამპთან, თუკი ამ უკანასკნელს კვლავ აირჩევენ აშშ-ის პრეზიდენტად. “მე ვთანამშრომლობ ლიდერებთან, რომლებსაც ხალხი მაძლევს” – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე. მაკრონის თქმით, იმის მიუხედავად თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის არჩევნებში, ევროპა უნდა […]

თბილისის “დინამომ” თურქულ შეკრებაზე ხუთი სპარინგი დაგეგმა

ხუთი დღეა, რაც დედაქალაქური “დინამო” დიღმის ბაზაზე შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ანდრეს კარასკოს გუნდი 27 იანვრამდე თბილისში გაივლის შეკრებას და ორ ტესტ-მატჩს გამართავს – 20 იანვარს “ლოკომოტივთან”, ხოლო 25 იანვარს “თელავთან”. 27 იანვრიდან მზადების მეორე ეტაპს დინამო თურქეთში გაივლის, სადაც 20 თებერვლამდე დარჩება და ხუთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. 31 იანვარს პრაღის “ბოჰემიანსს” (ჩეხეთი) […]

ბაიდენმა კანონმდებლები შეხვედრაზე მიიწვია, უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის განსახილველად

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის ლიდერები მიიწვია თეთრ სახლში შეხვედრაზე, რომელიც 17 იანვარს უნდა გაიმართოს, უკრაინისთვის დახმარების მიწოდების გაგრძელების საკითხზე – აცხადებს თეთრი სახლი იმ ფონზე, როცა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში დასავლეთს ერთიანობისკენ მოუწოდა უკრაინის მხარდაჭერის პროცესში. ბაიდენმა მიიწვია წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ლიდერები, რათა “განხილულ იქნეს ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი თხოვნის კრიტიკული მნიშვნელობა” – […]

“ნაპოლი” ორი შემტევის დამატებასთან ახლოსაა

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ 23 წლის ბელგიელი გარემარბი სირილ ნგონჟი “ვერონადან” “ნაპოლიში” გადავა. მხარეებმა უკვე ყველა დეტალი შეათანხმეს და ეს სიამოვნება ნეაპოლურ კლუბს 18 მილიონი ევრო დაუჯდება, პლუს 2 მილიონი “ვერონამ” შეიძლება ბონუსების სახით მიიღოს. ნგონჟიმ ამ სეზონში სერია A-ს 19 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის დღეს სამედიცინო შემოწმებას […]

ირანმა იერიში მიიტანა მისი თქმით ექსტრემისტების ობიექტებზე პაკისტანში, ისლამაბადის განცხადებით, დაღუპულია ორი ბავშვი

ირანმა იერიში მიიტანა პაკისტანის არეალზე, რომელსაც, ირანის განცხადებით, ბაზად იყენებს ექსტრემისტული ჯგუფი, ჯაიშ ალ-ადლი – რითიც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაღრმავდება დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში, სადაც ისრაელი ღაზის სექტორში ომს აწარმოებს. პაკისტების განცხადებით, 16 იანვარს განხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლა ორი ბავშვი, დაიჭრა კიდევ სამი ადამიანი, პაკისტანი თავდასხმას უწოდებს მისი საჰაერო სივრცის პროვოცირების გარეშე დარღვევას. ინფორმაციის გარშემო დაბნეულობაა, რადგან […]

7-კაცა | დუბაიდან მე-8 ადგილით

საქართველოს 7-კაცამ მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის პირველი, დუბაის (არაბეთის გაერთიანებული საამირო) ეტაპი მე-8 ადგილზე დაასრულა. ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდებმა ჯგუფურ ეტაპზე ორი შეხვედრა მოიგეს, რითაც თასის 1/4-ფინალის საგზური მოიპოვეს, თუმცა ფლეი ოფში მოვლენები ჩვენს საწინააღმდეგოდ განვითარდა. პირველი მატჩი ტურნირის მოგების ერთ-ერთ ფავორიტ ურუგვაისთან გვქონდა და მეტოქე პირველ ტაიმში ორი ლელოთი დაწინაურდა. შესვენების შემდეგ, […]

აშშ-მა კიდევ განახორციელა დარტყმა იემენში განთავსებული ჰუთი მეამბოხეების ობიექტებზე

აშშ-მა 16 იანვარს ახალი დარტყმა განახორციელა იემენში განთავსებული ჰუთი მეამბოხეების ობიექტებზე, რაც ბოლო დღეებში მესამე შეტევაა ირანის მიერ მხარდაჭერილი ამ ჯგუფის წინააღმდეგ – აცხადებს აშშ-ის ორი ოფიციალური პირი. ღამით განხორციელებულმა შეტევამ გაანადგურა ჰუთების ოთხი ბალისტიკური რაკეტა, რომლებიც წარმოადგენდნენ მწვავე საფრთხეს სავაჭრო და აშშ-ის ფლოტის ხომალდებისთვის რეგიონში – აშშ-ის წარმომადგენელთა ამ სიტყვებს ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო AP. […]

პაკისტანი: ირანმა საჰაერო სივრცე დაარღვია – არაპროვოცირებულ იერიშში ორი ბავშვი მოკლეს

16 იანვარს ირანის სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყუდსის ძალებმა დასავლეთ პაკისტანში ბელუჯისტანის ტერორისტული დაჯგუფების “ჯაიშ ალ-ადლის” პოზიციებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. თუმცა, მალევე სამთავრობო მედიამ აღნიშნული ცნობები ახსნის გარეშე აიღო. მოგვიანებით, პაკისტანმა გაავრცელა განცხადება, რომ ირანის იერიშებმა ორი ბავშვი მოკლა, ხოლო კიდევ სამი დაიჭრა. პაკისტანის თქმით, ეს ირანის მხრიდან მათი […]

ირანი: დასავლეთ პაკისტანში ბელუჯი ტერორისტების ორ ბაზაზე სარაკეტო იერიში მივიტანეთ

ირანული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყუდსის ძალებმა, სავარაუდოდ, დასავლეთ პაკისტანში ბელუჯისტანის ტერორისტული დაჯგუფების “ჯაიშ ალ-ადლის” პოზიციებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ირანული მედიის მიერ გავრცელებული ცნობებით, ირანმა ბელუჯისტანის ტერორისტების ორ სამხედრო ბაზაზე რაკეტებითა და დრონებით მიიტანეს იერიში. მოგვიანებით სამთავრობო მედიამ აღნიშნული ცნობები ახსნის გარეშე აიღო. ჯაიშ ალ-ადლი სუნიტური პაკისტანში, ირანის საზღვართან მოქმედი დაჯგუფებაა, […]

ანა ნაცვლიშვილი – შალვა პაპუაშვილმა ისრების სხვაგან გადატანას თავი დაანებოს და საზოგადოებას უთხრას, რას ფიქრობს სტალინის როლზე – თქვას, რა ფაქტორი იყო სტალინი – დადებითი თუ უარყოფითი

შალვა პაპუაშვილმა ისრების სხვაგან გადატანას თავი დაანებოს და საზოგადოებას, მათ შორის, ქართული ეკლესიის გულშემატკივრებს უთხრას, რას ფიქრობს სტალინის როლზე საქართველოსა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში – თქვას, რა ფაქტორი იყო სტალინი – დადებითი თუ უარყოფითი, – აღნიშნული განცხადება პარლამენტში, „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა. ნაცვლიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოზიციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „თუ […]