„ის, რომ ხატიდან სტალინის წაშლის გადაწყვეტილება მიიღეს, ეს ეკლესიის თვითგადარჩენის ჯანსაღი ინსტიქტია“

თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში, „მატრონა მოსკოველისა და სტალინის ხატის“ გარშემო ერთკვირიანი დაპირისპირება დროებით ჩაცხრა. საპატრიარქომ ხატიდან საბჭოთა ტირანის გამოსახულების წაშლის გადაწყვეტილება მიიღო, ამასთან, რუსი წმინდანი სამებაში მაინც დარჩება. რატომ არის ამ დრომდე პოპულარული საბჭოთა ბელადი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში? იმ ეკლესიაში, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის დროს მიყენებული ზარალის გამო, სახელმწიფოსგან კომპენსაციას იღებს?! ის, რომ რუსეთი ჩვენს ეკლესიას […]

პუტინის თქმით, თუ ომი გაგრძელდება, რუსეთი უკრაინის სახელმწიფოებრიობას დარტყმას მიაყენებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 16 იანვარს სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ თუკი ომის მიმდინარე კურსი გაგრძელდება, რუსეთი უკრაინის სახელმწიფოებრიობას “გამოუსწორებელ დარტყმას” მიაყენებს. პუტინის თქმით, უკრაინა რუსეთს დაპყრობილი ტერიტორიების დატოვებას ვერასდროს აიძულებს. “ახლა საკმაოდ ცხადია, რომ უკრაინის კონტშეტევა არა მხოლოდ ჩავარდა, არამედ ინიციატივა სრულად რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელშია. თუკი ასე გაგრძელდება, უკრაინის სახელმწიფოებრიობამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი, ძალიან სერიოზული […]

ევროკავშირი წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების აუდიტს ატარებს – Financial Times

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS), რომელსაც ჟოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარების აუდიტს ატარებს. ამის შესახებ Financial Times-ი სამ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით წერს. ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური თავისი ანგარიშის წარდგენას 1 თებერვალს, ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ გეგმავს. Financial Times-ის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, აუდიტი დაეყრდნობა მასალებს, რომლებიც წევრმა ქვეყნებმა EEAS-ის მოთხოვნის პასუხად […]

BAG-ის ინდექსის შედეგები გარკვეული ტრენდის და მაკროეკონომიკური თემების მანიშნებლად ვერ ჩაითვლება – პაატა შურღაიას მოსაზრება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ინდექსის 2023 წლის მეოთხე კვარტლის შედეგებით, ბიზნესს საქმიანობისთვის ხელს რამდენიმე ფაქტორი უშლის. მათ შორის არის: სპეციალისტების ნაკლებობა; სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები; სამუშაო ძალის ნაკლებობა; ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა. ინდექსის მიხედვით, 2023 წლის IV კვარტალში, 2023 წლის III კვარტალთან შედარებით, 7%-ით გაიზარდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც თვლიან, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის […]

CJEU: ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეუძლიათ ევროკავშირში ლტოლვილის სტატუსი მოითხოვონ

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) გადაწყვეტილებით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეუძლიათ ლტოლვილის სტატუსი მოითხოვონ. ევროკავშირის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ქურთული წარმოშობის თურქი ქალის საქმეზე მიიღო, რომელიც ბულგარეთში თავშესაფარს ითხოვდა. ქალი ამბობდა, რომ ოჯახმა მას ქორწინება აიძულა, ქმარი კი მასზე ძალადობდა, რის შემდეგაც ქმარს გაშორდა. ქალის თქმით, თუ მას ბულგარეთიდან თურქეთში დაბრუნებას აიძულებდნენ, მისი სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა. ამიტომ […]

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, შედეგად, საშუალოვადიანი რეფინანსირების განაკვეთი ისევ 2.5 პროცენტზე დარჩა. აქამდე ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების სტრატეგიაზე იყო გადართული, თუმცა ამჯერად მარეგულირებელმა ორგანომ შედარებით კონსერვატიული მიდგომა აირჩია. ეს გადაწყვეტილება ინვესტორებისთვის მოულოდნელი იყო, რადგან ისინი განაკვეთის დამატებით შემცირებას და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდას მოელოდნენ, რადგან ქვეყანა დეფლაციის რისკის წინაშე დგას. […]

ისრაელმა ინტენსიური დარტყმები განახორციელა ჰეზბოლას ობიექტებზე სამხრეთ ლიბანში

ისრაელმა ინტენსიურად დაბომბა სამხრეთ ლიბანში მდებარე ხეობა – იუწყებიან ლიბანის უსაფრთხოების წყაროები და ისრაელის არმია, რაც ისრაელის მხრიდან იშვიათი აღიარებაა საზღვარზე საგანგებო ძალების ოპერაციისა. ლიბანის უსაფრთხოების ძალებმა სააგენტო როიტერსს უთხრეს, რომ ხეობაზე დროის მოკლე მონაკვეთში განხორციელდა სულ მცირე 16 საჰაერო დარტყმა. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლა ლიბანის სამხრეთის საზღვართან ბოლო ხანებში ცეცხლს ცვლის ისრაელის ძალებთან, აშშ-სა […]

ბათუმელები: რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები ქობულეთში ტყუპ ცათამბჯენს ააშენებენ

გამოცემა ბათუმელების ცნობით, ქობულეთში, ზღვისპირას, ტყუპი ცათამბჯენის აშენება იგეგმება. ბათუმელების ინფორმაციით, 40-45 სართულიანი კორპუსის აშენებას კომპანია ვითიქეი გეგმავს, რომლის მესაკუთრეებიც ბელარუსისა და ორმაგი – საქართველო-რუსეთის მოქალაქეები არიან. გამოცემა წერს, რომ პროექტთან დაკავშირებით სკრინინგის განცხადებით ქობულეთის მერიამ უკვე მიმართა გარემოს ეროვნულ სააგენტოს. სკრინინგის პროცედურით სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროება უნდა განისაზღვროს დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით. ბათუმელები […]

17 იანვარს თბილისში შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება | ჩამონათვალი

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება – ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია “თელასი” ავრცელებს: მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიაშვილის და კეკელიძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ), დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ), დაბა შინდისის (ნაწილობრივ), რუსთაველის გამზირის და რესპუბლიკის მოედნის მოსახლეობას. […]

პოლონეთში, თავის მოვლის საშუალებების ქურდობის ბრალდებით, 3 ქართველი დააკავეს

პოლონეთში თავის მოვლის საშუალებების ქურდობის ბრალდებით 3 ქართველი დააკავეს – პოლონური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები მაღაზიებსა და აფთიაქებს ძარცვავდნენ. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს 34 წლის მოქალაქე ერთ-ერთ აფთიაქში ქურდობის დროს, დაცვის თანამშრომელმა შეამჩნია და დაიჭირა. კაცს პიჯაკის ქვეშ, ჩხრეკისას, მოპარული სუნამოები უპოვეს. მოპარული ნივთების ღირებულება 2 000 ზლოტზე მეტად ფასდება. როგორც მედია წერს, იმავე […]