მმართველი პარტიის წარმომადგენლები ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობენ

ჩინეთში ვიზიტის მესამე დღე – საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლები ოფიციალურ შეხვედრებს დღესაც პეკინში გეგმავენ, მომდევნო დღეების განმავლობაში კი არაერთი შეხვედრა ჩინეთის ყველაზე დიდ ქალაქში, შანხაიში შედგება. ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ქართველი კანონმდებლები უკვე შეხვდნენ ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტისა და სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, ასევე სხვა ოფიციალურ პირებს. ქართულ დელეგაციაში ამბობენ, რომ საუბრები ყველა […]
დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გრძელდება – პანელურ დისკუსიებზე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი

შვეიცარიის პატარა საკურორტო ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გრძელდება. შეხვედრებს 60-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, ნატოს გენერალური მდივანი, ევროკომისიის პრეზიდენტი, უმსხვილესი ბიზნეს-წარმომადგენლები ესწრებიან. მათ შორის არის საქართველოს სამთავრობო დელეგაციაც პრემიერის ხელმძღვანელობით. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები და ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. ყურადღება გამახვილდება საქართველოს ევროპულ მომავალსა და ინვესტიციების მოზიდვაზე. ასევე, იმ პროექტებზე, რომელიც არსებული რეალობიდან გამომდინარე, […]
რუსეთმა იერიში მიიტანა ოდესასა და ხარკოვზე

რუსეთის არმიამ დრონებით და რაკეტებით მორიგი შეტევა მიიტანა უკრაინის ქალაქებზე, ოდესასა და ხარკოვზე. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა 17 იანვარს, გამთენიისას იყო. დაიჭრა სულ მცირე 3 ადამიანი. ოდესის მერის, გენადი ტრუხანოვის ცნობით, პრიმორსკის რაიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვნად დაზიანებული სახლიდან ევაკუირებულია 130 ადამიანი. დაზიანებულია ახლომდებარე შენობებიც. უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული […]
მაკრონი უკრაინაში ჩასვლას და ქვეყნისთვის დამატებითი იარაღის მიწოდებას გეგმავს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თებერვლაში ის გამგზავრება უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიის ორმხრივი შეთანხმების დასასრულებლად, რომლითაც პარიზი მიაწვდის დახვეწილ იარაღს კიევს, მათ შორის შორი დისტანციის ფრთოსან რაკეტებს. მაკრონმა თქვა, რომ დაახლოებით 40 SCALP-ის ტიპის შორი მანძილის რაკეტა და რამდენიმე ასეული ბომბი უახლოეს კვირებში გადაეცემა უკრაინას. “ჩვენ ვაპირებთ კიდევ ბევრი აღჭურვილობის მიწოდებას და უკრაინის დახმარებას იმით, […]
ოდესაზე დრონებით შეტევა იყო | დაშავდა 3 ადამიანი

ღამით რუსეთმა ოდესაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. რაიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ცნობით, დაშავდა 3 ადამიანი. დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, საიდანაც 130 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ოდესის მერმა განაცხადა, რომ პრიმორსკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, დაიწვა მანქანებიც. თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ რეგიონში 11 დრონი გაანადგურეს, მათი უმრავლესობა ზღვაში ჩავარდა. უწყება ამბობს, რომ რუსეთმა “შაჰიდის” ტიპის დრონები […]
რუსები ოდესას დრონებით დაესხნენ თავს, არიან დაშავებულები

ოდესაზე რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი იუწყება. მისი ინფორმაციით, დაზიანებული სახლებიდან 130 მშვიდობიანი მოქალაქე იქნა ევაკუირებული. ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა განაცხადა, რომ მაშველებმა პრიმორსკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ჩააქრეს. დაიწვა რამდენიმე ახლომდებარე ავტომობილი. მისივე ინფორმაციით, ქალაქში ღრმა კრატერია, დაზიანებულია კომუნიკაციები. ამ დროისთვის არსებული […]
პაკისტანი აცხადებს, რომ ირანის სარაკეტო დარტყმას ბავშვები ემსხვერპლნენ

პაკისტანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა და სამი დაშავდა. ირანი ირწმუნება, რომ მათი სამიზნე იყო ორი ბაზა, რომლებიც ბოევიკთა დაჯგუფება „ჯაიშ ალ-ადლთან“ არის დაკავშირებული. პაკისტანი ირანის ამ განცხადებას უარყოფს, თავდასხმას უკანონო ქმედებად და პაკისტანის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, რომელმაც, შეიძლება, სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. პაკისტანი მესამე ქვეყანაა ერაყისა და სირიის […]
ემანუელ მაკრონი უკრაინას ეწვევა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თებერვალში უკრაინას ეწვევა, სადაც უსაფრთხოების გარანტიის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინას, უახლოეს კვირებში SCALP-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედ 40 რაკეტასა და რამდენიმე ასეულ ბომბს გადასცემენ. „ვაპირებთ, უკრაინას გაცილებით მეტი აღჭურვილობა მივაწოდოთ და დავეხმაროთ იმით, რაც მას სჭირდება თავისი ცის დასაცავად. თავად გავემგზავრები უკრაინაში […]
რუსებმა ხარკოვს რაკეტებით დაარტყეს, დაშავდა 17 ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იგორ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს. სინეგუბოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად სამოქალაქო საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაშავებულია 17 ადამიანი, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა.
,, ვერაზე შუქი ჩაქრა და წყალი ისევ მოდის. გეთქვათ, ჯერ ტელეფონს დავტენიდი” – ნათია ლაზაშვილი

ჟურნალისტი ნათია ლაზაშვილი: ,,ვერაზე შუქი ჩაქრა და წყალი ისევ მოდის. გეთქვათ, ჯერ ტელეფონს დავტენიდი 🙄” შეგახსენებთ, ,,ჯივიპის” ცნობით, 17.01-ის 01.00 საათიდან 18.01-ის 08.00-მდე თბილისის დიდ ნაწილს ტექნიკური სამუშაოების გამო წყალი შეუწყდება.