რუსები ოდესას დრონებით დაესხნენ თავს, არიან დაშავებულები

ოდესაზე რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი იუწყება.
მისი ინფორმაციით, დაზიანებული სახლებიდან 130 მშვიდობიანი მოქალაქე იქნა ევაკუირებული.
ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა განაცხადა, რომ მაშველებმა პრიმორსკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ჩააქრეს. დაიწვა რამდენიმე ახლომდებარე ავტომობილი.
მისივე ინფორმაციით, ქალაქში ღრმა კრატერია, დაზიანებულია კომუნიკაციები. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება