რუსეთის არმიამ ოდესასა და ხარკოვზე დრონებით და რაკეტებით შეტევა განახორციელა – უკრაინის თავდაცვის ძალებმა კი ოდესის სანაპიროსთან საოკუპაციო ძალების 11 დრონი გაანადგურეს

რუსეთის არმიამ ოდესასა და ხარკოვზე დრონებით და რაკეტებით, მორიგი შეტევა განახორციელა. ქალაქ ოდესის პრიმორსკის რაიონში დაჭრილია სულ მცირე სამი ადამიანი, დაზიანებული სახლებიდან გაიყვანეს 130-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, ოდესის სანაპიროსთან მათ საოკუპაციო ძალების 11 დრონი გაანადგურეს, რომელთა უმრავლესობაც ზღვაში ჩავარდა, თუმცა რამდენიმეს ნამსხვრევებმა ქალაქის ინფრასტრუქტურა დააზიანა. ხარკოვზე იერიშის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა. […]

საქართველოში ამინდი უარესდება – ტემპერატურის ვარდნის გამო გზებზე მოსალოდნელია ლიპყინული

გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარი სინოპტიკოსის, ნაირა მანველიშვილის განცხადებით, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ქარბუქიც. “დღეისთვის, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში ველოდებით წვიმას. მთასა და მაღალ მთიან ზონაში, იქნება თოვლი – ზოგან ძლიერი, გზებზე ლიპყინული. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. სანაპირო ზონაში, შესაძლებელია 17-22 მეტრ წამამდე მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ველოდებით ნალექს, მთაში თოვლის სახით. მაღალ […]

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე, შესაძლოა, მოკლულის თანაკლასელები გამოიკითხონ14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე, შესაძლოა, მისი თანაკლასელები გამოიკითხონ

14 წლის აითაჯ შახმაროვას საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება. მიმდინარეობს მოკლული მოზარდის დედისა და ბიძის ეპიზოდის არსებითი განხილვა. პროცესზე დაგეგმილია მოწმეების, მათ შორის, აითაჯის მეზობლებისა და კლასელების გამოკითხვა. ადვოკატის, ალი ბადიროვის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სავარაუდოდ, აითაჯის სკოლის წარმომადგენლები და კლასელები დაიკითხებიან. “ბრალდების მხარის ხუთი მოწმის დაკითხვა იგეგმება. ხუთივე დმანისის მაცხოვრებელი იქება, ალბათ, აითაჯის […]

ჩილეში თვითმფრინავი ჩამოვარდა

ჩილეში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. პილოტი ადგილზე დაიღუპა. დაშავდა 4 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ძალზე დაბლა დაფრინავდა, რის გამოც ელექტროკაბელს გამოედო, ბოძს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რუსეთმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანა | დაშავდა 17 ადამიანი

ხარკოვში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაშვდა. ხარკოვის გუბერნატორმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. დაზიანდა სულ მცირე საცხოვრებელი შენობა. შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ მუშაობას ზარალის დასაზუსტებლად.

ღაზის სექტორში მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების კუთხით მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს – რა კონკრეტულ პირობებს შეასრულებენ ისრაელი და “ჰამასი”

ომში ჩართულმა მხარეებმა, ღაზის სექტორში მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების კუთხით, შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას კატარი ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, კატარისა და საფრანგეთის შუამავლობით გაფორმებული გარიგების თანახმად, მედიკამენტები “ჰამასის” მძევლებს გადაეცემათ, სანაცვლოდ კი ისრაელი ანკლავში პირველადი საჭიროების უფრო მეტ პროდუქტს დაუშვებს. პარალელურად, ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ შემდგომი მოლაპარაკებები დარჩენილი მძევლების გათავისუფლებამდეც მივა. სავარაუდოდ, ღაზაში ამჟამად 132-ზე მეტი მძევალია. კონკრეტული […]

სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება

თბილისში ვიზიტად მყოფი სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. ოფიციალური ინფორმაციით, რიჩარდ ნევიუ ხელისუფლების, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება და ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამოწვევებს განიხილავს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტს მნიშვნელოვნად აფასებენ მმართველ გუნდში. პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველო […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 იანვარს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ძალისი, ვაზიანი, ერედა, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ. „12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: დევენაანთხევი, ხევსურთსოფელი, საყდრიონი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში: მუხათწყაროში, თხინვალაში, ლისზე და მიმდებარე სოფლებში; 14:35-დან 19:00 საათამდე […]

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.