პოლარული გრიგალის ზეგავლენით კანადასა და ბრიტანეთის გარკვეულ ნაწილში რეკორდული ყინვა ფიქსირდება

პოლარულმა გრიგალმა კანადასა და ბრიტანეთის ზოგიერთ ნაწილს რეკორდული სიცივე მოუტანა. კანადის სინოპტიკოსების ინფორმაციით, ჩრდილოეთ ნაწილში, სავარაუდოდ, ექსტრემალური სიცივე კვირის ბოლომდე გაგრძელდება. შოტლანდიაში კი, ტემპერატურა, შესაძლოა -15 გრადუსამდე დაეცეს, რომელიც ბოლო 14 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი ღამე იქნება. დიდთოვლობის შედეგად, ზოგიერთ ნაწილში სკოლები დაიხურა, შეფერხებულია გადაადგილება. შაბათ-კვირას მოსალოდნელი ყინვისა და შტორმის წინ, გაერთიანებული სამეფო, ოთხივე ქვეყანას […]
4 (17) იანვარი – შიომღვიმელი მოღვაწეების ევაგრე, ილია დიაკონი და სხვანის ხსენების დღეა

ღირსი ევაგრე და ილია დიაკონი იყვნენ წმიდა შიომღვიმელისა და იოანე ზედაზნელის თანამოღვაწეები. მათ უშუალოდ გააგრძელეს და დააკმვიდრეს მათი წმიდა მოძღვრების ღვთივგაბრძნობილი სამონასტრო წეს-განგებანი. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით VI საუკუნეში ანტიოქიიდან საქართველოში ჩამოვიდა ცამეტი ასურელი მამა. მათმა სულიერმა მოძღვარმა, იოანემ (ხს. 6 მაისს) საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაგზავნა ისინი სამოღვაწეოდ. მათ სახელებთანაა დაკავშირებული ბევრი მონასტრის დაარსება და საქართველოში […]
ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Koç Holding-ის აღმასრულებელ თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციაში, დავოსში ვიზიტი დაიწყო. მთავრობის მეთაურმა პირველი შეხვედრა კომპანია Koç Holding-ის აღმასრულებელ თავმჯდომარესთან, ლევენთ ჩაკიროღლუსთან გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ასევე ახალ პროექტებსა და სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები. “მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე დადებითი ეკონომიკური ტენდენციები მიმოიხილეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველოს მაღალი […]
ბორის ნადეჟდინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის წარდგენისთვის ხელმოწერების შეგროვება თბილისშიც დაიწყო

ბორის ნადეჟდინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის წარდგენისთვის თბილისში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად რუსი პოლიტიკოსი ავრცელებს. „შეგიძლიათ ხელმოწერა თბილისში დატოვოთ. ჩვენ ვაფართოვებთ ჩვენს გეოგრაფიას და თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. მოიწვიეთ თქვენი ნაცნობები და მეგობრები – საქართველოში შეგროვება გაიხსნა! თან წაიღეთ თქვენი შიდა რუსული პასპორტი. გელოდებით!“ – წერს ბორის ნადეჟდინი „ტელეგრამის“ არხზე. […]
იაპონური გადამზიდი კომპანია Nippon Yusen-ი „ჰუსიტების“ თავდასხმების გამო წითელ ზღვაში მიმოსვლას აჩერებს

იაპონური გადამზიდი კომპანია Nippon Yusen-ი „ჰუსიტების“ თავდასხმების გამო წითელ ზღვაში მიმოსვლას აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური გადამზიდი კომპანიის წარმომადგენელი ავრცელებს. „ჩვენ, ყველა გემით, რომლითაც ჩვენ ვსაქმიანობთ, წითელ ზღვაში ნავიგაცია შევაჩერეთ“, – განაცხადა Nippon Yusen-ის წარმომადგენელმა. იაპონური გადამზიდი კომპანიის სპიკერმა განაცხადა, რომ წითელ ზღვაში გემების მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ეკიპაჟის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს. იაპონური მედიის ცნობით, […]
გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში სახ.დეპის კოორდინატორმა საქართველოში შეხვედრები დაიწყო | რიჩარდ ნეფიუ NGO-ებს ხვდება

გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორის, რიჩარდ ნეფიუს შეხვედრები საქართველოში დაიწყო. ის პირველ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მართავს. შეხვედრაზე შესვლამდე მედიასთან ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს და თქვეს, რომ მთავარი განსახილველი საკითხი კორუფციასთან ბრძოლა და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევები იქნება. მხარეები განიხილავენ ანტიკორუფციული სააგენტოს მუშაობასაც. დღესვე რიჩარდ ნეფიუ შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილის, პროკურატურის […]
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

17 იანვარს ქუთაისში +10 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +9 გრადუსს […]
რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს – ვალუტის ახალი კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6573 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6582 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8917 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.9067 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0150 ლარი შეადგინა.
წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების წარმოების მიზნით, ახალი კომპანია სავარაუდოდ დღეს შეირჩევა

წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების წარმოების მიზნით, ახალი კომპანია სავარაუდოდ დღეს შეირჩევა. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც მერიაში განმარტავენ, წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით, უახლოეს პერიოდში მოხდება შემსრულებელი კომპანიის შერჩევა. მათივე განცხადებით, „შპს „პარმა“ ნამდვილად მონაწილეობს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში, კერძოდ, ახორციელებს ტროტუარების მოწყობის სამუშაოს, არა გუშინდელი დღიდან, არამედ გასული […]
ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.