„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 იანვარს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ძალისი, ვაზიანი, ერედა, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ. „12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: დევენაანთხევი, ხევსურთსოფელი, საყდრიონი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში: მუხათწყაროში, თხინვალაში, ლისზე და მიმდებარე სოფლებში; 14:35-დან 19:00 საათამდე […]

$130 მილიონიანი „პარაგრაფ თაბორის“ მშენებლობის დასრულება წელს იგეგმება

თბილისთან ახლოს, თაბორის მთაზე სასტუმრო „პარაგრაფ თაბორის“ მშენებლობის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება. როგორც „კომერსანტს“ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდში განუცხადეს, მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულება 2024 წლის ბოლო იგეგმება. „პარაგრაფ თაბორი“ პანორამა-თბილისის ნაწილია, რომელიც რამდენიმე პროექტს აერთიანებს. ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად გახმაურებული, მასშტაბური, ძვირადღირებული და ხანგრძლივი ისტორიის მქონე პროექტია. პროექტის შესახებაც პირველად 2014 წელს, […]

ირაკლი ღარიბაშვილი კლაუს შვაბის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დავოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ლიდერებსა და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად, ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის, ჰილდე შვაბის მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო. მიღება ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ლიდერებისა და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელების პატივსაცემად ტრადიციულად დავოსში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ISW: პუტინმა გაააქტიურა ძალისხმევა ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ შესაძლო ესკალაციისთვის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კვლავაც არ არის დაინტერესებული უკრაინასთან კეთილსინდისიერი მოლაპარაკებით და უცვლელია უკრაინაში მისი მაქსიმალისტური მიზანი – უკრაინის და დასავლეთის სრული კაპიტულაცია. ამ ფონზე რუსეთი აძლიერებს ბალტიის ქვეყნების საწინააღმდეგო რიტორიკას. ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) წერს. ცენტრის ანალიტიკოსებმა შეაფასეს განცხადებები, რომლებიც პუტინმა 16 იანვარს გააკეთა რუსეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას. რუსეთის პრეზიდენტი […]

სერბეთში ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს

სერბეთში არჩევნების შედეგებს ათასობით ადამიანი აპროტესტებს. ოპოზიციის მხარდამჭერმა მოსახლეობამ მშვიდობიანი აქცია დედაქალაქ ბელგრადში მოაწყო. მომიტინგეები ქუჩებში არჩევნების შედეგები გაუქმების მოთხოვნით გამოვიდნენ. ოპოზიციის განცხადებით, მათ ბელგრადში არჩევნების ანულირება სურთ, რადგან ბევრის აზრით, ის გაყალბებულია. საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები უსამართლოდ უკვე შეაფასეს.

ჩვენი პოლიტიკა უკრაინის მიმართ იქნება სტაბილური, კვლავ გვექნება უკრაინის მხარდამჭერი პოლიტიკა – ანჯეი დუდა

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. დუდას თქმით, ლიდერებმა ფრონტზე არსებული სიტუაციის შესახებ ისაუბრეს. “მე დავარწმუნე პრეზიდენტი ზელენსკი, რომ ჩვენი პოლიტიკა უკრაინის მიმართ იქნება სტაბილური, კვლავ გვექნება უკრაინის მხარდამჭერი პოლიტიკა. დავარწმუნე, რომ მას შეუძლია, მშვიდად დაიწყოს მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრ დონალდ […]

აშშ არ ეძებს “ჰუსიტებთან” ომს – ჯონ კირბი

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ არ ეძებს “ჰუსიტებთან” ომს. ამის შესახებ ჯონ კირბიმ თეთრი სახლის ტელეკონფერენციის დროს განაცხადა. მისი თქმით, ვაშინგტონი არ ცდილობს კონფლიქტის გაფართოებას. კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ “ჰუსიტებს” აქვთ არჩევანის გაკეთების საშუალება და აქვთ დრო სწორი არჩევანის გასაკეთებლად, რაც თავდასხმების შეჩერებაა. შეგახსენებთ, რომ წითელ ზღვაში ჰუსიტების გემებზე თავდასხმებმა მრავალი კომპანია დააზარალა და შეშფოთება გამოიწვია. […]

რუსეთის მიერ გაშვებული 20 “შაჰიდის” დრონიდან 19 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

17 იანვარს, გამთენიისას, რუსეთი უკრაინას “შაჰიდის” ტიპის 20 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინელებმა 19 მათგანის ჩამოგდება მოახერხეს. გარდა ამისა, დაბომბვისას ოკუპანტებმა ორი S-300-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტაც გამოიყენებს. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ოკუპანტებმა თავდასხმები განახორციელეს პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან. საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობდნენ ზაპოროჟიეს, მიკოლაევის, ოდესის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის რეგიონებში.

კატარის ცნობით, ისრაელსა და “ჰამასს” შორის მედიკამენტებსა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეთანხმება მიღწეულია

კატარმა განაცხადა, რომ ისრაელსა და “ჰამასს” შორის მიღწეულია შეთანხმება ღაზის სექტორში მედიკამენტებისა და ჰუმანიტარული დახმარების შესვლის შესახებ. შეთანხმების მიხედვით, მედიკამენტების მიწოდება დასაშვები იქნება ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და “ჰამასის” 100-ზე მეტი მძევლისთვის. საფრანგეთის დახმარებით მიღწეული შეთანხმების ფარგლებში მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარების დამატებითი რაოდენობაც მიეწოდება. ეს არის პირველი შეთანხმება მხარეებს შორის, მას შემდეგ, რაც ნოემბერში ერთკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის […]

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 19 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 19 დრონი ჩამოაგდეს. „საჰაერო ძალების ძალისხმევით და საჰაერო თავდაცვასთან თავდაცვის ძალების თანამშრომლობით, განადგურდა Shahed-ის ტიპის 19 დრონი. საჰაერო შეტევის მოგერიებაში საზენიტო-სარაკეტო დანადგარები და მობილური სახანძრო ჯგუფები იყვნენ ჩართული“, – წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის ოლქიდან […]