პოლარული გრიგალის ზეგავლენით კანადასა და ბრიტანეთის გარკვეულ ნაწილში რეკორდული ყინვა ფიქსირდება

პოლარულმა გრიგალმა კანადასა და ბრიტანეთის ზოგიერთ ნაწილს რეკორდული სიცივე მოუტანა.
კანადის სინოპტიკოსების ინფორმაციით, ჩრდილოეთ ნაწილში, სავარაუდოდ, ექსტრემალური სიცივე კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
შოტლანდიაში კი, ტემპერატურა, შესაძლოა -15 გრადუსამდე დაეცეს, რომელიც ბოლო 14 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი ღამე იქნება.
დიდთოვლობის შედეგად, ზოგიერთ ნაწილში სკოლები დაიხურა, შეფერხებულია გადაადგილება. შაბათ-კვირას მოსალოდნელი ყინვისა და შტორმის წინ, გაერთიანებული სამეფო, ოთხივე ქვეყანას აფრთხილებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო