ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ტყიბულის მერიის მაღალჩინოსანს გირაოს საფუძველზე გაათავისუფლებენ

ტყიბულის მერიის თანამშრომელი, რომელსაც მეუღლეზე ძალდობას ედავებიან, 5 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქუთაისის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. ჯონი ქასრაშვილი ტყიბულის მერიაში შესყიდვების სამსახურს ხელმძღვანელობდა. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები დაკავებულის სიდედრმა გამოიძახა. ხელბორკილების დადების შემდეგ კი ქასრაშვილს სასწრაფო დახმარების ექიმების დახმარება დასჭირდა.
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება

ვარკეთილში, ცოლის, ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დაწესებულებაში გადაიყვანენ. აღნიშნულის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ განაცხადა. ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა მათ შორის, ბრალდებულიც. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გიორგი კავლელაშვილი ახლა გლდანის მე-18 სამკურნალო […]
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2024

ვინ დარჩა მოგებული “სტალინის ხატის” სკანდალით – სამებაში მომხდარი ინციდენტის პოლიტიკური მხარე სად შეიძლება გადაიყვანონ სააკაშვილი – პენიტენციურ დაწესებულებაში, თუ სამკურნალოდ უცხოეთში უკრაინა სტრატეგიულ თავდაცვაში გადადის და მოკავშირეებს სამხედრო დახმარების გაზრდას სთხოვს – რა ხდება ფრონტის ხაზზე * * * ვინ დარჩა მოგებული “სტალინის ხატის” სკანდალით – სამებაში მომხდარი ინციდენტის პოლიტიკური მხარე “ვინ გამოიყენა სამების […]
საფრანგეთის თავდაცვა: უკრაინა უახლოეს კვირებში მიიღებს 6 თვითმავალ ჰაუბიცა CAESAR-ს

საფრანგეთი “უახლოეს კვირებში” უკრაინას მიაწვდის 6 თვითმავალ ჰაუბიცა CAESAR-ს და შემდეგ, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, კიდევ 72-ს, ინფორმაციას AFP საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ექვსი ჰაუბიცა, სამინისტროს განმარტებით, სექტემბერში შეუკვეთეს პირდაპირი კომერციული ხელშეკრულებით მწარმოებელს – ფრანგულ კომპანია Nexter-სა და უკრაინის სახელმწიფოს შორის საკუთარი ხარჯებით. დარჩენილი იარაღის წარმოების დასაფინანსებლად ჯერ კიდევ საჭიროა “კოლექტიური დაფინანსების” მოძიება, მაგრამ […]
ირანული მედია – პაკისტანმა ირანის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში განახორციელა, დაიღუპა 3 ქალი და 4 ბავშვი

სულ მცირე სამი ქალი და ოთხი ბავშვი დაიღუპა პაკისტანის მიერ ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ სასაზღვრო რეგიონზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, – ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. „პაკისტანმა ირანის სასაზღვრო სოფელს რაკეტებით შეუტია. სამი ქალი და ოთხი ბავშვი დაიღუპა. არცერთი მათგანი ირანის მოქალაქე არაა“, – იუწყება ირანული მედია. პაკისტანი ადასტურებს, რომ ირანში ობიექტებზე იერიშები განახორციელა. „ამ დილით პაკისტანმა განახორციელა […]
არჩევნებიდან 3 თვის შემდეგაც გორსა და კასპში “ოცნების” დეპუტატის ბანერები კიდია | ენმ დაჯარიმებას ითხოვს

საოლქო-საარჩევნო კომისიას “ქართული ოცნების” დაჯარიმებას სთხოვენ – მიზეზი მაჟორიტარ გიორგი სოსიაშვილის ბანერებია, რომელიც გორისა და კასპის ქუჩებში არჩევნებიდან 3 თვის შემდეგ, კვლავ განთავსებულია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ სახელისუფლებო პარტია კანონს არღვევს, რადგან ის ვალდებული იყო არჩევნებიდან 15 დღის შემდეგ, ჩამოეხსნა საარჩევნო ბანერები. “ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” მივმართეთ გორის საოლქო საარჩევნო კომისიას, რათა დააჯარიმონ პოლიტიკური სუბიექტი “ქართული ოცნება” […]
დღეს თბილისის უბნების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო თბილისში 18 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების […]
ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, სწრაფად გადაწყვიტოს უკრაინის დაფინანსების საკითხი

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის დახმარების გაგრძელება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საკითხიცაა. 17 იანვარს, ბაიდენი თეთრ სახლში შეხვდა სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების და რესპუბლიკელების ლიდერებს და დაზვერვის, შეიარაღებული ძალების, საფინანსო და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებს. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებთან განიხილა „უმოქმედობის სტრატეგიული […]
ამ პატარა, მშიშარა ბიჭებს, ივანიშვილი უკვე ბევრგან ჩაშვებული ჰყავთ, მოყოლილი აქვთ გადაწყვეტილების მიღება როგორ ხდება | გახარია

ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ “ქართული ოცნების” წევრებს პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ბევრგან უკვე “ჩაშვებული ჰყავთ”. მისივე თქმით, მათ დეტალებში აქვთ მოყოლილი როგორ ხდებოდა გადაწყვეტილების მიღების პროცესი და არაფორმალურად როგორ იმართებოდა ქვეყანა. “ამ პატარა, მშიშარა ბიჭებს, ივანიშვილი უკვე ბევრგან ჩაშვებული ჰყავთ. დეტალებში აქვთ მოყოლილი გადაწყვეტილების მიღების პროცესი როგორ ხდება. ეს ხომ თვითონაც ძალიან კარგად […]
რუსეთის თავდაცვა ამბობს, რომ მოსკოვისა და ლენინგრადის ოლქებზე დრონებით თავდასხმა იყო

რუსეთში, მოსკოვის ოლქში აფეთქებები იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად ავრცელებს ინფორმაციას, რომ აღკვეთეს “კიევის რეჟიმის მცდელობა” უპილოტო საფრენი აპარატებით “ტერორისტული თავდასხმა” განხორციელებულიყო რუსეთის ტერიტორიაზე. მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი წერს, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა პოდოლსკის ურბანულ რაიონში – “წინასწარი მონაცემებით, ადგილზე, სადაც ნამსხვრევები ჩამოვარდა, ნგრევა და მსხვერპლი არ არის”. გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ […]