ირაკლი ნადარეიშვილი – ჩვენ ხელს შევუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესს სასესხო და მოგვიანებით წილობრივი ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში

ბოლო წლებში საქართველოს მთავრობა, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემის გადაწყვეტის მიმართულებით, განსაკუთრებით, ეს ეხება მცირე და საშუალო სექტორს, რომელიც ჩვენი ეკონომიკის თითქმის 60 პროცენტს წარმოადგენს და ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. ჩვენ შევქმენით მთელი რიგი პროგრამები, რომლებიც წარმატებით მოქმედებს ამ მიმართულებით. ისინი, ძირითადად, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე ხორციელდება და უზრუნველყოფს […]
დავით ონოფრიშვილი – 2023 წელს, სადაზღვევო კომპანიების ჯამურმა შემოსავალმა 1 მლრდ ლარს გადააჭარბა

2023 წელს, სადაზღვევო კომპანიების ჯამურმა შემოსავალმა 1 მლრდ ლარს გადააჭარბა, – ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც 2023-ის წინასწარი შედეგები შეაჯამა. მისივე თქმით, გასულ წელს გაიზარდა სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება, აქტივები და კაპიტალი. „ჩვენთვის ცნობილია 11 თვის ციფრები. მე-12 თვის პროგნოზი ჩვენით არის გაკეთებული და ალბათ, დიდად არ შეიცვლება, […]
“ყველა საინტერესო საკითხზე იქნება პასუხი” | ივანიშვილის ადვოკატი Credit Suisse-თან წაგებულ დავაზე

შვეიცარიულ ბანკთან წაგებულ დავაზე ივანიშვილის მხარე საკუთარ პოზიციას უახლოეს ხანებში დააფიქსირებს. როგორც ადვოკატი ლაშა კალანდაძე სატელეფონო მიმოწერისას აცხადებს, იგეგმება ინფორმაციის გავრცელება და ყველა საინტერესო შეკითხვას გაეცემა პასუხი, თუმცა რა ფორმატით, ეს ჯერ უცნობია. არ არის გამორიცხული, ივანიშვილის პოზიცია დღესვე გახდეს ცნობილი. შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკთან სასამართლო დავა ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით წააგო. წელიწადნახევრიანი გამოძიების […]
16 იანვარს, მესტიაში ელექტროენერგიის დღიური მოხმარების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – „ენერგო-პრო ჯორჯია“

16 იანვარს, მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარების ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა. პირველად, დღიურმა მოხმარებამ 500 ათასი კილოვატსაათი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ხაზგასასმელია, რომ იმავე დღეს, სრულად „ენერგო-პროს“ აბონენტეთა მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 14 მილიონი კოლივატსაათი შეადგინა, საგულისხმოა, რომ აღნიშნული 14 მილიონი კილოვატსაათი მოიხმარეს ყველა კატეგორიის მომხმარებლებმა, მათ შორის დიდმა კომერციულმა თუ საბიუჯეტო აბონენტებმა, ხოლო […]
OPEC-ი 2024 წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნის ზრდას პროგნოზირებს

2024 წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნა დღეში 2,2 მლნ ბარელით გაიზრდება და 104,36 მლნ ბარელს მიაღწევს. ხოლო 2025 წელს მოსალოდნელია ზრდა – 1,8 მლნ ბარელით დღეში – 106,21 მლნ ბარელამდე. ამის შესახებ OPEC-ის ყოველთვიურ ანგარიშშია ნათქვამი. ანალიტიკოსების შეფასებით, 2023 წელს მსოფლიოში ნავთობის მოხმარება დღეში 2,5 მლნ ბარელით გაიზარდა და 102,11 მლნ ბარელს მიაღწია. ნოემბრის წინასწარი მონაცემები […]
„ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და ბოლო 7 თვის განმავლობაში 1%-ზე ნაკლებ ნიშნულზე იყო“ – პრემიერი

„ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და ბოლო შვიდი თვის განმავლობაში 1 პროცენტზე ნაკლებ ნიშნულზე იყო“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „ევრაზიის ახალი განთიადი?” გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა ახლა სწრაფად ვითარდება. „დიდი მადლობა! უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით ამ ძალიან მნიშვნელოვანი თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის. […]
,, ამ სისულელის ტირაჟირებას მხოლოდ ამპარტავანი ქურდბაცაცა კალაძე არ ახდენს” – რას წერს გიორგი თავდგირიძე

სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე: ,,ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელის პრობლემაა – კალაძე წერეთელზე ამ სისულელის ტირაჟირებას მხოლოდ ამპარტავანი ქურდბაცაცა კალაძე არ ახდენს. ჯერ ერთი ქვეყანაში სულ უფრო მცირდება მონურ გასამრჯელოზე მუშაობის მსურველი. მეორეც რა კვალიფიკაციაა საჭირო მიწის სამუშაოების დროს, რომ მოკლევადიან ტრენინგებით ვერ მოამზადო პოტენციური თანამშრომელი( 7-30 დღე)? მესამეც, რა დონის გარეწარი უნდა იყო, რომ 30 მილიონიანი […]
,, საღებავი კიარა, ბომბებს შეყრიან სიამოვნებით ჩვენს ტაძრებში და მორწმუნე მრევლსაც ცოცხლად დაწვავენ..” – ვატო შაქარიშვილი

,,საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი: ,,რატო გვეძახით ეკლესიის მტრებს, ჩვენ სტალინის ხატზე დატანას ვაპროტესტებთო… ჩვენთვის ისედაც ცხადი იყო, რომ არაფერ შუაშია სტალინის გამოსახულება და მათი მთავარი სამიზნე კვლავ ჩვენი დედა ეკლესიაა, მაგრამ “ბებრძოლმა უღმერთო” ნატა ფერაძემ, რუსლულ ენაზე მიცემულ ინტერვიუში ყველაფერი საკუთარი პირით დაადასტურა. აღმოთქვა თუ რამხელა ზიზღი აქვთ ეკლესიის მიმართ… რამხელა სიბოროტე ბუდობს […]
“ის იმსახურებს წლები მართოს სახელმწიფო, მან უნდა იმუშაოს თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ” – სერბეთის პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილზე

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე კომენტარი გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ “ის იმსახურებს წლები მართოს სახელმწიფო”. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და აღნიშნა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაც. “თქვენ მოისმინეთ რას ამბობდა ირაკლი. არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება ერთ, ორ ან ხუთ წელიწადში მის პოლიტიკურ კარიერაში. ვფიქრობ, ის იმსახურებს წლები […]
პანელური დისკუსია დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით – რა გზავნილები ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს

ევრაზიის ახალი გარიჟრაჟი – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო დავოსში გამართულ პანელურ დისკუსიაში. გამოსვლაში მთავარი აქცენტი შუა დერეფნის მნიშვნელობაზე გაკეთდა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო ბოლო 3 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკაა. პრემიერმა აღნიშნა, რომ 2022-წელს ქვეყნის ეკონომიკა 10.4%-ით, 2023 წელს კი 7%-ით გაიზარდა. 1%-ზე ნაკლები იყო ინფლაციის მაჩვენებელი. ქვეყანა აფართოებს ვაჭრობას, კავშირებსა […]