2023 წელს რუსებმა ყველაზე მეტი ბიზნესი საქართველოში დააფუძნეს – Forbes

საქართველო ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წელს ყველაზე მეტი ბიზნესი გახსნეს. გასული წლის იანვრიდან დეკემბრამდე რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 13 000 იურიდიული პირი დაარეგისტრირეს; მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც რუსებმა წლის განმავლობაში 6100 კომპანია დააფუძნეს, მესამეზეა – სომხეთი და მონტენეგრო 3400 იურიდიული პირის დარეგისტრირებით. ამის შესახებ Forbes-ი წერს. 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის თებერვლამდე […]

ვის შეცვლის მინისტრებიდან პოლიტიკაში მესამედ მოსული ივანიშვილი?

ანი დვალიშვილი როგორც მოსალოდნელი იყო, ქართულმა პოლიტიკამ საახალწლოდ მიიძინა და ეს იმის მიუხედავად, რომ ზედ ახალი წლის წინ, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა. თანაც, უბრალოდ კი არ დაბრუნდა, ყველას დაანახა, რომ თუ აქამდე კულუარებში იყო პირველი ვიოლინო, ახლა ოფიციალურად გახდა და მის გამო, მმართველმა გუნდმა წესდებაც კი შეცვალა. ახალი წესდებით, პარტიის საპატიო თავმჯდომარედ მოვლენილი ივანიშვილი, წარადგენს […]

„მიშას მიზნებთან დაპირისპირებულია გვარამია? თუ დაპირისპირებულია, რატომ არ იძახის რაშია დაპირისპირებული?“ – ჩერგოლეიშვილი გვარამიაზე

„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი: „წლებია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უდიდესი უმრავლესობა ხალხს გაერთიანებას პირდება და წლებია, ამაშიც ლუზერია. ანუ ხალხს ცრუ მოლოდინს უქმნიან, თითქოს გაერთიანებაა პანაცეა და მერე ამ ცრუ მოლოდინსაც უცრუებენ. სინამდვილეში, მიზნის გარშემო ერთიანობა ამ პოლიტიკოსებს არ სურთ. მათ სურთ საკუთარი ფიგურის გარშემო ერთიანობა. მიზნის გარშემო ერთიანობა რომ სურდეს მაგალითად გვარამიას – ცალკე ძალას რატომ […]

4 წლის ჩეხი გოგო ზარა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანია, ვინც ევერესტის საბაზო ბანაკში ავიდა

4 წლის ჩეხი გოგო ზარა სიფრა მსოფლიოში ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანია, ვინც ევერესტის საბაზო ბანაკში ავიდა. ზარა ევერესტის საბაზო ბანაკამდე მამასთან და უფროს ძმასთან ერთად ავიდა. ევერესტის საბაზო ბანაკი ზღვის დონიდან 5364 მეტრზე მდებარეობს. ზარას მამა ჰიმალაის მთებში მთელი მოგზაურობის მანძილზე ბავშვების ჟანგბადის მიწოდებას და სატურაციას აკონტროლებდა. “სიარულისას პრობლემა არ შეგვქმნია, აკლიმატიზაცია საშუალოზე სწრაფი იყო. პატარა […]

უკრაინელი პარტიზანების ინფორმაციით, სევასტოპოლში კიდევ ერთი რუსული სამხედრო საზღვაო ხომალდი ჩაიძირა

დადასტურებულია კიდევ ერთი რუსული სამხედრო საზღვაო ხომალდის განადგურება – უკრაინელი პარტიზანების ინფორმაციით, სევასტოპოლში რუსული სანაპირო დაცვის ხომალდი „ტარანტული“ ჩაიძირა. მათ ჩაძირული ხომალდი სადაზვერვო ოპერაციის დროს აღმოაჩინეს. პარტიზანები ვარაუდობენ, რომ გემი რამდენიმე კვირის წინ საზღვაო დრონების შეტევის დროს აფეთქდა და ჩაიძირა. რუსეთის მხარეს ამ გემის განადგურების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ყირიმში დისლოცირებულ რუსულ ფლოტზე უკრაინის შეიარაღებული […]

რუსეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ბორის ნადეჟდინი, საარჩევნო რეგისტრაციისთვის საჭირო ხელმოწერებს თბილისშიც აგროვებს

“მე უნდა შევაჩერო პუტინი”, – რუსეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ბორის ნადეჟდინი, საარჩევნო რეგისტრაციისთვის საჭირო ხელმოწერებს თბილისში აგროვებს. მან ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა და საქართველოში მყოფ მის მხარდამჭერებს მოუწოდა, ხელმოწერები ბეთლემის ქუჩაზე დატოვონ. ბორის ნადეჟდინი 30 წელია უკვე პოლიტიკოსია. ის, ამჟამად, მოსკოვის ოლქის დეპუტატთა საბჭოს წევრი და რუსეთის მესამე მოწვევის დუმის დეპუტატია. საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურა […]

საქართველო არის ქვეყანა, სადაც რუსეთის მოქალაქეები ყველაზე მეტ ბიზნესს იწყებენ უცხოეთში – ფორბსი

საქართველო არის ქვეყანა, სადაც რუსეთის მოქალაქეები ყველაზე მეტ ბიზნესს აფუძნებენ უცხოეთში – წერს „ფორბსის“ რუსული გამოცემა და აღნიშნავს, რომ საქართველომ ამ თვალსაზრისით შედგენილ რეიტინგში მნიშვნელოვნად გაუსწრო მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ქვეყნებს. თავის მასალაში რუსული „ფორბსი“ ეყრდნობა კომპანია „ფინიონის“ სტატისტიკას, რომლის თანახმადაც რუსეთის მოქალაქეებმა 2023-ში საქართველოში არა ნაკლებ 13 000 იურიდიული პირი დაარეგისტრირეს, ყაზახეთში 6100, […]

ევროკავშირი – თავდასხმები პაკისტანში, ერაყსა და ირანში ღრმა შეშფოთებას იწვევს – რეგიონში დესტაბილიზაციის ეფექტი აქვს

ევროკავშირი პაკისტანისა და ირანის მიერ განხორციელებული შეტევების გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა. „ეს თავდასხმები, მათ შორის პაკისტანში, ერაყსა და ირანში, ევროკავშირის ღრმა შეშფოთებას იწვევს, რადგან თავდასხმები ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს და რეგიონში დესტაბილიზაციის ეფექტი აქვს“, – განაცხადა პიტერ სტანომ. შეგახსენებთ, სამშაბათს, ირანმა პაკისტანის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა განახორციელა, […]

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩინური მხარის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა მათი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

ჩინური მხარის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა მათი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა „ქართული ოცნების“ დელეგაციის წევრმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პეკინში და შანხაიში შეხვედრები შეაფასა და აღნიშნა, რომ ძირითადი საუბრის თემა პოლიტიკური და ეკონომიკური განზომილება […]

ირაკლი ჩიქოვანი – ძალიან მძიმეა, როდესაც უპირისპირდებიან ისეთ ინსტიტუტებს, როგორიც არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია – ასეთი განცხადებები არის პროვოკაციული ხასიათის და მიზნად ისახავს საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას

გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან მძიმეა ისეთი განცხადებების მოსმენა, როდესაც უპირისპირდებიან ისეთ ინსტიტუტებს, როგორიც არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი სამების საკათედრო ტაძრის შესახებ ნატა ფერაძის განცხადებას, რომელმაც სამების ტაძარს კორუფციის მთავარი ტაძარი უწოდა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ეს არის დაგეგმილი და მიზანმიმართული შეტევა ყველაფერ იმაზე, რომელიც არის ქართული იდენტობის განმსაზღვრელი. […]